1 0 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„თიბისი არტ გალერეა“ უჩა ჯაფარიძის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

ჩამოტვირთვა

„თიბისი არტ გალერეაში“ ცნობილი ქართველი მხატვრის უჩა ჯაფარიძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. გამოფენა მხატვრის 110-ე წლისთავს ეძღვნება. ექსპოზიციაზე ქართული ფერწერის კლასიკოსად აღიარებული უჩა ჯაფარიძის მიერ 1926-85 წლებში შესრულებული 60 ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარია წარმოდგენილი, რომლებიც მხატვრის სახლ-მუზეუმის კოლექციის ნაწილის წარმოადგენს. გამოფენა იმ პროექტის გაგრძელებაა, რომელიც უჩა ჯაფარიძის შემოქმედების კვლევასა და კრიტიკულ ანალიზს ისახავს მიზნად. გასულ წელს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრისა და „თიბისი არტ გალერეის“ მხარდაჭერით, მონოგრაფია-ალბომი - „ცხოვრება და სიკვდილი უჩა ჯაფარიძისა“ გამოიცა. გამოფენას „თიბისი არტ გალერეა“ 4 მაისამდე უმასპინძლებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები