1 3 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„თეგეტას“ გერმანული ავტოგიგანტის MAN-ის ოფიციალური დელეგაცია ეწვია

გერმანული ავტოგიგანტის წარმომადგენლებს საქართველოში MAN-ის ექსკლუზიურმა იმპორტიორმა „თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ უმასპინძლა. შეხვედრაზე კომპანიის გასული წლის შედეგებზე, მიმდინარე გეგმებსა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

 

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ MAN-ის ვიცეპრეზიდენტი იორგ მომერცი, გაყიდვების, გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებების ხელმძღვანელები და მარკეტინგის გუნდის წარმომადგენლები. 2006 წლიდან MAN-ს საქართველოში ოფიციალურად „თეგეტა ჰოლდინგის” შვილობილი კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ წარმოადგენს.

ბექა ბერიძე, „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ დირექტორი: „საქართველოში MAN-ის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის მთავარი მიზანი კომპანიის საქმიანობის ადგილზე შეფასება, განვითარების პერსპექტივების დასახვა და ჩვენი ჰოლდინგის შესაძლებლობების უფრო ახლოს გაცნობა იყო. დღეის მდგომარეობით „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ ოპერირებას უწევს MAN-ის სატვირთოებისა და ავტობუსების ავტორიზებულ სერვისცენტრებს.

მიმდინარე წლის გეგმებში გვაქვს ქუთაისის ფილიალის ბაზაზე საქართველოში MAN-ის მეორე ავტორიზებული სერვისცენტრის გახსნა და განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაც სწორად ეს გახლდათ. ამ ჭრილში განვიხილეთ მიმდინარე წელს მიღწეული შედეგი როგორც ახალი, ისე MAN TOPUSED ტექნიკისა და სათადარიგო ნაწილების გაყიდვების კუთხით, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში MAN-ის წარმომადგენლობების შემდგომ გაფართოებას“.

MAN-ის დელეგაციასთან განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ მიერ მუნიციპალური ტრანსპორტის ტენდერებში მიღწეული წარმატებები იყო. მიმდინარე წელს „თეგეტა ჰოლდინგმა“ ერევნის მერიას 87 ერთეული MAN-ის ბრენდის შეკუმშულ ბუნებრივ აირზე მომუშავე 12-მეტრიანი ავტობუსი გადასცა.

რაც შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტს, აქ „თეგეტა მოტორსმა“ გაიმარჯვა ტენდერში, რომელიც MAN-ის 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შეძენას გულისხმობს.

ბექა ბერიძე, „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ დირექტორი: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, MAN-ი რეგიონის მასშტაბით ასეთ დიდ პროექტებში წარვადგინოთ. ერევანში MAN-ის ავტობუსების პარკი უკვე სრულად ოპერირებს, თბილისში 18-მეტრიან ავტობუსებს მომდევნო წლიდან შემოვიყვანთ. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ MAN-თან ჩვენი პარტნიორობა „თეგეტა აკადემიის“ კუთხითაც გაღრმავდება და ვგეგმავთ, რომ ის MAN-ის მიერ ავტორიზებული აკადემია გახდეს საქართველოში“.

თბილისში MAN-ის რეგიონული მენეჯმენტის ვიზიტს წინ უძღოდა თებერვალში გამართული იმპორტიორების მიუნხენის კონფერენცია, სადაც საქართველო წარდგა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა ტექნიკის გაყიდვების კუთხით.

--

„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Truck & Bus ქართულ ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. ის გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN TRUCK & BUS-ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოსა და ამიერკავკასიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს  სატვირთოების, ავტობუსების, მიკროავტობუსების, დიზელსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ფართო სპექტრს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები