1 7 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მოერიდეთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან. მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული საქმეების დასრულებას. პირად ცხოვრებაში ცვლილებები გელით. 

კურო
დღეს ყველაზე ჩახლართულ სიტუაციაშის კი იპოვით გამოსავალს. კოლეგები აღფრთოვანებულები იქნებიან თქვენით. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ. 

ტყუპი
კარგი დღეა შეხვედრებისა და საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან. 

კირჩხიბი
კოლეგებთან ერთად განიხილეთ სამომავლო იდეები. გავლენიან ადამიანებთან გელით შეხვედრა. ზოგიერთი თქვენი გაცნობის სურვილს გამოთქვამს. 

ლომი
სიფრთხილე გმართებთ დოკუმენტებზე მუშაობისას. აკონტროლეთ კოლეგების მიერ შესრულებული საქმე. პირად ცხოვრებაში იდილია დაისადგურებს. 

ქალწული
საკუთარ საქმეებს რომ დაასრულებთ, დაეხმარეთ კოლეგებს სირთულეების მოგვარებაში. საღამო ნათესავებთან ერთად გაატარეთ. 

სასწორი
იყავით პოზიტიური და ღიმილიანი. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. 

მორიელი
ენერგიული და აქტიური ხართ, მაგრამ აუჩქარებლად იმოქმედეთ. საღამოს რომანტიკულ განწყობაზე დადგებით. 

მშვილდოსანი
სამსახურის საქმეებს რომ მორჩებით გამონახეთ დრო და ინახულეთ მეგობრები, ნათესავები. სასიამოვნო სიახლეები მხოლოდ თქვენ მიმართ კეთილგანწყობილ ადამიანებს გაუმხილეთ. 

თხის რქა
მეტი ყურადღება გმართებთ დეტალებისადმი. კოლეგებმა იციან, რომ ნებისმიერ სირთულეს მარტივად მოაგვარებთ. პირადი ცხოვრება რომანტიკითაა აღსავსე. 

მერწყული
ურთიერთობებისა და შეხვედრების დღეა. უსიამოვნებებს ადვილად გაართმევთ თავს. ზოგიერთს რომანტიკული ნაცნობობა ელის. 

თევზები
საქმეებისა და ვალდებულებების მიუხედავად არ გამოაკლდეთ წვეულებას. საღამო საყვარელ ნათესავებთან ერთად გაატარეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები