1 5 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

15 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მხიარული, საინტერესო დღე გელით. ნუ გაართულებთ ურთიერთობას უფროსთან. საღამოს ტკბილეულობა შეიძინეთ და შინაურებს საოჯახო დღესასწაული მოუწყვეთ. 

კურო
უჩვეულო და საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. ოჯახის წევრებისთვის სასარგებლო საქმეები შეასრულეთ. საყვარელი ადამიანი მოსვენებას დაგიკარგავთ. 

ტყუპი
იყავით მეტად აქტიური და მიზანმიმართული. დღეს ნებისმიერ პრობლემას ადვილად გაუმკლავდებით. საღამო მეგობრებთან ერთად მშვიდ გარემოში გაატარეთ. 

კირჩხიბი
სენტიმენტალურ განწყობაზე ხართ და გულითადი საუბრებისკენ მიგიწევთ გული. საღამოს მეგობრები აიყოლიეთ და ფეხით ისეირნეთ. 

ლომი
შეხვედრებით დატვირთული დღე გელით. ყველას მიმართ იყავით კეთილგანწყობილი. საღამოს ბავშვებთან ერთად იმხიარულეთ. 

ქალწული
თქვენს პუნქტუალურობაზე ლეგენდები დადის. თუმცა, სხვების დაგვიანებას მშვიდად შეხვდით. გააუმჯობესეთ ურთიერთობა უფროსთან. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ. 

სასწორი
დღეს გვიანობამდე მოგიწევთ მუშაობა, რის გამოც საყვარელი ადამიანისგან საყვედურს მოისმენთ. საღამო შინ გაატარეთ. 

მორიელი
ახლობლები თქვენგან გაბედულ და თამამ ნაბიჯებს ელიან, იყავით მეტად აქტიური. საღამოს დასვენებასა და გამოძინებას შეძლებთ. 

მშვილდოსანი
მოერიდეთ აგრესიულად და ნეგატიურად განწყობილ ადამიანებს. მეტი დრო დაუთმეთ მიმდინარე საკითხების მოგვარებას. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. 

თხის რქა
შეხვედრებისა და ურთიერთობების დღეა. საქმიან და სოლიდურ ადამიანთანაც კი დიალოგი არაფორმალურ, მეგობრულ გარემოში დანიშნეთ. საღამოს განაახლეთ გარდერობი. 

მერწყული
საკუთარი ნიჭის გამოვლენის საშუალება მოგინდებათ. კარგი დღეა შემოქმედებითი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. საღამოს ახალგაცნობილს შეხვდით. 

თევზები
მოწყენის არც საშუალება გექნებათ და არც დრო. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა სამსახურში. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. გაანებივრეთ ისინი მზრუნველობითა და გემრიელობებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები