0 0 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

2 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
სამსახურის საქმეები კარგად მიგდით. დღეს უფროსის შექებას და კოლეგების აღფრთოვანებას დაიმსახურებთ. პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად მეტი დრო უნდა გამონახოთ. 

კურო
პოზიტიური დღე გელით. წარმატებით გაართმევთ თავს საქმეებს, შეიძლება ახალი შემოთავაზებები მიიღოთ. საღამოს რომანტიკულ განწყობაზე დადგებით; გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. 

ტყუპი
იყავით მეტად გაბედული. თამამად გამოთქვით საკუთარი აზრი. კოლეგებთან ერთად განიხილეთ თქვენი იდეები. აი, უფროსთან გულახდილობას კი მოერიდეთ. საღამოს საყვარელი ადამიანი გაგილამაზებთ. 

კირჩხიბი
საინტერესო მოვლენები გელით, მაგრამ თქვენ მეტი ყურადღება და დაკვირვება მოგეთხოვებათ. მოსალოდნელია მოულოდნელი შეხვედრა დიდი ხნის უნახავ მეგობართან ან ყოფილ შეყვარებულთან. 

ლომი
კეთილი, ნათელი დღე გელით. არაფერი გიშლით ხელს იდეების განხორციელებაში, მეტად გააქტიურდით. გამოავლინეთ თქვენი ნიჭი. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. 

ქალწული
პოზიტიური მომენტებით აღსავსე დღე გელით. გავლენიან მეგობრებს, მფარველებს გაიჩენთ. საღამო შინ გაატარეთ. რამდენი ხანია წიგნი აღარ წაგიკითხავთ?

სასწორი
სასიამოვნო მოვლენები გელით. ეცადეთ, ახალი საქმეების წამოწყების დროს გავლენიანი და გამოცდილი მეგობრების მხარდაჭერა გქონდეთ. საღამო მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ, გამოიძინეთ. 

მორიელი
სენტიმენტალურობა მოიმატებს. აკონტროლეთ ემოციები, რათა არ შეაშინოთ გარშემო მყოფები, რომლებიც მიჩვეულნი არიან თქვენს ძლიერ ხასიათს. შეიძინეთ ის ნივთი, რომელზეც ოცნებობდით. 

მშვილდოსანი
იყავით აქტიური და მიზანმიმართული. ფორტუნა თქვენ მხარესაა. პარტნიორები ახალ საქმიანობას შემოგთავაზებენ, უფროსი სამუშაოს შეგიქებთ. ოჯახის წევრებს ენატრებით. 

თხის რქა 
მშვიდი, გაწონასწორებული დღე გელით. მშვიდად განახორციელეთ იდეები. უფროსი თქვენ მიმართ კეთილგანწყობილია. კარგად გაქვთ საქმეები პირად ცხოვრებაშიც. 

მერწყული
იბრძოლეთ სასურველის მისაღწევად, სამსახურშიც და პირად ცხოვრებაშიც. საღამო ნათესავებთან ერთად გაატარეთ. მათი მხიარულება და აქტიურობა გადამდებია. 

თევზები
დღეს ფორტუნას ნებიერი ხართ, ყველა სურვილი და ოცნება აგისრულდებათ. იყავით მეტად გაბედული, მომთხოვნი საკუთარი და გარშემო მყოფების მიმართ. საყვარელი ადამიანი მორიგ სიურპრიზს გიმზადებთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები