0 4 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"სემეკმა" ჰიდროელექტროსადგურებისთვის ახალი ტარიფი დაადგინა

  

სემეკმა ჰიდროელექტროსადგურების ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. კენჭი ახალი ტარიფის დადგენილების პროექტს რამდენიმე წუთის წინ ეყარა.

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საუბარია ენერგო-პრო ჯორჯიას კუთვნილი 9 ჰიდროელექტროსადგურიდან ერთს ტარიფი დაახლოებით 2 თეთრით გაეზარდა, ხოლო დანარჩენ 8-ს დაახლოებით ნახვერი თეთრით შეუმცირდა.

აწჰესის ახალი ტარიფი - 5,865 ლარი დადგინდა, სწორედ აღნიშნული ჰესის ტარიფი გაიზარდა 1,798-ით. 

რაც შეეხება დანარჩენ 8 ჰიდროელექტროსადგურს - ახალი ტარიფების მიხევდით, რიონჰესი 3.301,  საცხენჰესი 5. 301,  ჩითახევი 3.807,  ძევრულჰესი 2.616, გუმათჰესი 2.004 ლაჯანურჰესი 1.593, ორთაჭალაჰესი 2.325.

ჩამოთვლილთაგან ტარიფი ყველას შეუმცირდა, ასევე სემეკის გადაწყჰვეტილებით, ნახევარი თეთრით შემცირდა ტარიფი ზაჰესისთვისაც.

 ახალი ტარიფი 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები