0 4 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ერთ ტონამდე დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის სპეციალისტებმა აგრარული ბაზრები და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხორცის საბითუმო სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს. მათი ცნობით, შემოწმების შედეგად სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინა.

„შემოწმების შედეგად სააგენტომ ერთ ტონამდე დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინა, რომელსაც არ ახლდა ვეტერინარული მოწმობა „ფორმა N2“. დარღვევებისთვის 3 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა. დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი ამოღებულია რეალიზაციიდან და სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება“, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები