0 6 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პუტინს დამხრჩვალს იპოვიან, ან კადაფივით დაასრულებს – უკრაინის ყოფილი შს მინისტრი

უკრაინის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი ფიქრობს, რომ პუტინს შეუძლია, ნაწილობრივ აღიაროს თავისი დამარცხება და რუსებს უთხრას “მიზნების მიღწევაზე“, მაგრამ თუ მას არ სურს ტყუილი “გამარჯვებაზე”, შესაძლოა “წითელ ღილაკზე” დაჭერა გადაწყვიტოს – გამოიყენოს ბირთვული იარაღი, რა დროსაც მესამე მსოფლიო ომი დაიწყება და რუსეთის ფედერაცია სწრაფად მიიღებს საპასუხო ბირთვულ დარტყმას სხვა ქვეყნებისგან. მის კომენტარს Unian ავრცელებს.

ავაკოვის აზრით, პუტინი სიცოცხლეს ისე დაასრულებს, როგორც ტირანთა უმეტესობა.

“მითი დაინგრა, ჩვენ ვნახეთ. ჩამოაგდეს 300 თვითმფრინავი და შვეულმფრენი, განადგურდა 800-მდე ტანკი, ფლაგმანი [მოსკვა] ჩაიძირა. რა მოჰყვება ამას? მას შეუძლია თავისი ელიტის შიგნიდან ტორპედირება… ჩვენ არ ვაკეთებთ, როგორ მოხდება ეს.

ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ რუსეთის იმპერიის ტირანთა უმეტესობამ, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ცუდად დაასრულა. ან დილით იპოვიან აბრეშუმის ცხვირსახოცით დამხრჩვალს. ან იტყვიან, რომ ის მოკვდა გმირულად, ასე ვთქვათ, რაიმე ავადმყოფობისგან. ან სადმე მის ინტერნირებას მოახდენენ, როგორც გორბაჩოვის შემთხვევაში მოხდა. ან იგივე დაემართება მასაც, რაც კადაფის დაემართა ლიბიაში. ეს არავინ იცის“, – განაცხადა ავაკოვმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები