1 0 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ამირხანაშვილს ეს რომ არ ექნა, დღეს გიორგი ცოცხალი იქნებოდა” – ჩიქოვანის ჩვენება

ვახტანგ ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ამირხანაშვილს მისი მეგობრების მოძებნა შესთავაზეს, თუმცა, მან უარი განაცხადა, – ამის შესახებ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ნ.ქ.-ს ადვოკატმა, დალი იმნაიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჩიქოვანმა განმარტა, რომ ყოველგვარი ძალდატანების, ემოციური თუ ფსიქოლოგიური ძალდატანების გარეშე მიიყვანეს დიდუბეში

„ჩიქოვანის განმარტებით, ამირხანაშვილს არ ჰქონდა ფული საერთოდ და შესთავაზეს, რომ ისინი მიიყვანდნენ თბილისამდე. ამირხანაშვილი დაეთანხმა, რომ თბილისამდე წაყოლოდა. ჩიქოვანმა ასევე თქვა, რომ ამირხანაშვილმა შემთხვევის ადგილზე ვერ იპოვა თავისი მეგობრები. მან აქცენტი გააკეთა აწ გარდაცვლილ შაქარაშვილზე და დასანანად თქვა ის ფაქტი, რომ ამირხანაშვილს რომ მიეცა საშუალება იმისა, რომ მოეძებნათ შაქარაშვილი, დღეს ის ცოცხალი იქნებოდაო, მაგრამ მან არ გამოიჩინა ინიციატივა და ასე გამოდის, რომ უარი თქვაო. ჩიქოვანმა განმარტა, რომ ყოველგვარი ძალდატანების, ემოციური თუ ფსიქოლოგიური ძალდატანების გარეშე მიიყვანეს დიდუბეში. ჩიქოვანს არ უთქვამს ვინ დაარტყა, ვინ მიაყენა მას დაზიანებები ა.შ.”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები