1 1 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა.

ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებულ შეხვედრაზე გააჟღერა. რამზან კადიროვმა კი გადაწყვეტილება დაამტკიცა.

აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის კულტურის მინისტრის პოსტს 2021 წლის ოქტომბრიდან იკავებდა. მანამდე, 2020 წელს, იგი ჩეჩნეთის კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. არის

 

როგორც მედია წერს, აიშატ კადიროვას აქვს ჯილდოები და ისეთი როგორიცაა მედლები, როგორიცაა „ჩეჩნეთის რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მუშაკი“ და „ადამიანის უფლებების დამცველი“.

„რა თქმა უნდა, აიშატ კადიროვამ დიდი წვლილი შეიტანა რეგიონული კულტურის სამინისტროს საქმიანობის გაუმჯობესებაში და დააგროვა მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება“, – დაწერა კადიროვმა telegram-ზე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები