1 1 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოში კაცისა და ქალის ხელფასს შორის სხვაობა თვიურად 21.4%-ია - საქსტატი

2021 წელს შესწორებულმა გენდერულმა საათობრივმა სახელფასო სხვაობამ 15.7% შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი ყოველთვიური სახელფასო სხვაობის შემთხვევაში 21.4%-ია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, გასულ წელთან შედარებით გენდერული საათობრივი სახელფასო სხვაობა 0.2 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, ხოლო ყოველთვიური სახელფასო სხვაობა უცვლელი დარჩა.

საქმიანობის ძირითადი სახეების მიხედვით 2021 წელს ყველაზე მაღალი შესწორებული გენდერული საათობრივი სახელფასო სხვაობა მრეწველობაში დაფიქსირდა და 30.6% შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი მომსახურების სფეროში 14.1%-ია, ხოლო სოფლის მეურნეობაში 9.3 % შეადგინა. მშენებლობაში შესწორებული გენდერული სახელფასო სხვაობა უარყოფითია და -4.6 %-ს შეადგენს, რაც გულისხმობს, რომ კაცების საშუალო საათობრივი ხელფასი ჩამორჩება ქალების შესაბამის მაჩვენებელს.

დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით, ყველაზე დიდი შესწორებული საათობრივი გენდერული სახელფასო სხვაობა ხელოსნების და მონათესავე სფეროების მუშების პოზიციაზე დაფიქსირდა და 46.4% შეადგინა, მეორე ადგილზეა მენეჯერების პოზიცია (40.4 %), ხოლო მესამე ადგილზე დანადგარებისა და მოწყობილობების ოპერატორების პოზიცია (33.9 %).

გენდერული სახელფასო სხვაობა წარმოადგენს კაცისა და ქალის საშუალო ხელფასებს შორის სხვაობის თანაფარდობას კაცის საშუალო ხელფასთან. გენდერული სახელფასო სხვაობა, რომელიც არ ითვალისწინებს დემოგრაფიულ და სამუშაო მახასიათებლებს, ცნობილია, როგორც შეუსწორებელი გენდერული სახელფასო სხვაობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები