თიბისის ESG აკადემია, თელავში, ბიზნესების წარმომად...
21 ნოემბერს, თელავში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“.  ...
|
„თეგეტა მოტორსმა" უზბეკეთში ამერიკული ბრენდი Mobil-ი ოფიციალურად წარადგინა. ღონისძიებას, რომელიც „ჰილტონ ტაშკენტში“ გაიმართა უზბეკეთის სახელმწიფო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ ამერიკულ ბრენდს Mobil-ს, ასევე ინფორმაცია მიეღოთ „თეგეტას“ გეგმებზე უზბეკეთში. ღონისძიებას, რომელიც უზბეკეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით გაიმართა, 200-მდე სტუმარი დაესწრო.
„თეგეტა მოტორსმა“ Mobil-ის სატესტო გაყიდვები უზბეკეთის ბაზარზე გასულ წელს დაიწყო. შედეგი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ ოფიციალური სადილერო ხელშეკრულების გაფორმება რამდენიმე თვეში გადაწყდა. მიმდინარე წლის გეგმა და პროგნოზი კი რამდენიმე ათასჯერ აღემატება 2023 წლის შედეგს და 1,5 მილიონი ლიტრი საცხებ-საპოხი პროდუქტის რეალიზებას გულისხმობს.
ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: „თეგეტას“ მნიშვნელოვანი როლი აქვს როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით, ავტოინდუსტრიის განვითარების თვალსაზრისით. გვსურს, უმაღლესი ხარისხის პროდუქცია და გამართული სერვისები ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვისაც ხელმისაწვდომი გავხადოთ. ამჯერად უზბეკეთში Mobil წარვადგინეთ. პირველ ეტაპზე 70 დასახელების პროდუქტი შევიტანეთ, მიმდინარე წელს კი ასორტიმენტის გაორმაგება გვაქვს გადაწყვეტილი.
თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. „თეგეტა მოტორსი“ უზბეკეთის ქალაქებში წარმომადგენლობას გაზრდის. ვგეგმავთ, მინიმუმ, 3 ახალი ობიექტის გახსნას, რომლებიც მოემსახურება როგორც მსუბუქ ავტომობილებს, ისე სატვირთოებს, მძიმე და სპეციალური დანიშნულების ტექნიკას. ასევე გაიხსნება შოურუმი საბითუმო, საცალო და კორპორაციული გაყიდვებისთვის. მალე ყველა დიდ ქალაში ვიქნებით წარმოდგენილი, რათა „თეგეტას“ ხარისხი და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სერვისებიადგილობრივებსაც შევთავაზოთ“.
Mobil-ის პროდუქციის ფართო სპექტრი 1000-ამდე დასახელების პროდუქტს მოიცავს და სრულად აკმაყოფილებს უზბეკეთის ბაზრის მოთხოვნებს, მათ შორის, მსუბუქი ავტომობილების, კომერციული ტრანსპორტის, სპეცტექნიკისა და ყველაზე მასშტაბურ ინდუსტრიულ მიმართულებებს.
ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: „თეგეტა და Mobil საქართველოში უკვე წლებია, წარმატებითთანამშრომლობენ. შესაბამისად, ჩვენც გაგვიჩნდა ამ თანამშრომლობის გაფართოების სურვილი და Mobil-მაც სიამოვნებით გვანდო ისეთი მასშტაბისა და შესაძლებლობების ბაზარი, როგორიც უზბეკეთია. თეგეტასთვის უზბეკეთთან სავაჭრო ურთიერთობების გამყარება ყოველთვის საინტერესო იყო. ჩვენი და Mobil-ის ინტერესები ამ საკითხშიცგადაიკვეთა. ამერიკული ბრენდი ბაზარს რამდენიმე წლის განმავლობაში თავადაც სწავლობდა.
მასშტაბური პროექტები პირდაპირპროპორციულად აისახება საქართველოსა და უზბეკეთის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე. გარდა იმისა, რომ უზბეკეთის ბაზარი თავისთავად საინტერესო იყო ბიზნესის გაფართოების თვალსაზრისით, გვსურს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ე.წ. აბრეშუმის დერეფნის განვითარებაშიც“.
„თეგეტა მოტორსსა“ და Mobil-ს შორის თანამშრომლობის პირველი ხელშეკრულება 2019 წელს გაფორმდა და კომპანია ბრენდის ოფიციალური იმპორტიორი გახდა ქვეყანაში. სულ რამდენიმე წელიწადში კი Mobil-ის გაყიდვებმა 1 მილიონ ლიტრს გადააჭარბა. მას შემდეგ კომპანიების წარმატებული თანამშრომლობა საერთო ღირებულებებზე, მსოფლმხედველობასა და პასუხისმგებლობიანი ბიზნესის კეთების ხედვაზე დგას.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგშიშემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
21 ნოემბერს, თელავში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“.  ...
გამართული ავტომობილი უსაფრთხო მგზავრობის გარანტია, განსაკუთრებით კი ზამთარში, როდესაც ხილვადობა მცირდება და გზაზე დაბრკოლებები იზრდება. „არ მოატყუო ზამთარი“ – ამ გზავნილით „თე...
მოგზაურობა თიბისი დაზღვევასთან ერთად, საჩუქრების აღმოჩენით იწყება, სამოგზაურო დაზღვევის მომხმარებლებს საჩუქრად 1 GB ინტერნეტი გადაეცემათ. ინტერნეტის გამოყენებას მომხმარებლები, მსოფლიოს ნებისმიერ წერტ...
თბილისში, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელის #19-ში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი „ახალი ატრიუმი“ შენდება. ბიზნეს ცენტრი 6 საოფისე და კომერციულ სართულზე ჯამში 11,100 კვ.მ. საო...
12 ნოემბრიდან, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით და აზროვნების აკადემიის ჩართულობით, სტრატეგიული ბრენდინგით დაინტერესებული პირებისთვის პოდკასტების სერია - “ალექსი ჩიქოვანის დიდი პოდკასტი” იწყებ...
ავტომობილის ერთადერთი დეტალი, რომელიც გზის ზედაპირს ეხება, საბურავია. შესაბამისად, უსაფრთხო გადაადგილებაში განსაკუთრებული როლი სწორედ მას ეკისრება. თუმცა ხშირად რეალობას უგულებელვყოფთ და ბიუჯეტს საკუ...
თიბისისთვის, როგორც ლიდერი ტექნოლოგიური კომპანიისთვის, ეჯაილ პროცესების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ამის დასტურია ეჯაილ გილდიის შეხვედრები, რომლებიც ორგანიზაციაში ეჯაილ კულტურის განვითარებას, მ...
კომენტარები