1 4 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რატომ მიუვიდათ მოქალაქეებს ელექტროენერგიაზე კვლავ დიდი გადასახადი - რა პასუხი აქვს ამჯერად "თელმიკოს"

მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ და უკმაყოფილებას გამოხატავენ, რომ ამ თვეშიც ელექტროენერგიაზე იმაზე გაცილებით დიდი გადასახადი მიუვიდათ, ვიდრე იხდიდნენ ხოლმე. აღნიშნული პრობლემა წინა თვეშიც იყო, თუმცა მაშინ კომპანია "თელმიკომ" განმარტა, რომ თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემის ამოქმედების გამო, მოქალაქეებმა დეკემბერში ორი ქვითარი მიიღეს. კვლავ დავუკავშირდით კომპანიას, სადაც თქვეს:

"შესაძლოა ერთი მიზეზი, შეცდომით აღებული ჩვენება იყოს. თუმცა, აუცილებად უნდა აღინიშნოს, რომ მრიცხველიდან ჩვენებას კომპანია "თელასი" იღებს, ჩვენ გადმოგვცემს, რის საფუძველზეც ქვითარს ვაფორმირებთ და მომხმარებელთან ვაგზავნით. ამიტომ, "თელმიკო" ვერ იქნება პასუხისმგებელი იმ ჩვენებაზე, 

-0:40 რომელიც "თელასმა" აიღო. მეორე, იანვრიდან სახელმწიფო სუფსიდირების პროგრამა დასრულდა. როგორც იცით, 2020 წელს ელექტროენერგიის გადასახადი გაიზარდა, თუმცა 1 წლის განმავლობაში სახელმწიფო ტარიფებს შორს სხვაობას ფარავდა. ეს ეხებოდა იმ მომხმარებლებს, რომლებიც 300 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ, თვის განმავლობაში. მესამე მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ, როგორც გახსოვთ, დეკემბერში მისული ორი ქვითრიდან, მეორე ქვითრის გადასახადის გადავადება მოხდა. მომხმარებელს შეეძლო, 28 იანვრამდე არ გადაეხადა დეკემბრის გადასახადი. თუ 28 იანვრამდე არ დაფარეს, შესაძლებელია, რომ ახალ ქვითარში აისახა." - ამბობენ "თელმიკოში".

რამდენიმე დღის წინ ორ ქვითართან დაკავშირებით კვლავ გამოაქვეყნა კომპანიამ ინფორმაცია, სადაც ვკითხულობთ:
"დეკემბერში აღრიცხვის ახალ სისტემაზე გადასვლამ გამოიწვია აბონენტებისთვის ორი ქვითრის დაგზავნა. მომხმარებლების მოთხოვნის საფუძველზე, დეკემბრის მეორე ქვითრის გადახდის ვადა, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, გადავადდა იანვრის ბოლომდე. 
შესაბამისად, მიმდინარე პერიოდში, მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ თუ 28 იანვრამდე არ დაიფარა დეკემბრის თვის დავალიანება, მისი ასახვა ავტომატურად მოხდება თებერვლის თვეში გადასახდელ ქვითარში. რაც იმას ნიშნავს, რომ თებერვლის თვეში მომხმარებელს მოუწევს ორი თვის დავალიანების სრულად დაფარვა.
გაუგებრობის და დავალიანების თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდებულია დეკემბრის თვის დავალიანების გადახდა მოხდეს 28 იანვრამდე. 
დამატებითი ინფორმაციისთვის, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანია „თელმიკოს“ ქოლ ცენტრს, ნომერზე +995 32 5 000 777, მოკლე ნომერზე 16 700, მოგვწეროს პირადი შეტყობინება Facebook-ში ან ელექტრონულ მისამართზე [email protected]"

თუ თვლით, რომ ქვითარში არსებული თანხა არ შეესაბამება იმას, რასაც რეალურად მოიხმარდით, მაშინ შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ელექტრონული წერილით ან მიიტანოთ მათ ოფისში ( თბილისი, მიცკევიჩის 19) როგორც სემეკში განგვიცხადეს, განცხადების განხილვის მაქსიმალური ვადა ერთი თვეა.

შეგახსენებთ, რომ ელექტროენერგიაზე იანვრიდან 3,5 თეთრით გაზრდილ გადასახადს გადაიხდით. 
"თელასის"" სამომხმარებლო აბონენტებისათვის ტარიფი ასეა განსაზღვრული:

  • თვეში 0-101 კვტ.სთ-ის ჩათვლით - 18.041 თეთრი
  • თვეში 101-301 კილოვატი - 22.053 თეთრი
  • თვეში 301 კილოვატზე ზემოთ - 26.537 თეთრი
"ენერგო პროს" სამომხმარებლო აბონენტებისთვის, ტარიფი კი ასე გამოიყურება:

  • თვეში 0-101 კვტ.სთ-ის ჩათვლით - 17.731 თეთრი
  • თვეში 101-301 კილოვატი - 21.707 თეთრი
  • თვეში 301 კილოვატზე ზემოთ - 26.227 თეთრი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები