1 6 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მეტროების რეაბილიტაციაზე ქართული კომპანიები ვერ იღებენ პასუხისმგებლობას – კალაძე

“ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ ᲛᲝᲘᲪᲐᲕᲡ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘᲡ ᲝᲗᲮ ᲛᲔᲢᲠᲝᲡᲐᲓᲒᲣᲠᲖᲔ – ᲐᲮᲛᲔᲢᲔᲚᲘᲡ ᲗᲔᲐᲢᲠᲘ, ᲓᲘᲓᲣᲑᲔ, ᲓᲔᲚᲘᲡᲘ, ᲢᲔᲥᲜᲘᲙᲣᲠᲘ ᲣᲜᲘᲕᲔᲠᲡᲘᲢᲔᲢᲘ ᲛᲘᲡᲐᲬᲕᲓᲝᲛᲝᲑᲘᲡ ᲒᲐᲖᲠᲓᲐᲡ; ᲓᲐᲛᲐᲢᲔᲑᲘᲗᲘ ᲐᲛᲝᲡᲐᲡᲕᲚᲔᲚᲔᲑᲘᲡ ᲛᲝᲬᲧᲝᲑᲐᲡ ᲛᲔᲢᲠᲝᲡᲐᲓᲒᲣᲠᲔᲑᲘᲡ – ᲐᲮᲛᲔᲢᲔᲚᲘᲡ ᲗᲔᲐᲢᲠᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲛᲐᲠᲯᲐᲜᲘᲨᲕᲘᲚᲘᲡ ᲢᲔᲠᲘᲢᲝᲠᲘᲐᲖᲔ, ᲮᲝᲚᲝ ᲛᲘᲬᲘᲡᲖᲔᲓᲐ ᲘᲜᲤᲠᲐᲡᲢᲠᲣᲥᲢᲣᲠᲘᲡ ᲒᲐᲣᲛᲯᲝᲑᲔᲡᲔᲑᲐᲡ 12 ᲛᲔᲢᲠᲝᲡᲐᲓᲒᲣᲠᲘᲡᲗᲕᲘᲡ. ᲔᲡᲔᲜᲘᲐ: ᲦᲠᲛᲐᲦᲔᲚᲔ, ᲜᲐᲫᲐᲚᲐᲓᲔᲕᲘ, ᲡᲐᲓᲒᲣᲠᲘᲡ ᲛᲝᲔᲓᲐᲜᲘ, ᲛᲐᲠᲯᲐᲜᲘᲨᲕᲘᲚᲘ, ᲠᲣᲡᲗᲐᲕᲔᲚᲘ, ᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲘᲡ ᲛᲝᲔᲓᲐᲜᲘ, 300 ᲐᲠᲐᲒᲕᲔᲚᲘ, ᲘᲡᲐᲜᲘ, ᲢᲔᲥᲜᲘᲙᲣᲠᲘ ᲣᲜᲘᲕᲔᲠᲡᲘᲢᲔᲢᲘ, ᲓᲔᲚᲘᲡᲘ, ᲓᲘᲓᲣᲑᲔ ᲓᲐ ᲐᲮᲛᲔᲢᲔᲚᲘᲡ ᲗᲔᲐᲢᲠᲘ. ᲐᲛᲐᲡᲗᲐᲜᲐᲕᲔ, ᲨᲔᲠᲩᲔᲣᲚᲘ ᲡᲐᲓᲒᲣᲠᲔᲑᲘᲡ ᲡᲠᲣᲚ ᲛᲔᲥᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲐ-ᲐᲦᲭᲣᲠᲕᲐᲡ ᲨᲨᲛ ᲞᲘᲠᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ. […] ᲡᲐᲙᲝᲜᲡᲣᲚᲢᲐᲪᲘᲝ ᲛᲝᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲧᲘᲓᲕᲐ ᲒᲐᲛᲝᲪᲮᲐᲓᲓᲐ 2022 ᲬᲚᲘᲡ 6 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲡ,  ᲮᲝᲚᲝ ᲘᲜᲢᲔᲠᲔᲡᲗᲐ ᲒᲐᲛᲝᲮᲐᲢᲕᲘᲡ ᲔᲢᲐᲞᲘ ᲓᲐᲡᲠᲣᲚᲓᲐ 2022 ᲬᲚᲘᲡ 11 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲡ. ᲐᲛᲟᲐᲛᲐᲓ, ᲛᲘᲛᲓᲘᲜᲐᲠᲔᲝᲑᲡ ᲘᲛ ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲤᲐᲡᲔᲑᲐ, ᲠᲝᲛᲚᲔᲑᲛᲐᲪ ᲘᲜᲢᲔᲠᲔᲡᲘ ᲒᲐᲛᲝᲮᲐᲢᲔᲡ. ᲒᲐᲓᲐᲠᲩᲔᲣᲚ ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲔᲑᲡ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲩᲐᲢᲐᲠᲓᲔᲑᲐ ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲡᲘ. ᲢᲔᲥᲜᲘᲙᲣᲠᲘ ᲓᲐ ᲤᲘᲜᲐᲜᲡᲣᲠᲘ ᲬᲘᲜᲐᲓᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲤᲐᲡᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲓᲔᲒᲐᲓ ᲒᲐᲛᲝᲕᲚᲔᲜᲘᲚ ᲒᲐᲛᲐᲠᲯᲕᲔᲑᲣᲚ ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲐᲡᲗᲐᲜ ᲙᲝᲜᲢᲠᲐᲥᲢᲘ ᲡᲐᲕᲐᲠᲐᲣᲓᲝᲓ, ᲛᲐᲘᲡᲨᲘ ᲒᲐᲤᲝᲠᲛᲓᲔᲑᲐ. ᲢᲔᲥᲜᲘᲙᲣᲠᲘ ᲓᲐᲕᲐᲚᲔᲑᲘᲡ ᲗᲐᲜᲐᲮᲛᲐᲓ, ᲡᲐᲙᲝᲜᲡᲣᲚᲢᲐᲪᲘᲝ ᲛᲝᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲬᲔᲕᲘᲡ ᲕᲐᲓᲐ 10 ᲗᲕᲔᲐ, ᲠᲘᲡ ᲨᲔᲛᲓᲔᲒᲐᲪ ᲒᲐᲛᲝᲪᲮᲐᲓᲓᲔᲑᲐ ᲢᲔᲜᲓᲔᲠᲘ ᲡᲐᲛᲨᲔᲜᲔᲑᲚᲝ-ᲡᲐᲠᲔᲐᲑᲘᲚᲘᲢᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲛᲣᲨᲐᲝᲔᲑᲘᲡ ᲩᲐᲢᲐᲠᲔᲑᲐᲡᲗᲐᲜ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲘᲗ[…] ᲛᲐᲓᲚᲝᲑᲐ ᲐᲖᲘᲘᲡ ᲒᲐᲜᲕᲗᲐᲠᲔᲑᲘᲡ ᲑᲐᲜᲙᲡ. ᲞᲐᲠᲐᲚᲔᲚᲣᲠᲐᲓ, ᲛᲘᲜᲓᲐ ᲒᲘᲗᲮᲠᲐᲗ, ᲠᲝᲛ ᲔᲕᲠᲝᲞᲘᲡ ᲠᲔᲙᲝᲜᲡᲢᲠᲣᲥᲪᲘᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲘᲡ ᲑᲐᲜᲙᲗᲐᲜ ᲐᲥᲢᲘᲣᲠᲐᲓ ᲕᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲚᲝᲑᲗ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲛᲝᲘᲪᲐᲕᲡ ᲛᲔᲢᲠᲝᲡᲐᲓᲒᲣᲠᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲡ, ᲠᲐᲪ ᲫᲐᲚᲘᲐᲜ ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲕᲐᲜᲘᲐ. ᲘᲪᲘᲗ, ᲠᲝᲛ ᲐᲛ ᲛᲘᲛᲐᲠᲗᲣᲚᲔᲑᲘᲗ ᲐᲠᲘᲡ ᲒᲐᲠᲙᲕᲔᲣᲚᲘ ᲞᲠᲝᲑᲚᲔᲛᲔᲑᲘ. ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲔᲑᲘ ᲕᲔᲠ ᲘᲦᲔᲑᲔᲜ ᲞᲐᲡᲣᲮᲘᲡᲛᲒᲔᲑᲚᲝᲑᲐᲡ ᲐᲦᲜᲘᲨᲜᲣᲚᲘ ᲡᲐᲛᲣᲨᲐᲝᲔᲑᲘᲡ ᲩᲐᲢᲐᲠᲔᲑᲐᲨᲘ, ᲕᲔᲠ ᲘᲦᲔᲑᲔᲜ ᲞᲐᲡᲣᲮᲘᲡᲛᲒᲔᲑᲚᲝᲑᲐᲡ, ᲠᲝᲛ ᲞᲘᲠᲜᲐᲗᲚᲐᲓ ᲨᲔᲐᲡᲠᲣᲚᲝᲜ ᲗᲐᲕᲘᲐᲜᲗᲘ ᲛᲝᲕᲐᲚᲔᲝᲑᲐ, ᲨᲔᲡᲐᲑᲐᲛᲘᲡᲐᲓ, ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲡᲐᲤᲘᲜᲐᲜᲡᲝ ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘᲡ ᲩᲐᲠᲗᲣᲚᲝᲑᲘᲗ, ᲛᲝᲒᲕᲔᲪᲔᲛᲐ ᲩᲕᲔᲜ ᲘᲛᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲐ, ᲠᲝᲛ ᲣᲪᲮᲝᲣᲠᲛᲐ ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲔᲑᲛᲐᲪ ᲛᲘᲘᲦᲝᲜ ᲛᲝᲜᲐᲬᲘᲚᲔᲝᲑᲐ ᲒᲐᲛᲝᲪᲮᲐᲓᲔᲑᲣᲚ ᲢᲔᲜᲓᲔᲠᲔᲑᲨᲘ”

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები