1 8 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით „ჯეოლაივი“ საქართველოში ზეთისხილის წარმოებას აფართოებს

 

ზეთისხილის ბიზნესის მზარდი განვითარების ფონზე, 12 წლის თავზე, კომპანია „ჯეოლაივის“ წარმომადგენლებმა წელს, თიბისის მხარდაჭერით, დამატებით 45 ჰა მიწის განაშენიანება გადაწყვიტეს.

ზეთისხილის - ამ კეთილშობილი მცენარის დიდი ხნის შემდეგ საქართველოში დაბრუნება თურქეთში მცხოვრები ქართველების სახელებს უკავშირდება.

როცა აჰმეთ ქაჰრამანმა (აჰმეთ გოგროჭაძე), მეჰმეთ ნური თაიარიმ (მამია დუმბაძე) და ალი სამი ოზელმა ქვეყნისთვის სასარგებლო და მნიშვნელოვანი საქმის წამოწყება გადაწყვიტეს, არჩევანი სწორედ საქართველოში ზეთისხილის მოშენებაზე შეჩერდა.

2010 წელს, ამ საქმეში უკვე გამოცდილმა ბიზნესმენებმა ქართველ პარტნიორთან, გიორგი სვანიძესთან ერთად, საქართველოში კომპანია „ჯეოლაივი” დააფუძნეს და რამდენიმე რეგიონში - კახეთში, იმერეთში, გურიასა და ქვემო ქართლში - ზეთისხილის საცდელი მეურნეობები გააშენეს.

მცენარემ სამივე რეგიონში იხარა, თუმცა ყველაზე ნაყოფიერი ზეთისხილისთვის კახეთის ნიადაგი აღმოჩნდა, სადაც 5 წლის თავზე „ჯეოლაივმა“ 100 ჰა ბაღიდან პირველი მოსავალი - 60 ტ. ზეთისხილი აიღო. ნაყოფის ხარისხმა და რაოდენობამ ცხადი გახადა, რომ ზეთისხილის წარმოებას საქართველოში პერსპექტიული საქმე იყო, ამიტომ კომპანიამ ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმოს აშენება გადაწყვიტა.

„ზეთისხილის გადამამუშავაბელი საწარმო 2016 წელს, კახეთში, 3300 კვმ ტერიტორიაზე ავაშენეთ. დამფუძნებლებს ამ საქმეში უკვე საკმაო გამოცდილება ჰქონდათ დაგროვილი თურქეთიდან, შესაბამისად, საწარმოს აღჭურვა და გამართვა არ გაგვჭირვებია. მოსავალი ყოველწლიურად იმატებს, შარშან 120 ტონა ავიღეთ, წელს კი უფრო მეტს ველოდებით. წარმოებული პროდუქტი - ზეთისხილის ზეთი - პირველივე მოსავლით ძალიან ხარისხიანი გამოვიდა და იმავე წელს შევედით ქართულ ბაზარზე. გარდა საკუთარი მოსავლის გადამუშავებისა, საწარმო ემსახურება ასევე სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებსაც, რომლებმაც აქტიურად მიჰყვეს ხელი ზეთისხილის წარმოებას. ზეთის გარდა, წელს დავამზადეთ შავი და მწვანე ზეთისხილის მარინადიც, რომელიც ერთ თვეში შევა ბაზარზე“, - ამბობს კომპანია „ჯეოლაივის“ დირექტორი, ნელი გეთიაშვილი.

განსაკუთრებული სიახლე კი კახეთში სანერგე მეურნეობის მშენებლობაა, რომელსაც „ჯეოლაივი“ თიბისის მხარდაჭერით იწყებს:

„ვგეგმავთ, თურქეთიდან შემოვიტანოთ ზეთისხილის „დედა ხე“, რომლიდანაც საქართველოში გამოვიყვანთ ზეთისხილის ნერგს. ყოველწლიურად კი ზეთისხილს დაემატება სხვა ნერგებიც - კაკალი, ნუში, ყველანაირი ხეხილი, რაც საქართველოში ხარობს. სანერგესთვის გამოყოფილია 2 ჰა ტერიტორია, რომელიც 1 წლის განმავლობაში გაშენდება“, - ამბობს ნელი გეთიაშვილი.

ამჟამად „ჯეოლაივში“ მუდმივად დასაქმებულია 10 ადამიანი, მათი რიცხვი სეზონურად 200-მდე იზრდება.

ქართული წარმოების, უმაღლესი ხარისხის ზეთი უკვე საკმაოდ წარმატებული პროდუქტია, რომელიც „კარფურის“, „გუდვილის“, „აგროჰაბის“ თუ „ნიკორას“ დახლებზე წლების წინ გამოჩნდა და კონკურენციას უწევს იმპორტულ, მაღალი ხარისხის სხვადასხვა წარმოების ზეთს.

 

მომავალში „ჯეოლაივი“  ბაზარზე ზეთისხილის ბაზაზე დამზადებული კოსმეტუკური საშუალებების შემოტანასაც გეგმავს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:49

    თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, ცენტრალურ და აღ...

    თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ობლიგაციების გამოსაშვებად - საუკეთესო ბანკად, საქართველოში კი საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.   Global Finance-ის პირ...

  • 14:28

    თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, კიდევ ერთხელ დააჯილდოვა. ჯილდო ბანკმა თიბისი WM-ისა და თიბისი კონცეპტ...

  • 10:59

    თიბისის საგაზაფხულო შეთავაზებების კვირეული ...

    გაზაფხულის დღესასწაულებისთვის თიბისიმ მომხმარებლებს, 50-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში, ტრადიციულად გამორჩეული შეთავაზებები მოუმზადა. მხოლოდ 2-3 მარტს და 7-8 მარტს, თიბისის ტერმინალზე, ახალი თიბისი ბარათით...

  • 18:23

    „თეგეტა ჰოლდინგსა“ და UNFPA GEORGIA-ს შორის ურთიერ...

    თანამედროვე ბიზნესგარემოში გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპების დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის, ისე კომპანიების მდგრადი განვითარების კუთხი...

  • 15:28

    თიბისის ინოვაციური ტექღონისძიება „TechXplore 202...

    თიბისი IT აკადემიამ, ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ოთხდღიანი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – TechXplore 2025 გამართა.  ღონისძიების მთავარი მიზანი, პროექტის „TBC...

  • 15:08

    წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესდა - თიბისი ...

    თიბისი კაპიტალის შეფასებით, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან, როგორც წინა თვესთან, ასევე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. შეფა...

  • 12:12

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია დაიწყო. ...

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია 20 თებერვლიდან დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. აქციის ფარგლებში, თითოეულ 100 ლარიან შენაძენზე, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა 10 ლარიანი ფულადი ვაუჩერი. მომხ...