თიბისის მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ START-UP მ...
თიბისის მხარდაჭერით, „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო START-UP მარათონს გამართავს. თიბისი ახალი თაობისთვის უკვე მეორე წელია ამ პროექტის პარტნიორია...
|
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიის, Construction Machinery Georgia-ს ინიციატივით, თბილისში მოდიფიცირებული ბიტუმის წარმოების შესახებ სემინარი გაიმართა. მთავარი მომხსენებელი, ინფრასტრუქტურული ტექნიკის წარმოების მიმართულებით, მსოფლიოში ლიდერი ბრენდის Marini-ს წარმომადგენელი იყო. MARINI Turkey-ს გენერალური მენეჯერის მოადგილე, ალიჯან ტაბაქჩი საქართველოში Construction Machinery Georgia-ს მოწვევით ჩამოვიდა. სემინარს საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები და CMG-ს პარტნიორები ესწრებოდნენ.
ნიკა აბესაძე, Construction Machinery Georgia-ს დირექტორი: „MARINI-სა და CMG-ს პარტნიორობა გასულ წელს დაიწყო. უმსხვილესი ფრანგული ჯგუფის, Fayat group-ის წევრი კომპანია MARINI მსოფლიო მასშტაბით მოწინავე ადგილს იკავებს ასფალტისა და ცივი ასფალტის წარმოების, ასევე ემულსიისა და პოლიმერული ბიტუმის ქარხნების მიმართულებით. ბოლო პერიოდში საქართველოშიც განსაკუთრებით აქტუალური გახდა მოდიფიცირებული ბიტუმი - ავტობანებზე მიმდინარე სამუშაოებში ბეტონის ნაცვლად უკვე სწორედ ასფალტს იყენებენ. ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა ჩვენ მიერ ორგანიზებული სემინარიც. გვსურდა, რომ Construction Machinery Georgia-ს პარტნიორებისა და ზოგადად, საქართველოში საგზაო-სამშენებლოსექტორისთვის ცოდნა და გამოცდილება უშუალოდ მოდიფიცირებული ბიტუმის საწარმოების მწარმოებელი პრემიუმ ბრენდის წარმომადგენელს გაეზიარებინა“.
კომპანია MARINI, რომელსაც დღეისათვის 3000-ზე მეტი ასფალტის ქარხანა აქვს რეალიზებული, ინდუსტრიულ ტექნიკას, მათ შორის,მოდიფიცირებული ბიტუმის საწარმოებს ქმნის. სწორედ ამ მიმართულებით ინფორმაციის მიწოდებადა იტალიური ბრენდის პროდუქტის უპირატესობების განხილვა იყო თბილისში გამართული სემინარის მიზანი.
საქართველოში საგზაო-სამშენებლო ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და „რესპუბლიკაში“ მიწვეულ სტუმრებს გამოცდილება Marini Turkey-ს წარმომადგენელმა გაუზიარა.
ალიჯან ტაბაქჩი, MARINI Turkey-ს გენერალური მენეჯერის მოადგილე: „უკვე ერთი წელია MARINI წარმატებით თანამშრომლობს ქართულ კომპანიასთან, Construction Machinery Georgia-სთან. ახლა, მათთან ერთად, შესაძლებლობა მოგვეცა, საგზაო-სამშენებლო სექტორისთვის ახალი ტექნოლოგიები გაგვეცნო, რადგან ეს სფერო სულ უფრო სწრაფად ვითარდება. დღეს მოდიფიცირებული ბიტუმის წარმოებასა და საგზაო სამშენებლო პროექტებში ასფალტის გამოყენების მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება და ინფორმაციის გავრცელება. გვიხარია, რომ ჩვენი პარტნიორი CMG-ს მეშვეობით საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა შედგა“.
სემინარი „თეგეტა ჰოლდინგის“ კიდევ ერთი შვილობილი კომპანიის „თეგეტა აკადემიის“ჩართულობით გაიმართა.
Construction Machinery Georgia 2022 წლიდან Marini-ის ოფიციალური დილერია საქართველოში. პრემიუმ ბრენდთან თანამშრომლობით კომპანიამომხმარებელს საგზაო-სამშენებლო ციკლისთვის საჭირო აღჭურვილობის სრულ სპექტრსა და სერვისს სთავაზობს.
--
Construction Machinery Georgia-ს შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია საგზაო-სამშენებლო საერთაშორისო პრემიუმბრენდებს წარადგენს. კომპანია რეგიონის საჯარო და კერძო სექტორს ინფრასტრუქტურული და სამთო-მოპოვებითი პროექტებისთვის საჭირო ტექნიკით ამარაგებს. ბრენდებს შორისაა გერმანული LIEBHERR, ფრანგული FAYAT GROUP-ის წევრი კომპანიები BOMAG და MARINI.
თიბისის მხარდაჭერით, „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო START-UP მარათონს გამართავს. თიბისი ახალი თაობისთვის უკვე მეორე წელია ამ პროექტის პარტნიორია...
PSP გილოცავთ ქალთა დღეებს და 28 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით გთავაზობთ 70%-მდე ფასდაკლებას მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ბრენდის თავის მოვლისა და სილამაზის პროდუქტებსა და ექსკლუზიურ ბრენდებზე. მარტივ...
2-3 მარტს, თიბისის საგაზაფხულო კვირეულის ფარგლებში, პარტნიორ ობიექტებში სასურველი ნივთების შეძენისას, მომხმარებლები მიმდინარე ფასდაკლებებთან ერთად, 30%-იანი ქეშბექ შეთავაზებით ისარგებლებენ. ახა...
თიბისის მხარდაჭერით, 28 თებერვალს ტექნოლოგიური ღონისძიება - AWS კომუნის შეკრება გაიმართება. AWS მომხმარებელთა ჯგუფი ქართველი და უცხოელი ინჟინრებისგან, ასევე, დეველოპერებისგან შემდგარი კომუნაა,...
"უკვე გაზაფხულია"- თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს გაზაფხულისთვის ტრადიციულად მასშტაბური შეთავაზებების კვირეული მოუმზადა. ბარათების მფლობელები, 1-დან 8 მარტის ჩათვლით, პარტნიორ ობიექტებში, განსაკუთრებ...
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 1 მარტს, UK Bridge-ის ყოველწლიურ ღონისძიებას „განათლების საერთაშორისო გამოფენა 2025“ უმასპინძლებს. გამოფენაზე მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ ...
თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ობლიგაციების გამოსაშვებად - საუკეთესო ბანკად, საქართველოში კი საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. Global Finance-ის პირ...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები