1 8 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Social Impact Award 2022 ფინალისტი გუნდები გამოვლინდენ

Impact Hub Tbilisi, საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამის, Social Impact Award-ის დასკვნით ეტაპს იწყებს. კონკურსის ფარგლებში წელს 111 განაცხადი შემოვიდა და დამოუკიდებელმა ჟიურიმ 6 ფინალისტი გუნდი შეარჩია. ექვსივე მათგანი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს. ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები ორი თვის განმავლობაში აქტიურად იმუშავებენ ისეთ თემებზე, როგორიც არის მარკეტინგი, კომუნიკაცია, ფინანსები, იურიდიული საკითხები და გარდა ამისა, ინდივიდუალურ მენტორთან ერთად, გამართავენ ბიზნესმოდელს, შეიმუშავებენ ფინანსურ გეგმას და მოემზადებიან საბოლოო პრეზენტაციისთვის. პროგრამის ბოლო ეტაპზე გამოვლინდება 3 გამარჯვებული გუნდი, რომელიც მიიღებს ფინანსურ მხარდაჭერას ბიზნესიდეების განსახორციელებლად და მონაწილეობას მიიღებს Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტში.

2022 წლის ფინალისტი პროექტებია:

·         ახალგაზრდული სივრცე ონში ხელს შეუწყობს რაჭაში მცხოვრები ახალგაზრდების არაფორმალურ განათლებას და მათთვის ახალი შესაძლებლობების მიცემას, ტრენინგების, შეხვედრების და საინტერესო პროექტების განხორციელების გზით.

·         ნებულა - საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც მაღალი ხარისხის ციფრული საგანმანათლებლო რესურსების წარმოებით, ხელს უწყობს ახალგაზრდებში სწავლის სურვილის გაღვივებას.

·         Convobridge - ტექსტური მესიჯების აპლიკაცია, რომელიც AI-ს მეშვეობით ხმოვან შეტყობინებებსა და ჟესტების ენას გარდაქმნის სუბტიტრებად სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის, ხოლო ინტეგრირებული ბრაილის კლავიატურა, მხედველობადაქვეითებულ ადამიანებს აძლევს შეტყობინებების მიღებისა და გაგაზავნის შესაძლებლობას. 

·         Flatmate.ge - პლატფორმა, რომელიც ბინის ქირაობის მაძიებელ ახალგაზრდებს უმარტივებს ერთმანეთთან დაკავშირებას, მათი ინტერესებისა და პრეფერენციების მიხედვით.

·         Propagate Education - საგანმანათლებლო საკონსულტაციო პლატფორმა, რომელიც ეხმარება ქართველ სტუდენტებს გაეცნონ უმაღლესი განათლების შესაძლებლობებს, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

·         Virtual Story - წიგნისა და კომპიუტერული თამაშის ჰიბრიდი, რომელიც დაფუძნებულია სხვადასხვა ლიტერატურულ შედევრზე და აუდიო-ვიზუალური ელემენტებით სახალისოს და საინტერესოს ხდის კითხვის პროცესს.

სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა 20-მდე ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში. პროგრამა ახალგაზრდებს სთავაზობს საგანმანათლებლო კურსს საკუთარი ბიზნესიდეების განსახორციელებლად. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას რეალურად წამოიწყონ სოციალური ბიზნესი.

 

იმფაქთ ჰაბ თბილისმა პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო და უკვე მეექვსე წელია ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში საერთო ჯამში ჩაერთო 1200+ სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან; ინკუბაცია გაიარა 130-მდე ახალგაზრდამ (40 გუნდი), გამოვლინდა 20 გამარჯვებული გუნდი, რომელსაც გადაეცა დაფინანსება სოციალური ბიზნესსაქმიანობის წამოსაწყებად. ყველა გამარჯვებული პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს.

 

პროგრამა ხორციელდება თიბისის პროგრამა სტარტაპერისა და Mercy Corps-ის მხარდაჭერით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:35

    თიბისის მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ START-UP მ...

    თიბისის მხარდაჭერით, „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო START-UP მარათონს გამართავს. თიბისი ახალი თაობისთვის უკვე მეორე წელია ამ პროექტის პარტნიორია...

  • 11:26

    PSP გილოცავთ ქალთა დღეებს და გთავაზობთ 70%-მდე ფას...

    PSP გილოცავთ ქალთა დღეებს და 28 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით გთავაზობთ 70%-მდე ფასდაკლებას მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ბრენდის თავის მოვლისა და სილამაზის პროდუქტებსა და ექსკლუზიურ ბრენდებზე. მარტივ...

  • 11:12

    თიბისის განსაკუთრებული საგაზაფხულო შეთავაზება 2 და...

      2-3 მარტს, თიბისის საგაზაფხულო კვირეულის ფარგლებში, პარტნიორ ობიექტებში სასურველი ნივთების შეძენისას, მომხმარებლები მიმდინარე ფასდაკლებებთან ერთად, 30%-იანი ქეშბექ შეთავაზებით ისარგებლებენ. ახა...

  • 15:29

    28 თებერვალს, AWS კომუნა თიბისის მხარდაჭერით უკვე ...

    თიბისის მხარდაჭერით, 28 თებერვალს ტექნოლოგიური ღონისძიება  - AWS კომუნის შეკრება გაიმართება. AWS მომხმარებელთა ჯგუფი ქართველი და უცხოელი ინჟინრებისგან, ასევე, დეველოპერებისგან შემდგარი კომუნაა,...

  • 13:58

    თიბისი კონცეპტის სპეციალური შეთავაზებები მარტის კვ...

    "უკვე გაზაფხულია"- თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს გაზაფხულისთვის ტრადიციულად მასშტაბური შეთავაზებების კვირეული მოუმზადა. ბარათების მფლობელები, 1-დან 8 მარტის ჩათვლით, პარტნიორ ობიექტებში, განსაკუთრებ...

  • 12:00

    თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით UK Bridge-ს განათლები...

    თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 1 მარტს, UK Bridge-ის ყოველწლიურ ღონისძიებას „განათლების საერთაშორისო გამოფენა 2025“ უმასპინძლებს. გამოფენაზე მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ ...

  • 11:49

    თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, ცენტრალურ და აღ...

    თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ობლიგაციების გამოსაშვებად - საუკეთესო ბანკად, საქართველოში კი საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.   Global Finance-ის პირ...