2 2 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

პროფესიული განათლება, პრაქტიკა და დასაქმება ერთ პროექტში - შეავსე აპლიკაცია და დაიწყე კარიერა „თეგეტაში“

 

„თეგეტა“ სამუშაოს მაძიებლებისთვის ახალი შესაძლებლობების კარს ხსნის. ჰოლდინგი, თავის შვილობილ კომპანია „თეგეტა აკადემიასთან“ ერთად, ნებისმიერ მსურველს აძლევს შანსს, შეიძინოს ახალი პროფესია და დასაქმდეს კომპანიაში, რომლის საქმიანობა ავტოსფეროში 26 წელს ითვლის.

 

დასაქმების პროექტი „დაიწყე კარიერა თეგეტაში“ რამდენიმე ეტაპს მოიცავს:

პირველი თეორიული კურსია, რის შემდეგაც აპლიკანტები „თეგეტას“ გამოცდილ სპეციალისტებთან გაივლიან სტაჟირებას. საბოლოოდ კი წარმატებული კანდიდატები კომპანიის გაყიდვების ობიექტებსა და სერვისცენტრებში დასაქმდებიან - კონსულტანტის, სექტორის მენეჯერისა და პერსონალური მენეჯერის პოზიციებზე.

 

სასწავლო პროცესი თვე-ნახევრის განმავლობაში „თეგეტა აკადემიის“ ბაზაზე წარიმართება. კურსი ავტომობილის ზოგადი აგებულების შესახებ სრულად ფინანსდება „თეგეტა ჰოლდინგის“ მიერ. დაინტერესებულ პირს  მხოლოდ განაცხადის შევსება მოეთხოვება. აპლიკაციების მიღება უკვე დაწყებულია.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                  

 

ნინო ოხანაშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ადამიანური კაპიტალის მართვისა და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით, „თეგეტა აკადემიის დირექტორი“:თეგეტა ჰოლდინგის“, როგორც პასუხისმგებლობიანი კომპანიის მიდგომაა, რომ  ქვეყანაში პროფესიული განათლების პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი, რაც მეტ დასაქმებულსა და მეტ კვალიფიციურ კადრს ნიშნავს ავტოინდუსტრიაში. ამ მიზნით საქმიანობს  „თეგეტა აკადემია“, სადაც ველოდებით ყველას, ვისაც ავტოსფერო აინტერესებს. ჩვენამდე მოსასვლელად წინასწარი ცოდნა ან გამოცდილება საჭირო არ არის. ჩვენი შეთავაზების უნიკალურობაც ესაა - დაინტერესებული პირები იღებენ საჭირო განათლებას, ასევე გამოცდილი ტრენერების დახმარებით იძენენ შესაბამის უნარ-ჩვევებს და შემდეგ ჩვენი კომპანიის სხვადასხვა სერვისცენტრში საქმდებიან“.

თეორიულ კურსზე განაცხადების მიღების ვადა 10 ივნისს იწურება. პროექტის მონაწილეები შეიძენენ საბაზისო ცოდნას ავტომობილის აგებულების შესახებ, შეისწავლიან კომპანიის პროდუქტებსა და შიდა პროგრამებს. კურსის ბოლოს სტუდენტები ერთჯერად სტიპენდიას მიიღებენ, რომლის ოდენობაც მათი რეიტინგის მიხედვით განისაზღვრება. საბოლოო ეტაპი კი დასაქმებაა, წარმატებული მონაწილეები „თეგეტას“ გუნდს შეუერთდებიან და დასაქმდებიან თბილისის ფილიალებში, როგორც სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების, ისე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით.

-----------

 

„თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას“ 29 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO და სხვები. „თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 2500-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:35

    თიბისის მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ START-UP მ...

    თიბისის მხარდაჭერით, „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო START-UP მარათონს გამართავს. თიბისი ახალი თაობისთვის უკვე მეორე წელია ამ პროექტის პარტნიორია...

  • 11:26

    PSP გილოცავთ ქალთა დღეებს და გთავაზობთ 70%-მდე ფას...

    PSP გილოცავთ ქალთა დღეებს და 28 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით გთავაზობთ 70%-მდე ფასდაკლებას მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ბრენდის თავის მოვლისა და სილამაზის პროდუქტებსა და ექსკლუზიურ ბრენდებზე. მარტივ...

  • 11:12

    თიბისის განსაკუთრებული საგაზაფხულო შეთავაზება 2 და...

      2-3 მარტს, თიბისის საგაზაფხულო კვირეულის ფარგლებში, პარტნიორ ობიექტებში სასურველი ნივთების შეძენისას, მომხმარებლები მიმდინარე ფასდაკლებებთან ერთად, 30%-იანი ქეშბექ შეთავაზებით ისარგებლებენ. ახა...

  • 15:29

    28 თებერვალს, AWS კომუნა თიბისის მხარდაჭერით უკვე ...

    თიბისის მხარდაჭერით, 28 თებერვალს ტექნოლოგიური ღონისძიება  - AWS კომუნის შეკრება გაიმართება. AWS მომხმარებელთა ჯგუფი ქართველი და უცხოელი ინჟინრებისგან, ასევე, დეველოპერებისგან შემდგარი კომუნაა,...

  • 13:58

    თიბისი კონცეპტის სპეციალური შეთავაზებები მარტის კვ...

    "უკვე გაზაფხულია"- თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს გაზაფხულისთვის ტრადიციულად მასშტაბური შეთავაზებების კვირეული მოუმზადა. ბარათების მფლობელები, 1-დან 8 მარტის ჩათვლით, პარტნიორ ობიექტებში, განსაკუთრებ...

  • 12:00

    თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით UK Bridge-ს განათლები...

    თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 1 მარტს, UK Bridge-ის ყოველწლიურ ღონისძიებას „განათლების საერთაშორისო გამოფენა 2025“ უმასპინძლებს. გამოფენაზე მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ ...

  • 11:49

    თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, ცენტრალურ და აღ...

    თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ობლიგაციების გამოსაშვებად - საუკეთესო ბანკად, საქართველოში კი საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.   Global Finance-ის პირ...