აჭარაბეთის საპატიო ელჩი ვაჟა მარგველაშვილი ბაქოს გრანდ სლემზე იასპარეზებს
2021-11-03 16:47:50
5-7 ნოემბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ძიუდოს საერთაშორისო შეჯიბრი – ბაქოს გრანდ სლემი გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებს აჭარაბეთის საპატიო ელჩი ვაჟა მარგველაშვილი.
ამჟამინდელი ინფორმაციით, მასში მონაწილეობას 22 ქვეყნის 134 ძიუდოისტი მიიღებს. ცნობისთვის, ტურნირი შარშან კოვიდ-პანდემიის გამო არ გამართულა, 2019 წელს კი, ქართველმა ძიუდოისტებმა 3 მედალი მოიპოვეს.
„ბაქოს გრანდ სლემი ჩემთვის პირველი შეჯიბრია ოლიმპიადის მერე.ნამდვილად არ იქნება ადვილი მანდ ჭიდაობა, მაგრამ მე მინდა რომ მოვიგო სლემი, რაც რეიტინგის ამაღლებაში დამეხმარება, რომ ეს წელი ჩემი წონის კატეგორიის 1 ნომრად დავამთავრო.“- განაცხადა ვაჟამ.
შეგახსენებთ, რომ ვაჟა მარგველაშვილი არის ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანი, ასევე 2016 და 2020 წლების ოლიმპიადების ვერცხლის პრიზიორი.
თიბისის მხარდაჭერით, „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო START-UP მარათონს გამართავს. თიბისი ახალი თაობისთვის უკვე მეორე წელია ამ პროექტის პარტნიორია...
PSP გილოცავთ ქალთა დღეებს და 28 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით გთავაზობთ 70%-მდე ფასდაკლებას მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ბრენდის თავის მოვლისა და სილამაზის პროდუქტებსა და ექსკლუზიურ ბრენდებზე. მარტივ...
თიბისის მხარდაჭერით, 28 თებერვალს ტექნოლოგიური ღონისძიება - AWS კომუნის შეკრება გაიმართება. AWS მომხმარებელთა ჯგუფი ქართველი და უცხოელი ინჟინრებისგან, ასევე, დეველოპერებისგან შემდგარი კომუნაა,...
თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ობლიგაციების გამოსაშვებად - საუკეთესო ბანკად, საქართველოში კი საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. Global Finance-ის პირ...
კომენტარები