„რენიუ“ — პლასტიკური ქირურგიისა და რეკონსტრუქციული...
„რენიუ“ - ეს არის პლასტიკური ქირურგიის ცენტრი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა დაფუძნდა და დიდი გეგმებით მიიწევს წინ. განსხვავებით სხვა მსგავსი კლინიკებისა, აქ პლასტიკურ ქირურგიასთან ერთად, რთ...
|
მოგზაურობის დაგეგმვა დიდი სიამოვნებაა, ვის არ უყვარს ახალი თავგადასავლები? თუმცა არსებობს რამდენიმე დეტალი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ ავიაბილეთების დაჯავშნისას, თუ გსურთ, რომ თავი აარიდოთ რაიმე სახის გართულებას. აქ არის ყველა საჭირო რჩევა რაც ავიაბილეთების დასაჯავშნად გამოგადგებათ.
1. სად უნდა შევიძინოთ ავიაბილეთები?
ავიაბილეთების შესაძენად საუკეთესო გზა საძიებო სისტემის გამოყენებაა და არა უშუალოდ რომელიმე ავიაკომპანიის ვებ-გვერდის, რადგან, თქვენ საშუალება გეძლევათ თვალი გადაავლოთ ყველა ავიაკომპანიისა და სააგანტოს შემოთავაზებულ რეისებს და მარტივად შეიძინოთ თქვენთვის სასურველი ავიაბილეთები.
სწორედ ასეთია avia-biletebi.ge -ს საძიებო სისტემა, რომელიც მორგებულია მომხმარებელზე და ავიაბილეთების შეძენას მარტივსა და კომფორტულს ხდის. თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ ფილტრაცია თარიღის, ფასის, ავიაკომპანიების, აეროპორტებისა და სააგენტოების მიხედვით და სისტემა მომენატალურად შემოგთავაზებთ როგორც პირდაპირ, ისე ტრანზიტულ ფრენებს.
2. როგორ შევიძინოთ ავიაბილეთები იაფად?
ავიაბილეთების დაჯავშნისას, ყველასთვის მნიშვნელოვანი, პირველ რიგში მათი ფასია. ამიტომ, უნდა იცდეთ რამდენიმე ხრიკი, რისი გათვალისწინებითაც შეძლებთ თქვენი ბიუჯეტის შესაბამისი ავიაბილეთების შეძენას:
· შეიძინეთ aviabiletebi 40-60 დღით ადრე, რადგან სტატისტიკურად ავიაკომპანიები ამ პერიოდში გთავაზობენ ყველაზე დაბალ ფასებს.
· გასამგზავრებლად შეარჩიეთ კვირის სამუშაო დღეები, ამ დროს ავიაბილეთების შეძენა უფრო დაბალ ფასადაა შესაძლებელი, ვიდრე შაბათ-კვირას.
· შეიძინეთ ორმხრივი ავიაბილეთი ერთდროულად, ამ დროს ავიაკომპანიები და სააგენტობები შედარებით დაბალ ფასს გთავაზობენ.
· აირჩიეთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია.
· უარი თქვით ჩასაბარებელ ბარგზე.
· აირჩიეთ არასეზონური პერიოდი.
3. რა არის საჭირო ავიაბილეთების შესაძენად?
ავიაბილეთების შესაძენად საჭიროა მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი, აქტიური პლასტიკური ბარათი და საკონტაქტო ინფორმაცია - ელექტრონული ფოსტის მისამართი, სადაც გამოიგზავნება თქვენს მიერ შეძენილი ავიაბილეთები და მიიღებთ ყვლა სახის შეტყობინებას, ფრენის ცვლილებასთან ან გაუქმებასთან დაკავშირებით.
4. შესაძლებელია თუ არა ავიაბილეთების გაუქმება ან გადაცვლა?
ყველა ავიაკომპანიას აქვს თავისი წესები და პირობები. გადაცვლაც და გაუქმებაც შესაძლებელია, მაგრამ ორივე მათგანი ჯარიმებთანაა დაკავშირებული.
· თუ შეძენილი გაქვთ ეკონომ კლასის ავიაბილეთი, ფრენის გაუქმებისას, ავიაკომპანია ბილეთის საფასურიდან იტოვებს ჯარიმას. თუ გადაცვლა გსურთ, დამატებითი საკომისიოს დამატების შემთხვევაში, თქვენ შეძლებთ შეცვალოთ თარიღი ან მგზავრის მონაცემები.
· იმ შემთხვევაში, თუ შეძენილი გაქვთ ბიზნეს კლასის ბილეთები, გადაცვლაც და დაბრუნებაც, ხშირ შემთხვევაში უფასოა.
5. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ავიაბილეთების შეძენისას?
თუ ტრანზიტულ ფრენას ყიდულობთ, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი:
· შეეცადეთ შეარჩიოთ ისეთი რეისი, სადაც ტრანზიტული ფრენისას გადაჯდომის ხანგრძლივობა იქნება მინიმუმ 2 საათი, რომ მოასწროთ ყველა პროცედურის მშვიდად გავლა.
· ასევე, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რომ არ იყოს აეროპორტების ცვლილება და არ მოგიწიოთ ერთ აეროპორტში ჩასვლა და მეორე აეროპორტიდან გამგზავრება.
· ყურადღება მიაქციეთ, რომ ორივე ფრენას ერთი ავიაკომპანია ასრულებდეს, რადგან რეისის დაგვიანების შემთხვევაში პასუხისმგებლობა აიღონ და ასევე, თუ ბარგით მგზავრობთ, მათი ხელით გადატანა თქვენ არ მოგიწიოთ.
ეს რჩევები დაგეხმარებათ დაგეგმოთ სასურველი მოგზაურობა მარტივად. გამოიყენეთ avia-biletebi.ge -ს საძიებო სისტემა და დაჯავშნეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთები სახლიდან გაუსვლელად.
„რენიუ“ - ეს არის პლასტიკური ქირურგიის ცენტრი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა დაფუძნდა და დიდი გეგმებით მიიწევს წინ. განსხვავებით სხვა მსგავსი კლინიკებისა, აქ პლასტიკურ ქირურგიასთან ერთად, რთ...
13 მარტიდან, განახლებული პრემიუმ პაკეტების შეთავაზებით, „საბა“ მკითხველებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, პირველად SABA Reader-ში წაიკითხონ წიგნები, რომლებიც სხვაგან არსადაა ხელმისაწვდომ...
ქართული კომპანია აზერბაიჯანში მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელი მიმდინარე წელს გახდა „თეგეტა“ აზერბაიჯანში Bridgestone-ის ოფიციალური წარმომადგენელია და მეზობელი ქვეყნის ბაზარს იაპონუ...
თიბისი კონცეპტმა და Mastercard-მა, მომხმარებლებს საგაზაფხულოდ კიდევ ერთი განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადეს. ახალი თიბისი კონცეპტ 360 Mastercard World Elite ბარათის მფლობელებს, შესაძლებლობა გ...
ავტომანქანის რეტრო მოდელი, როგორც განვითარების საწყისი - სიმბოლოებით დატვირთული და საგანგებოდ შემუშავებული კონცეფციით შექმნილი სამკაული „თეგეტამ“ ქალ თანამშრომლებს მიუძღვნა. უნიკალუ...
„როგორც ჩვენს წინა განახლებაში აღვნიშნეთ, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები როგორც წინა თვესთან, აგრეთვე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. სანამ ლარზე მოქმედ შიდა ფაქტორ...
მომხმარებლის გამოცდილების მართვის კვლევითი და საკონსულტაციო სააგენტო CX Hub-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, 24 თებერვალს საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა Customer Experience (CX) Business Summ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები