„რენიუ“ — პლასტიკური ქირურგიისა და რეკონსტრუქციული...
„რენიუ“ - ეს არის პლასტიკური ქირურგიის ცენტრი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა დაფუძნდა და დიდი გეგმებით მიიწევს წინ. განსხვავებით სხვა მსგავსი კლინიკებისა, აქ პლასტიკურ ქირურგიასთან ერთად, რთ...
|
თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. თიბისი კაპიტალის მოლოდინებისგან განსხვავებით, 8 დეკემბერს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაკვეთი 0.5 პპ-ით
10.5%-მდე გაზარდა. მართალია, დეკემბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებლის მატებაა მოსალოდნელი, თუმცა მხოლოდ დაბალი საბაზო
ეფექტის გამო. ამასთან, სეზონურად შესწორებული
თ/თ ინფლაცია უკვე ფასების ზრდის დასტაბილურებაზე მიუთითებს - ბოლო მონაცემით
3%-იან სამიზნე ნიშნულზე ქვემოთაც კი. საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების შედარებით შემცირება და ლარის გამყარება
აძლიერებს თიბისი კაპიტალის პროგნოზს, რომლის მიხედვითაც, მომავალ წელს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს იქნება
2022 წლის ბოლოსთვის სამომხმარებლო ფასების ზრდის მოლოდინი
3%-ის ფარგლებშია, იმ დაშვებით, რომ ბრენტის ნავთობის ფასი სადღეისოდ არსებული
75-დან 85 აშშ დოლარამდე აღდგება, სხვა სასაქონლო ფასები არსებულ დონეზე შენარჩუნდება, გლობალური მიწოდების ჯაჭვების
შეფერხება გარკვეულწილად შემსუბუქდება, ადგილობრივი ინფლაციის გამოკლებით ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი
დაახლოებით 5.0%-ით გაუფასურდება და რეალური მშპ 6.0%-ით გაიზრდება. აქედან გამომდინარე, თიბისი კაპიტალის მოსაზრებით მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დროებითია და სამომავლოდ კვლავ შერბილების ციკლია მოსალოდნელი. 2022 წლის ბოლოს, თიბისი კაპიტალის პროგნოზის მიხედვით, რეფინანსირების განაკვეთი
8.25%-ს შეადგენს. ამასთან, ტურიზმის შედარებით ნელი აღდგენა და რეგიონში გეოპოლიტიკური რისკების მატერიალიზება
ლარის
მაღალი განაკვეთების ხელშემწყობი ფაქტორებია.
რეკორდულად მაღალი საპროცენტო დიფერენციალის კიდევ უფრო მატების ფონზე, ლარიზაციის მოტივაციის გაზრდის მიზნით, 8 დეკემბრის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ეროვნულმა ბანკა სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერის
(CICR) დათვლის მეთოდი შეცვალა და ის კომერციული ბანკის საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის დონეზე დამოკიდებული
გახადა. ასევე, იპოთეკურ დაკრედიტებაში უცხოური ვალუტის გარკვეულწილად აღდგენის ფონზე სესხის მაქსიმალური ვადიანობა
15 წლიდან 10 წლამდე შემცირდა. რისკებსა და შესაძლებლობებს შორის სწორი ბალანსის დასაჭერად, ჩვენი ფავორიტი კვლავ
ლარი/ევრო/აშშ დოლარის კომბინაცია და ასევე მსხვილი კორპორაციული პორტფელისთვის სავალუტო კალათაში რუბლისა და ლირის
დამატებაა.
დეპოზიტების მხარეს, ლარის შედარებით სტაბილურობისა და არჩევნების შემდგომი გაუფასურების მოლოდინების გადავლასთან
ერთად, ნოემბერში დეპოზიტების გალარება შეინიშნებოდა. დეპოზიტების მსგავსად, ნოემბერში არარეზიდენტების მხრიდან ლარზე
მოთხოვნაც გაძლიერდა და ადგილობრივი ვალუტის სახაზინო ფასიანი ქაღალდების ფლობაში მათი წილი 7.9%-დან
9.4%-მდე (დაახლ. 80 მლნ ლარით) გაიზარდა.
ამავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ ლარზე მოთხოვნა გაზრდილია, წმინდა სავალუტო შემოდინებების შეფასება ძლიერია და
სებ-ს სავალუტო ბაზარზე ვალუტა არ გაუყიდია, ეროვნული ბანკის რეზერვები მაინც შემცირდა. აღნიშნული, სავარაუდოდ,
მთავრობისა
და სახელმწიფო კომპანიების მიერ ვალუტის კონვერტაციებს უკავშირდება. ამასთან აღსანიშნავია, რომ, მოლოდინებთან შესაბამისად,
მესამე კვარტალში პირდაპირი ინვესტიციის სახით შემოსულმა სააქციო კაპიტალმა მხოლოდ 16 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
თიბისის მთავარი ეკონომისტის 13 დეკემბრის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე.
„რენიუ“ - ეს არის პლასტიკური ქირურგიის ცენტრი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა დაფუძნდა და დიდი გეგმებით მიიწევს წინ. განსხვავებით სხვა მსგავსი კლინიკებისა, აქ პლასტიკურ ქირურგიასთან ერთად, რთ...
13 მარტიდან, განახლებული პრემიუმ პაკეტების შეთავაზებით, „საბა“ მკითხველებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, პირველად SABA Reader-ში წაიკითხონ წიგნები, რომლებიც სხვაგან არსადაა ხელმისაწვდომ...
ქართული კომპანია აზერბაიჯანში მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელი მიმდინარე წელს გახდა „თეგეტა“ აზერბაიჯანში Bridgestone-ის ოფიციალური წარმომადგენელია და მეზობელი ქვეყნის ბაზარს იაპონუ...
თიბისი კონცეპტმა და Mastercard-მა, მომხმარებლებს საგაზაფხულოდ კიდევ ერთი განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადეს. ახალი თიბისი კონცეპტ 360 Mastercard World Elite ბარათის მფლობელებს, შესაძლებლობა გ...
ავტომანქანის რეტრო მოდელი, როგორც განვითარების საწყისი - სიმბოლოებით დატვირთული და საგანგებოდ შემუშავებული კონცეფციით შექმნილი სამკაული „თეგეტამ“ ქალ თანამშრომლებს მიუძღვნა. უნიკალუ...
„როგორც ჩვენს წინა განახლებაში აღვნიშნეთ, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები როგორც წინა თვესთან, აგრეთვე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. სანამ ლარზე მოქმედ შიდა ფაქტორ...
მომხმარებლის გამოცდილების მართვის კვლევითი და საკონსულტაციო სააგენტო CX Hub-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, 24 თებერვალს საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა Customer Experience (CX) Business Summ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები