„ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...
„ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...
|
საქართველსო ბანკი სტარტაპებისათვის საინტერესო ღონისძიებების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ჩართულობით ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპებთან შეხვედრის მიზნით საქართველოს დანიიდან, ნორვეგიიდან და ფინეთიდან მოწვეული 15 მდე ინვესტორი ესტუმრა. ღონისძიების მიზანს წარმოადგენს საქართველოში „ანგელოზი ინვესტორების“ კულტურის გაძლიერება და თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია. ინვესტორების დაინტერესება და ადგილობრივი ბიზნესისთვის დამატებითი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნა.
„ჩვენი მისიაა დავაჩქაროთ ტექნოლოგიური სტარტაპების ეკოსისტემის განვითარება საქართველოში ყველაზე პერსპექტიული ანტრეპრენერებისთვის ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობით“,- განაცხადა გური ქოიავამ „აქსელის“ თანადამფუძნებელმა.
„ჩვენი მხარდაჭერის მთავარი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოში „ანგელოზ ინვესტორების“ შესახებ ცნობიერების ამაღლებას. გვინდა ხაზი გავუსვათ მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობას, რადგან სწორედ ასეთი შეხვედრები წარმოადგენს ქვეყანაში წარმატებული სტარტაპ ეკოსისტემის შექმნის წინაპირობას. მოზიდული უცხოური ინვესტიცია ქართული ტექნოლოგიური სტარტაპის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამისათვის კი საჭიროა მათ ჰქონდეთ ინფორმაცია, როგორ გააკეთონ ეს. სწორედ ეს შეხვედრა არის კარგი შესაძლებლობა სტარტაპებისთვის, გაიზიარონ უცხოური გამოცდილება, მიიღონ მონაწილეობა პანელურ დისკუსიებში, სემინარებში. ინვესტორებს კი აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპებს, მათ პრეზენტაციებს და მიიღონ საინვესტიციო გადაწყვეტილებები“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.
„Visa არის ადგილობრივი მეწარმეების აქტიური მხარდამჭერი. ჩვენი სტრატეგიაა გავაძლიეროთ მცირე და საშუალო ბიზნეს ეკოსისტემა და ხელი შევუწყოთ მეწარმეებს გაანალიზონ და გადალახონ ის სირთულეები, რომელსაც წარმატების გზაზე აწყდებიან. ჩვენი მხარდაჭერის სტრატეგია ბევრი სხვადასხვ პროექტისგან შედგება, ნაწილი არის გლობალური ინიციატივები #WhereYouShopMatters და #ShesNext, ნაწილი კი ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად განხორციელებული პროექტები. ვთვლით, რომ მსგავსი მიქსი ხელს უწყობს გლობალური გამოცდილების ლოკალურ ბაზარზე უკეთ ინტეგრირებას. აქსელთან თანამშრომლობამ მოგვცა საშუალება, დამატებითი წვლილი შეგვეტანა ბიზნეს ეკოსისტემის განვითარებასა და ანგელოზი ინვესტორების კულტურის ცნობადობის ამაღლებაში. დარწმუნებულები ვართ, სტარტაპების დამფუძნებლების ჩართვა საერთაშორისო ქსელში დაეხმარება მათ ცნობიერებისა და უნარჩვევებისა განმტკიცებაში, რაც მათი სამომავლო წარმატების საწინდარია“ - განაცხადა დიანა კიღურაძემ, ვიზას გენერალურმა მენეჯერმა, კავკასიის რეგიონში.
ღონისძიება ორ დღიანია და მოიცავს შეხვედრებს ადგილობრივი ტექნოლოგიური ბიზნესის წარმომადგენლებთან (სტარტაპი და მცირე და საშუალო კომპანიები), პანელურ დისკუსიებს სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ვორქშოფებს, პრეზენტაციებს, ნეთვორქინგს და ქართული კომპანიების მიერ მოკლე პრეზენტაციების წარდგენას ინვესტორთათვის დამატებითი დაფინანსების მოძიების მიზნით.
ღონისძიებაზე განიხილება საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა, ტექნოლოგიურ ბიზნესში ინვესტირების შესაძლებლობები, ინკუბაციის, პრე-აქსელერაციის და აქსელერაციის პროგრამები. პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ქართული კომპანიების მიერ საინვესტიციო პროექტების შესახებ მოკლე პრეზენტაციების წარდგენა ინვესტორებისათვის დამატებითი დაფინანსების მოძიების მიზნით.
აღნიშნული ღონისძიება მიმდინარე წელს უკვე მეორედ ტარდება და ხელს უწყობს „ანგელოზი ინვესტორების“ კულტურის განვითარებას და აჩენს ახალ შესაძლებლობებს ქართული კომპანიებისათვის. თბილისის ეკონომიკური განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობას, ასევე საქმიანი და ბიზნეს კავშირების გაღრმავებას ევროპის ქვეყნებთან.
პროექტი თბილისის მერიისა და "ანგელოზ ინვესტორთა" ქსელის- AXEL-ის ორგანიზებით, საქართველოს ბანკისა და Visa-ს მხარდაჭერით ხორციელდება.
ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.facebook.com/events/1954807451360273/
„ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...
თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...
12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...
„თეგეტა ჰოლდინგი“ მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის BARTA-ს ჯილდოს მფლობელი გახდა. გამორჩეული კორპორაციული ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის პრაქტიკის მქონე კომპანიები მსოფლიო ბა...
„რენიუ“ - ეს არის პლასტიკური ქირურგიის ცენტრი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა დაფუძნდა და დიდი გეგმებით მიიწევს წინ. განსხვავებით სხვა მსგავსი კლინიკებისა, აქ პლასტიკურ ქირურგიასთან ერთად, რთ...
13 მარტიდან, განახლებული პრემიუმ პაკეტების შეთავაზებით, „საბა“ მკითხველებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, პირველად SABA Reader-ში წაიკითხონ წიგნები, რომლებიც სხვაგან არსადაა ხელმისაწვდომ...
ქართული კომპანია აზერბაიჯანში მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელი მიმდინარე წელს გახდა „თეგეტა“ აზერბაიჯანში Bridgestone-ის ოფიციალური წარმომადგენელია და მეზობელი ქვეყნის ბაზარს იაპონუ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები