თიბისის ESG აკადემია ბიზნესების წარმომადგენლებისთვ...
18 მარტს, თბილისში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შ...
|
„თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში (ამჩამი) და MAC Georgia ახორციელებენ. სასტიპენდიო პროგრამა სწავლის დაფინანსებას ითვალისწინებს იმ სტუდენტებისთვის, რომელთაც სასურველი პროფესიის დასაუფლებლად საჭირო ფინანსური სახსრები არ გააჩნიათ.
სასტიპენდიო პროგრამა ამერიკის სავაჭრო პალატამ, „მაკლეინის ასოციაციასთან“ თანამშრომლობით, 2023 წელს დაიწყო საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩაბარების მსურველთათვის. მიმდინარე წელს სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში „თეგეტა ჰოლდინგისა“ და სხვა სპონსორების ფინანსური კონტრიბუციის საშუალებით 61 სტუდენტი მიიღებს უმაღლეს განათლებას. სტიპენდიატები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მათი სოციალური მდგომარეობის, ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების, სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე შეირჩნენ.
ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „განათლების მხარდაჭერა, მათ შორის ახალგაზრდების გაძლიერება, „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და კომპანიის კორპორაციული მდგრადობის სტრატეგიის ნაწილია. ამ მიმართულებით არაერთ სხვადასხვა პროექტსა და პროგრამას ვუჭერთ მხარს. სასტიპენდიო პროგრამა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი მასშტაბიდან გამომდინარე, რადგან ბიზნესებს, რომლებიც საერთო მიზნის გარშემო ვერთიანდებით, შესაძლებლობა გვაქვს, უფრო მეტ ახალგაზრდას აღმოვუჩინოთ გრძელვადიანი მხარდაჭერა, ვიდრე ამას თითოეული ჩვენგანი შეძლებდა ცალკე, ინდივიდუალური ძალისხმევით. შესაბამისად, სიამოვნებით შევუერთდით „ამჩამისა“ და „მაკ ჯორჯიას“ სასტიპენდიო პროგრამას, სადაც სხვა თანამოაზრეებთან ერთად ვუჭერთ მხარს იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სხვადასხვა სფეროში სურთ პროფესიის შეძენა, მაგრამ თავიანთი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არ აძლევთ ამის საშუალებას. განათლების მხარდაჭერა „თეგეტასთვის“ განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რამდენადაც შედეგი გრძელვადიანია, გათვლილია ახალგაზრდების გაძლიერებასა და მათთვის დადებითი ცვლილებების მოტანაზე“.
2024-2025 სასწავლო წლის სასტიპენდიო პროგრამის სტიპენდიატების წარდგენისა და დაჯილდოების ცერემონია „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა. ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ პროგრამის ბენეფიციარები, დონორი ორგანიზაციები და ასოციაციის წევრი კომპანიები. ორგანიზაციის წევრი კომპანიების დახმარებით შეგროვდა თანხები იმ სტუდენტთა მხარდასაჭერად, რომლებიც უნივერსიტეტში სწავლას დაფინანსების გარეშე ვერ შეძლებდნენ. პროგრამის ფარგლებში 4 წლის განმავლობაში მათ სრულად დაუფინანსდებათ სწავლის საფასური და საჭიროების შემთხვევაში განთავსების ხარჯებიც.
ირაკლი ბაიდაშვილი, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი: „განათლების სფერო ამერიკის სავაჭრო პალატისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სასტიპენდიო პროგრამა ჩვენს პარტნიორ ორგანიზაცია „მაკ ჯორჯიასთან“ ერთად სწორედ განათლების სფეროს მხარდასაჭერად შევქმენით. მინდა მადლობა ვუთხრა ინიციატივის დონორ ორგანიზაციებს, მათ არა მხოლოდ თანხები გაიღეს ამ პროექტისთვის, არამედ მხარი დაუჭირეს ამ ახალგაზრდების მისწრაფებას - ისწავლონ, რათა ჩვენს ქვეყანას, მის ეკონომიკას წარმატებული მომავალი ჰქონდეს“.
ფინანსური მხარდაჭერის პარალელურად, პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციები სტუდენტებს არაერთი სხვა მიმართულებითაც ეხმარებიან, რომელთა შორისაა სტაჟირებები, ინგლისური ენის კურსები, მოკლე ტრენინგები და ა.შ.
სტუდენტებს „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერიც შეხვდა და მათ დასაქმების პერსპექტივებზე ესაუბრა. შეხვედრაზევე დაიგეგმა სტუმრობა „თეგეტას“ ახალ მულტიფუნქციურ სერვისცენტრში გეზის ტერიტორიაზე, სადაც სტუდენტები MAN-ის მიერ A+ სტანდარტით შეფასებულ სერვისცენტრს დაათვალიერებენ და მიმდინარე პროცესებს გაეცნობიან.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
18 მარტს, თბილისში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შ...
თიბისის გუნდმა, გაზაფხულის გამორჩეული შეთავაზებების ფარგლებში, მომხმარებლებს სპეციალური ქეშბექ აქცია განაწილებით ყიდვის შემთხვევაშიც მოუმზადა. მხოლოდ 8 მარტს, გალერია თბილისში, თიბისის პარტნიორ...
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
თიბისის მომხმარებლებს თქვენს სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული საგაზაფხულო შეთავაზებით სარგებლობა 7-8 მარტსაც შეგეძლებათ. გაზაფხულის პირველი კვირის დასასრულს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუა...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მარტის თვეში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი ტრენერებისგან მათთვის საინტერესო სა...
ტექნოლოგიებითა და ბიზნეს მიმართულებებით დაინტერესებულ უფროსკლასელებსა და სტუდენტებს, თიბისი, საგანმანათლებლო უფასო პროგრამებს სთავაზობს. მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისის ტექსკოლასა და კ...
თიბისი კონცეპტის საგაზაფხულო კვირეული მრავალფეროვანი შეთავაზებებით უწყვეტად გრძელდება. განსხვავებული კატეგორიების პარტნიორ ობიექტში ქეშბექ აქციები 8 მარტის ჩათვლით იქნება. თიბისი კონცეპტ Mastercard ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები