1 3 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

“აჭარაბეთ არენა“- ბათუმის ახალი სტადიონის ოფიციალური სახელწოდებაა

 

დღეს ბათუმის სტადიონზე  “აჭარაბეთსა“ და აჭარის პროექტების მართვის კომპანიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი  გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, ბათუმის ახალ სტადიონს მომდევნოო  5 წლის განმავლობაში,  “აჭარაბეთ არენა“ ერქმევა.

 

„აჭარაბეთი, როგორც ინოვატორი კომპანია, მუდმივად გამოირჩევა სიახლეებით და ამჯერადაც  ქართულ საფეხბურთო სივრცეში უპრეცედენტო სასპონსორო შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, რომლის მიხედვითაც  ბათუმის ახალ თანამედროვე სტადიონს, სადაც უამრავ კარგ თამაშს ვიხილავთ და ბევრ დადებით ემოციას მივიღებთ, ახალი სახელწოდება მიენიჭა - აჭარაბეთ არენა.

დღეს კი, ბათუმის დინამო პირველად ითამაშებს აჭარაბეთ არენაზე და იმედი გვაქვს ახალი სახელი იღბლის და ბევრი წარმატებების მომტანი იქნება. წინ ბევრი საინტერესო მოვლენა და დიდი სანახაობა გველის“- განაცხადა აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინი გუჯაბიძემ.

ახალ სტადიონზე საშინაო მატჩებს  ბათუმის „დინამო” მართავს. ეროვნული ლიგის პარალელურად,  სტადიონი „უეფას კონფერენს ლიგის” მატჩებსაც უმასპინძლებს. შემოდგომაზე კი საშინაო შეხვედრებს “აჭარაბეთ არენაზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩაატარებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...