1 3 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ეკოსკოლელების გზავნილები“ - გარემოსდაცვითი კონკურსის მხარდამჭერი „თეგეტა გრინ პლანეტია“

„ეკოსკოლელების გზავნილები“ – კონკურსი, რომლის მიზანი გარემოსდაცვითი ცოდნის ამაღლება და ეკოაქტივიზმის წახალისებაა, სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, მნიშვნელოვან გარემოსდაცვით აქტივობაში ჩაერთონ.

 

ორგანიზაციის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ინიციატივით შექმნილი ახალი გარემოსდაცვითი კონკურსის მხარდამჭერი „თეგეტა გრინ პლანეტია“.

 

კონკურსი „ეკოსკოლელების გზავნილები“, მნიშვნელოვანი ეკოლოგიური გამოწვევების შესაბამისად, ოთხ ძირითად სამუშაო თემას აერთიანებს. ესენია დანაგვიანების შემცირება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, ნარჩენების შემცირება და გადამუშავება. მეოთხე სამუშაო თემა „თეგეტა გრინ პლანეტის“ სპეციალური ნომინაციაა, რომელიც სპეციფიკური ნარჩენების, კერძოდ,მეორადი საბურავების, საავტომობილო ზეთებისა და აკუმულატორების გადამუშავების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

 

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „თეგეტა ჰოლდინგი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციაა, რომლისთვისაც გარემოს დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. გასულ წელს სწორედ ამ მიზნით ჰოლდინგს კიდევ ერთი შვილობილი ორგანიზაცია Tegeta Green Planet შეემატა. ვფიქრობთ, ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და გვიხარია, რომ ეკოკონკურსის მხარდაჭერით შესაძლებლობა მოგვეცა, საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმე გავაკეთოთ. კონკურსის მხარდაჭერის მთავარი მიზანია, საზოგადოებასგავაცნოთ ის გამოწვევები, რასაც კონკრეტულინარჩენები იწვევს და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საფრთხისგან თავის არიდებაში“.

 

ეკოკონკურსი 7 აპრილს, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო დღეს დაიწყო, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილია საზოგადოებისთვის იმის შესახსენებლად, რომ ეკოლოგიური პრობლემები მჭიდრო კავშირშია თითოეული ადამიანისჯანმრთელობასთან. კონკურსის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები  ისეთი მანიშნებლების შექმნაშიმონაწილეობენ, რომლებიც ჩვენს თანამოქალაქეებს აუცილებელ გარემოსდაცვით ქმედებებზე მიანიშნებს. 

 

ელენე ლოლაძე, ორგანიზაციის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ აღმასრულებელი დირექტორი: ჩვენი ორგანიზაციის  ერთ-ერთი ძირითადი სამუშაო თემა გარემოსდაცვითი საკითხების ირგვლივ ახალი თაობის ცოდნის გაზრდა და ამ კუთხით მათი გააქტიურებაა. სწორედ ამ მიზნით უკვე მესამე წელია, საქართველოში ვნერგავთ ეკოსკოლების მსოფლიო პროგრამას. საერთაშორისო გამოცდილება ნათლად გვაჩვენებს, რომ მიზნის მისაღწევად, გარემოსდაცვითი ცოდნის გადაცემასთან ერთად, მნიშვნელოვანია საინტერესო პროექტებისა და აქტივობების შექმნა, რომლებიც ახალგაზრდებს უბიძგებს,იფიქრონ გარემოსდაცვით საკითხებზე, მეტი ინფორმაცია მოიძიონ და პრობლემების გადაჭრის გზები შემოგვთავაზონ. გვიხარია, რომ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში სულ უფრო მეტი კერძო კომპანია ერთვება, რადგან ძალების გაერთიანებით შესაძლებელია, უფრო ფართო აუდიტორიას დავანახვოთ გარემოსდაცვითი ქმედებების აუცილებლობა“.

 

კონკურსში „ეკოსკოლელების გზავნილები“მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა სკოლის მოსწავლეს ინდივიდუალურად. ამისთვის მათ 15 მაისამდე უნდა გაგზავნონ სამუშაო თემებთან დაკავშირებული სლოგანები, რომლებიც მარტივად შეიძლება იქცეს საგზაო მანიშნებლად. საუკეთესო გზავნილების ავტორები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან.

 

--

თეგეტა გრინ პლანეტი: "თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი ორგანიზაცია 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ორგანიზაცია ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან ავტორიზაცია მოიპოვა და ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გადამუშავებას/რეციკლირებას, პროდუქტის უტილიაზაციას და მის სასიცოცხლო ციკლის ბოლომდე მიყვანას ახორციელებს. უსარგებლო ნარჩენების რეციკლირების იმ ობიექტებს გადაეცემა, რომელთაც შესაბამისი საქმიანობის ნებართვა აქვთ.

 

ორგანიზაციის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სკოლის მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცოდნისა და უნარების განვითარებაა. სწორედ ამიტომ 2020 წლიდან  ორგანიზაცია გახდა საერთაშორისო გარემოსდაცვითი განათლების ფონდის (FEE) ადგილობრივი წარმომადგენელი, რომელთან თანამშრომლობითაც საქართველოში ინერგება ეკოსკოლების საერთაშორისო პროგრამა. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებთან, გარემოსდაცვითი  ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...