1 9 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი მომხმარებელს გადახდის მრავალფეროვან მეთოდს სთავაზობს

საქართველოს ბანკი, როგორც მომხმარებლის საჭიროებებზე  ორიენტირებული ბანკი, ბიზნესსა და მომხმარებელს შორის ლოიალური კავშირის გაძლიერებას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უწყობს ხელს. სწორედ ამ მიზნით, კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის, საქართველოს ბანკმა გადახდის ისეთი მრავალფეროვანი მეთოდები შექმნა, რომლებიც სრულად ერგება მომხმარებლისა და ბიზნესის საჭიროებებს სხვადასხვა სახის პროდუქტისა თუ მომსახურების როგორც მისაღებად, ასევე გასაწევად.

 

გადახდის მრავალფეროვანი მეთოდების საშუალებით სავაჭრო  და მომსახურების ობიექტებს  აქვთ შესაძლებლობა, მომხმარებელს შესთავაზონ:

 

·         ონლაინ გადახდები;  (იქნება ეს ბარათით, ინტერნეტბანკით, Apple Pay-თ, Google pay-თ გადახდა. ასევე,  Plus ან MR ქულებით გადახდა როგორც ონლაინ, ისე საქართველოს ბანკის ტერმინალის საშუალებით)

·         პროდუქტის ან სერვისის შეძენა როგორც ფიზიკურად- განვადებით, ასევე ნაწილ-ნაწილ მობილბანკიდან;

 

ონლაინ განვადებას  მომხმარებელი ვებგვერდზე ღილაკის დამატებით, ფილიალში მისვლის გარეშე შეძლებს, ხოლო ფიზიკურ სივრცეში განვადება - მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, მაღაზიაში სასურველი ნივთი მარტივად, QR კოდით შეიძინოს. რაც შეეხება ნაწილ-ნაწილ გადახდას, მისი მეშვეობით მომხმარებელი ნებისმიერი ნივთის თუ  მომსახურების შეძენას კიდევ უფრო მარტივად და მოქნილად, მობილბანკიდან შეძლებს.  ნივთის ან სერვისის ღირებულებას კი ნაწილ-ნაწილ, რამდენიმე თვის განმავლობაში დაფარავს, ყოველგვარი დამატებითი პროცენტისა და საკომისიოს გარეშე.

 

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ საქართველოს ბანკი  სთავაზობს ბიზნესს ერთადერთ ტერმინალს საქართველოში, რომელიც ნებისმიერი ბარათით გადახდის შესაძლებლობას იძლევა, თანაც ისე, რომ მომსახურების გამწევს ან პროდუქტის გამყიდველს თანხა  მომენტალურად ერიცხება ანგარიშზე.

 

ბიზნესის კიდევ უფრო ხელშეწყობის მიზნით, ასევე, ბანკის გადახდის არხებისა და გაყიდვების გასაზრდელად, საქართველოს ბანკმა შექმნა bogpay.ge - გადახდების ონლაინ პლატფორმა, სადაც მომხმარებელს  სასურველი სერვისების მიღება ნებისმიერი ადგილიდან, ონლაინ, 24/7-ზე შეუძლია. (ბიზნესის მეტი კომფორტისთვის ასევე  ხელმისაწვდომია როგორც Bog Pay-ს აპარატები, ასევე  ინტერნეტ და მობილბანკის საშუალებით გადახდები)

 

„საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ბანკი, აცნობიერებს თანამედროვე სამყაროში ბიზნესის განვითარებისთვის მომენტალური გადახდების, სწრაფი ბიზნეს ოპერაციებისა და მომხმარებლის კმაყოფილების მნიშვნელობას. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვქმნით სერვისებსა და პროდუქტებს, რომლებიც მარტივი, ხელმისაწვდომი და კომფორტულია, როგორც მომხმარებლისთვის, ასევე ბიზნესისთვის. ეს ხელს უწყობს მომხმარებლის კმაყოფილების, მეორეს მხრივ კი ბიზნესის ზრდას და მისი პოტენციალის სრულად ათვისებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გადახდების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით ბეჟიაშვილმა.

 

საქართველოს ბანკის მრავალფეროვანი გადახდის მეთოდებზე მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომია:  https://bit.ly/3h5qeTz

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:52

    „მოემზადე“ – „თეგეტა მოტორსის“ ახალი სეზონური კამპ...

    „მოემზადე“ – წინ ბევრი საინტერესო გზა გელოდება. მოემზადე მოგზაურობისთვის, ახალი თავგადასავლებისთვის, წვიმისთვის, ქარისთვის, მზიანი ამინდებისთვის... ყოველი დიდი მოვლენის წინ ადამიანე...

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...