1 9 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ახალი ფუნქციონალი - გადახდების ისტორია დაემატა

საქართველოს ბანკი ბიზნესმომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სიახლეების დანერგვას განაგრძობს. ბანკის ბიზნეს მობილბანკს ახალი ფუნქციონალი - გადახდების ისტორია დაემატა. ამიერიდან ბიზნესს შესაძლებლობა აქვს მობილბანკიდან მარტივად და სწრაფად ნახოს საკუთარი სავაჭრო ოპერაციები და გაეცნოს ანალიტიკას.

ბიზნეს მობილბანკს ახალი ფუნქციონალი - გადახდების ისტორია დაემატა. მიზანი  იმ  ბიზნესების  საქმიანობის გამარტივებაა, რომელსაც საქართველოს ბანკის გადახდები  საკუთარ ონლაინ პლატფორმაზე ან ფიზიკურ სივრცეში აქვს ინტეგრირებული. თუ ბიზნესი სარგელობს ბანკის ტერმინალით, ონლაინ განვადებით ან გადახდის სხვა მეთოდით, აპლიკაციაშივე შეძლებენ თვალი ადევნონ მომხმარებლების ჩარიცხვებს, ტრანზაქციების თარიღს, თანხას, სტატუსს თუ სხვა დეტალებს.

მომავალში გადახდების ისტორიას ისეთი ფუნქციონალი დაემატება, როგორიცაა: ოპერაციების სიის გაფილტვრა, რომელიც შესაძლებელია შემდეგი პარამეტრების მიხედვით. ესენია: თარიღი - საწყისი და საბოლოო პერიოდის არჩევა; გადახდის მეთოდის მიხედვით (ტერმინალით ან ონლაინ); გადახდის ტიპის მიხედვით (საბარათე გადახდა, განვადება, ქულებით გადახდა QR განვადება); თანხის მოცულობისა და სტატუსის მიხედვით. გარდა ამისა, ბიზნესი ანალიტიკაში მისი მომხმარებლისა და გადახდების შესახებ ინფორმაციასაც გაეცნობა.

„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს მომხმარებლებს კომფორტული ციფრული გამოცდილება შეუქმნას. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული ციფრულ პროდუქტებსა და სერვისების განვითარების პროცესში. დღეს ბიზნესის წარმატებას ის ციფრული გადაწყვეტილებები განსაზღვრავს, რომელიც ბიზნესის საჭიროებების გათვალისწინებით და საქმიანობის ხელშეწყობის მიზნითაა შექმნილი. სწორედ ასეთ სიახლეს ვთავაზობთ მომხმარებლებს, რომლებიც გადახდების ისტორიის ნახვას ბიზნეს მობილბანკში მარტივად შეძლებენ. მცირე და საშუალო ბიზნესს ხშირად სჭირდება კონკრეტული განხორციელებული ტრანზაქციის ჭრილში ინფორმაციის სწრაფად მიღება, რომელიც აქამდე მხოლოდ ბიზნეს ინტერნეტბანკში იყო შესაძლებელი. ახლა უკვე ბიზნეს მობილბანკსაც დაემატა. ეს არის ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილას მარტივად გამოსაყენებელი ფუნქციონალი. ჩვენი მიზანია, ბიზნესს საქმიანობის განვითარებისთვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა შევუქმნათ“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან კობაძიხემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:52

    „მოემზადე“ – „თეგეტა მოტორსის“ ახალი სეზონური კამპ...

    „მოემზადე“ – წინ ბევრი საინტერესო გზა გელოდება. მოემზადე მოგზაურობისთვის, ახალი თავგადასავლებისთვის, წვიმისთვის, ქარისთვის, მზიანი ამინდებისთვის... ყოველი დიდი მოვლენის წინ ადამიანე...

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...