1 3 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი-ს მხარდაჭერით CAMEX Airlines-ი მომხმარებელს საკუთარი საჰაერო ხომალდით მოემსახურება

CAMEX Airlines-ი, ახალი ავიაგადამზიდავი კომპანია საქართველოში, საერთაშორისო კომპანია CAMEX International-ის სტარტაპ პროექტია, რომელიც თიბისის მხარდაჭერით მომხმარებელს უკვე საკუთარი საჰაერო ხომალდით მოემსახურება.

CAMEX International-ი, კამექსის სახელით, თითქმის 20 წელიწადია, საქართველოსა თუ საერთაშორისო ბაზრებზე წარმატებით ოპერირებს ავიაგადაზიდვების სფეროში.

737-800 ბოინგის ტიპის თვითმფრინავის შესყიდვა კამექსმა 2020 წელს, პანდემიური  შეფერხებების გამო გადაწყვიტა. დღეს კი კომპანიის დამფუძნებლები ამ ნაბიჯის დადებით შედეგებზე თამამად საუბრობენ.

„2020 წლის მარტში, როცა პანდემია გამოცხადდა და ტვირთის გადაზიდვა გართულდა, CAMEX International-მა შეიმუშავა სატვირთო თვითმფრინავის ექსპლუატაციის პროექტი და დაიწყო ინვესტორების მოძიება. პროექტი ჯერ  ამერიკულ საინვესტიციო ფონდ Gazelle Finance-ს წარვუდგინეთ, რომელიც მალევე დათანხმდა ჩვენთან პარტნიორობას. იმავდროულად, მივმართეთ თიბისი ბანკს. მათაც გავაცანით გეგმები, რომ გვსურდა, გამოგვეყენებინა მათი რესურსი პროექტში ინვესტირებისთვის.

თიბისი გვენდო და სტარტაპს მხარი დაუჭირა. პროექტი წარმატებით განხორციელდა და დღეს პირველი საკუთარი საჰაერო ხომალდი გვყავს. ჩვენს განკარგულებაშია ლოგისტიკური ჯაჭვის ყველა საჭირო რგოლი - სასაწყობე მეურნეობა, გადაზიდვა და დისტრიბუცია, რაც უფრო მეტ ოპერატიულობასა და მომხმარებლისთვის შედარებით ხელსაყრელი ფასის შეთავაზებას ნიშნავს. ეს ყველაფერი კი მომავალში უფრო მეტ ხარისხს, მეტ დასაქმებულ ადამიანსა და მომსახურების არეალის გაზრდასაც გულისხმობს“, - ამბობს კომპანია CAMEX Ailirnes-ის საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი, გიორგი სეთურიძე.

მცირე და დიდი ზომის ტვირთების ტრანსპორტირება ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, ინგლისიდან და ჩინეთიდან საქართველოში ის ძირითადი სერვისია, რომლითაც კამექსს საქართველოსა თუ მის საზღვრებს გარეთ იცნობენ. რეგიონში ლიდერის პოზიციის დაკავებაში კამექსს ხელი მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან - AliExpress, Chapman Freeborn და Kühne + Nage მუდმივმა პარტნიორობამაც შეუწყო. ახლა უკვე საკუთარი საჰაერო ხომალდით, CAMEX Airlines-ი ადგილობრივ და საერთაშორისო მომხმარებელს სთავაზობს ჩარტერულ და რეგულარულ რეისებს, ნებისმიერი სახის ტვირთის გადასაზიდად. ავიაკომპანიამ პირველი ჩარტერული რეისი აგვისტოში შეასრულა.

ავიაკომპანიას პირდაპირი კავშირები აქვს ისეთ მნიშვნელოვან ცენტრებთან, როგორიცაა ფრანკფურტი, კიოლნი, ლიეჟი, სტამბოლი, ბაქო, ჩინეთის და ინდოეთის ქალაქები, თელ-ავივი, რაც ხელს უწყობს მომავალში ტვირთნაკადების კიდევ უფრო გაზრდას.

წარმატების მთავარ ფორმულად გიორგი სეთურიძე კამექსის გუნდს მიიჩნევს, რომელიც კომპეტენტური და საქმეზე შეყვარებული ადამიანებისგან შედგება და მათზე ზრუნვა კომპანიისთვის პრიორიტეტულია.

„ჩვენი კომპანიის მთავარი რესურსი არის გუნდი - პროფესიონალები, რომელთა შეფასების შედეგად ნდობა გამოგვიცხადეს სალიზინგო კომპანიებმა, მათ შორის, ისეთმა ლიდერმა, როგორიცაა BBAM. მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა სალიზინგო კომპანიამ სარგებლობაში გადმოგვცა საჰაერო ხომალდი. ეს იყო ჩვენი დიდი წარმატება - მათ აღიარეს ჩვენი გუნდი, რომელიც ოპერირებას გაუწევს თვითმფრინავს. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტისთვის საჭირო ყველა ლიცენზია უკვე მოპოვებული გვაქვს, მათ შორის, EASA-ს ავტორიზაცია ევროპაში ფრენების შესასრულებლად. ყველა პროცესი ჩვენ სასარგებლოდ შეაფასა ბიზნესის მთავარმა რეგულატორმა, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ“, - ამბობს გიორგი სეთურიძე.

სამომავლოდ, CAMEX Airlines-ი კიდევ 3 საჰაერო ხომალდის შეძენას და შესაბამისად, ფლოტის გაზრდას გეგმავს, რაც მისი საქმიანობის გეოგრაფიულ არეალს და ამ არეალში კომპანიის ცნობადობას კიდევ უფრო გააფართოვებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...