„რენიუ“ — პლასტიკური ქირურგიისა და რეკონსტრუქციული...
„რენიუ“ - ეს არის პლასტიკური ქირურგიის ცენტრი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა დაფუძნდა და დიდი გეგმებით მიიწევს წინ. განსხვავებით სხვა მსგავსი კლინიკებისა, აქ პლასტიკურ ქირურგიასთან ერთად, რთ...
|
ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს. თანამედროვეობას შერწყმული, რეგიონისთვის დამახასიათებელი წინა საუკუნეების არქიტექტურა, გამორჩეულს ხდის მას. ერთი მხრივ, განსხვავებული და ამავე დროს ავთენტური გარემო, განსაკუთრებით ხიბლავს ვიზიტორებს.
მართალია, სასტუმროს ისტორია ერთ წელს ითვლის. თუმცა, გაცილებით დიდი ისტორია აქვს მისი შექმნის იდეას, რომელიც ჯერ კიდევ „ახალციხის ციხის“ რეაბილიტაციის პერიოდიდან დაიწყო. სასტუმროს მეპატრონე, ადგილობრივი სტარტაპერი სიმონ აფრიამაშვილი გვიყვება, რომ თავდაპირველად, საოჯახო ტიპის სასტუმრო, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გახსნა მისმა ოჯახმა.
„მას შემდეგ, რაც „ახალციხის ციხეს“ რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ჩვენ ქალაქში ტურისტების შემოდინება დაიწყო. გადავწყვიტეთ, საკუთარ სახლში, რომელიც რაბათის უბანში მდებარეობს, საოჯახო სასტუმრო მოგვეწყო. რამდენიმე ოთახი გამოვყავით და ასე ვმასპინძლობდით წლების განმავლობაში ტურისტებს“, - გვიყვება სიმონი.
რეგიონში ტურიზმის განვითარებასა და სასტუმროზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, სიმონმა ბიზნესის გაფართოება გადაწყვიტა. გამოცდილება, რომელიც მან და მისმა ოჯახმა წლების განმავლობაში დააგროვა, ერთადერთი და მნიშვნელოვანი კაპიტალი აღმოჩნდა პირველი ნაბიჯების გადასადგმელად. სასტუმროს ასაშენებლად ფინანსური რესურსი არ ჰქონდა და დახმარებისთვის თიბისის მიმართა. სიმონმა, თიბისისგან შეღავათიანი ბიზნეს სესხი აიღო და საცხოვრებელ სახლთან ახლოს, სასტუმროს მშენებლობას შეუდგა. შეღავათიანი ბიზნეს სესხის ფარგლებში, სტარტაპერს „აწარმოე საქართველო“ (enterprisegeorgia.gov.ge) სესხის პროცენტის სუბსიდირებით დაეხმარა, ხოლო თიბისიმ 6 თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის საშუალება მისცა. როგორც სიმონი ამბობს, სანამ სასტუმროს ააშენებდა, ბანკის საშეღავათო პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მისთვის: „ძალიან დიდი შეღავათი იყო ის, რომ სასტუმროს მშენებლობის პროცესში სესხის გადახდაზე არ ვფიქრობდი“.
გახსნიდან ძალიან მალევე, სასტუმრო „რაბათმა“ ვიზიტორების გული მოიგო და ტურისტებისთვის საყვარელ ადგილად იქცა. მცირე ზომის სასტუმრო, რომელიც ათამდე ნომერს აერთიანებს, მაღალი სტანდარტის სერვისთან ერთად, ოჯახურ ატმოსფეროს უქმნის სტუმრებს.
მას შემდეგ, რაც სასტუმროს ფუნქციონირება გამართა, სიმონმა სარესტორნო სივრცეც გახსნა. რესტორანი გათვლილია, როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის, ამიტომ, მენიუში განსაკუთრებული ადგილი უკავია მესხურ კერძებს.
„უცხოელ ტურისტებს და თუნდაც ქართველ ტურისტებს, განსაკუთრებით აინტერესებთ ადგილობრივი კერძების დაგემოვნება. ამიტომ მესხური კერძები პირველი იყო, რაც მენიუში შევიტანეთ“, - ამბობს სიმონი.
„საინტერესო და გამოწვევებით სავსე“ - ასე ახასიათებს სტარტაპერი ბიზნეს სფეროს, რომელშიც საქმიანობს. თუმცა, გამოწვევებს არ უშინდება და გახსნის დღიდან, სასტუმროს წინსვლასა და განვითარებაზე ზრუნავს.
გამოწვევებსა და მიზნებზე საუბრისას, რეგიონის ჭრილში ტურიზმის განვითარების პერსპექტივასაც შევეხეთ.
„სამცხე-ჯავახეთში ტურიზმი კიდევ უფრო განვითარდება. წინა წლებს რომ გადავხედოთ, ყოველი მომდევნო უკეთესია (კოვიდის პერიოდს თუ არ ჩავთვლით), ხულო-ზარზმის გზის გახსნა მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენ მხარეში მოძრაობას, რაც ასევე დადებითად აისახება ტურიზმის განვითარებაზე“.
შევთანხმდით, რომ სამცხე-ჯავახეთში ბევრი კულტურული ძეგლია, რომელსაც პოპულარიზაცია სჭირდება.
„ყველამ იცის ახალციხის ციხე, ვარძია, საფარა, ჭულე და ზარზმა. მაგრამ არ იცნობენ ხერთვისს, თმოგვს და ოქროს ციხეს. ტაბაწყურს და საროს ქარაფებს“, - გვეუბნება სიმონი.
ახლა მთლიანად სასტუმროს საქმეებითაა დაკავებული. თუმცა, არ გამორიცხავს, რომ მომავალში, თავად შესთავაზოს სტუმრებს ადგილობრივი ტურები. ვინ იცის, იქნებ, ერთხელ თქვენც დაემგზავროთ „რაბათიდან“ - ვარძიამდე, საროს ქარაფებამდე ან უფრო მაღლა, გზად, დიდი აბულისკენ.
„რენიუ“ - ეს არის პლასტიკური ქირურგიის ცენტრი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა დაფუძნდა და დიდი გეგმებით მიიწევს წინ. განსხვავებით სხვა მსგავსი კლინიკებისა, აქ პლასტიკურ ქირურგიასთან ერთად, რთ...
13 მარტიდან, განახლებული პრემიუმ პაკეტების შეთავაზებით, „საბა“ მკითხველებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, პირველად SABA Reader-ში წაიკითხონ წიგნები, რომლებიც სხვაგან არსადაა ხელმისაწვდომ...
ქართული კომპანია აზერბაიჯანში მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელი მიმდინარე წელს გახდა „თეგეტა“ აზერბაიჯანში Bridgestone-ის ოფიციალური წარმომადგენელია და მეზობელი ქვეყნის ბაზარს იაპონუ...
თიბისი კონცეპტმა და Mastercard-მა, მომხმარებლებს საგაზაფხულოდ კიდევ ერთი განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადეს. ახალი თიბისი კონცეპტ 360 Mastercard World Elite ბარათის მფლობელებს, შესაძლებლობა გ...
ავტომანქანის რეტრო მოდელი, როგორც განვითარების საწყისი - სიმბოლოებით დატვირთული და საგანგებოდ შემუშავებული კონცეფციით შექმნილი სამკაული „თეგეტამ“ ქალ თანამშრომლებს მიუძღვნა. უნიკალუ...
„როგორც ჩვენს წინა განახლებაში აღვნიშნეთ, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები როგორც წინა თვესთან, აგრეთვე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. სანამ ლარზე მოქმედ შიდა ფაქტორ...
მომხმარებლის გამოცდილების მართვის კვლევითი და საკონსულტაციო სააგენტო CX Hub-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, 24 თებერვალს საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა Customer Experience (CX) Business Summ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები