„მაზდა ცენტრი თეგეტამ“ იაპონიის იმპერატორის დაბადე...
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბილესად...
|
საქართველოს ბანკი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტების განხორციელების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, მასშტაბითა და მნიშვნელობით, გამორჩეული არქიტექტურის, უნიკალურად დატვირთული ფუნქციების მქონე „აქსის თაუერსი“ გაიხსნა. „აქსის თაუერსის“ პროექტში დაახლოებით 150 000 000 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. პროექტში ბანკის თანამონაწილეობა 60 000 000 დოლარს შეადგენს.
„მოხარული ვარ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ისეთი მასშტაბური პროექტის განხორციელბაში, როგორიც „აქსის თაუერსის მულტიფუნქციური კომპლექსია. რომელიც მოიცავს: დეველოპმენტის ხუთ მიმართულებას: საცხოვრებელი, სასტუმრო, საოფისე, კომერციული და გასართობი ფუნქციები. აღსანიშნავია, რომ აქსის თაუერსი არის მთლიანად ქართული პროექტი, განხორციელებული ქართველი სპეციალისტების მიერ, ამასთანავე გლობალურ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მჯერა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება, რომელიც არის ეკონომიკურად გამართული და მდგრადი, დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, შექმნის რა ახალ სამუშაო ადგილებს, ძალიან საინტერესო სივრცეს ტურისტებისთვის, ბიზნესებისთვის. მინდა მივულოცო კომპანიას პროექტის წარმატებით განხორციელება“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
პროექტის შესახებ:
შენობის არქიტექტურული კონცეფცია სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება:ეს არის ორი იდენტური ცათამბჯენი, ტყუპი კოშკები. კოშკები ერთმანეთის საწინააღმდეგოდ ბრუნავენ, რაც შენობების მოძრაობის ილუზიას ქმნის. აქსის თაუერსი ჯამში შედგება 41 სართულისგან, აქედან 4 მიწისქვეშაა, ხოლო 37 მიწის ზემოთ. სიმაღლეში სულ -147 მეტრია. კოშკების ყოველი სართული 2 გრადუსით ტრიალებს ღერძის/ბირთვის გარშემო.
კონსტრუქცია
უნიკალურია „აქსის თაუერსის" კონსტრუქციაც, რომელიც ზედხედში მოგვაგონებს საათს. მისი ძირითადი კომპონენტებია ბირთვი და ციფერბლატივით განლაგებული თორმეტი მასიური პილონი. რთული საინჟინრო გადაწყვეტილებებიდან აღსანიშნავია ხიმინჯების სისტემა, რომელთა სიღრმე, ძირითად შემთხვევებში 30 მეტრს აღემატება. ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხიმინჯების საერთო სიგრძე კი 18 კმ-ს აღემატება.
მრავალფუნქციურობა
„აქის თაუერსში“ თავმოყრილია დეველოპმენტის ხუთი მიმართულება: საცხოვრებელი, სასტუმრო, საოფისე, კომერციული და გასართობი ფუნქციები. აქ მაცხოვრებელ, მომუშავე ან დამსვენებელ ადამიანს არ სჭირდება გარეთ გასვლა უმაღლესი ხარისხის მომსახურების მისაღებად, სავაჭროდ, გასართობად და სხვა. ეს არის ერთგვარი შენობა-ქალაქი ქალაქში.
ინფრასტრუქტურა
აღსანიშნავია ის, რომ აქსის თაუერსი საკუთარ ტერიტორიაზე ქმნის საჯარო სივრცეს საფეხმავლო ქუჩას. ცნობილია, რომ თბილისს აკლია საფეხმავლო ქუჩები. ასეთები მხოლოდ ძველ თბილისში გვხვდება. „აქსის თაუერსის“ პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი სარგებელი მოუტანოს ქალაქს. აქ განთავსდება 7 რესტორანი და 2 ღია ბარი, კოქტეილ და ღვინის ბარები, რომელიც ერთგვარ გასტრონომიულ მოგზაურობას სთავაზობს აქსის თაუერსის სტუმრებს და წარმოადგენს კომპლექსის რეკრეაციული ზონის შემადგენელ ნაწილს.
მიწის ქვეშ განლაგებული ოთხი სართულიდან ერთი სრულად ეთმობა სავაჭრო ცენტრს. 3 მიწისქვესა სართულზე კი განთავსებულია ვტოსადგომი 500 მანქანაზე.
აქსის თაუერსს ჯამში ემსახურება Mitsubishi-ს 33 ჩქაროსნული ლიფტი და 6 ესკალატორი. კომპლექს აქვს 16 დამოუკიდებელი გასასვლელი რაც ხელს უწყობს შიდა ნაკადების დამოუკიდებელ მოძრაობას, ერთმანეთთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მრავალფუნქციური კომპლექსისთვის.
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბილესად...
თიბისის მომხმარებლებს თქვენს სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული საგაზაფხულო შეთავაზებით სარგებლობა 7-8 მარტსაც შეგეძლებათ. გაზაფხულის პირველი კვირის დასასრულს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუა...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მარტის თვეში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი ტრენერებისგან მათთვის საინტერესო სა...
ტექნოლოგიებითა და ბიზნეს მიმართულებებით დაინტერესებულ უფროსკლასელებსა და სტუდენტებს, თიბისი, საგანმანათლებლო უფასო პროგრამებს სთავაზობს. მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისის ტექსკოლასა და კ...
თიბისი კონცეპტის საგაზაფხულო კვირეული მრავალფეროვანი შეთავაზებებით უწყვეტად გრძელდება. განსხვავებული კატეგორიების პარტნიორ ობიექტში ქეშბექ აქციები 8 მარტის ჩათვლით იქნება. თიბისი კონცეპტ Mastercard ...
თიბისის მხარდაჭერით, „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო START-UP მარათონს გამართავს. თიბისი ახალი თაობისთვის უკვე მეორე წელია ამ პროექტის პარტნიორია...
PSP გილოცავთ ქალთა დღეებს და 28 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით გთავაზობთ 70%-მდე ფასდაკლებას მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ბრენდის თავის მოვლისა და სილამაზის პროდუქტებსა და ექსკლუზიურ ბრენდებზე. მარტივ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები