0 2 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„მიეცი თავს მეტისუფლება“ - თიბისი დაზღვევია ახალი კამპანია

ამ ზაფხულს რომელი მიზეზით აპირებ მოგზაურობაზე უარის თქმას? შვებულების აღების გამბედაობა არ გყოფნის თუ ორი თვის წინ დაწყებულ რემონტს არ უჩანს ბოლო? თიბისი დაზღვევის ახალი კამპანია, “მიეცი თავს მეტისუფლება” სწორედ ამ მიზეზებზე გვიყვება, რომელთა გამოც ხშირად დავრჩენილვართ სახლში და გამოვრჩენილვართ ახალ თავგადასავლებს. ბევრი წვრილმანი არ წასვლის მნიშვნელოვან არგუმენტად გვეჩვენება ხოლმე, მაგრამ ვაღიაროთ, უცხო ქვეყნის მონახულებით მოგვრილ ემოციებს უარის თქმის ვერცერთი მიზეზი გაუტოლდება.

 

ხანდახან იმდენად ვბოჭავთ საკუთარ თავს აბსურდული მიზეზებით, რომ საბოლოოდ მოგზაურობა შორეულ თავგადასავლად გვეჩვენება და უკვე ჩვენგან გამბედაობასაც კი მოითხოვს. იმის შესახსენებლად, რომ მოგზაურობაზე უარის თქმის ნებისმიერი მიზეზი უმნიშვნელოა, თიბისი დაზღვევამ “სიტყვის მონასთან” კოლაბორაციით შექმნა კამპანია, რომლის ვიდეო რგოლებშიც ვხედავთ, “ხორცშესხმულ” მიზეზებს, რომლებიც გვაკავებს და ხელს გვიშლის ახალი გამოცდილებების მიღებაში. კამპანიის კონცეფციაზე კრეატიულმა სააგენტო HOLMES&WATSON-მა იმუშავა, ხოლო ვიდეოების რეჟისორი გიორგი ქვლივიძეა.
„სიტყვის მონა“ ალტერნატიული ქართული ლექსიკონია, ლინგვისტური ექსპერიმენტებისა და სიტყვებით თამაშის მოყვარულებისთვის. სწორედ გამოგონილი, მაგრამ მაინც ნაცნობი სიტყვების გაჟღერებით  კომპანიამ დაგვანახა, თუ როგორ სასაცილოდ და უაზროდ ჟღერს ჩვენი მოგზაუარობა, ანუ როცა მოგზაურობაზე უარს ვამბობთ.

 

თიბისი დაზღვევა გაუმჯობესებული პირობების სამოგზაურო დაზღვევას გთავაზობს, რომელიც შენს საყვარელ ქვეყნებში ყოფნას მეტად ლაღსა და საიმედოს გახდის. სასურველი პაკეტის შეძენა მარტივად ჩატში, საიტზე ან აპში შეგიძლია. და როცა მიხვდები, რომ სანერვიულო არაფერია, მიეცი თავს მეტისუფლება.

 

ნახეთ ვიდეო აქ:

https://fb.watch/lV5Tk8p2ic/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:35

    თიბისის მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ START-UP მ...

    თიბისის მხარდაჭერით, „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო START-UP მარათონს გამართავს. თიბისი ახალი თაობისთვის უკვე მეორე წელია ამ პროექტის პარტნიორია...

  • 11:26

    PSP გილოცავთ ქალთა დღეებს და გთავაზობთ 70%-მდე ფას...

    PSP გილოცავთ ქალთა დღეებს და 28 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით გთავაზობთ 70%-მდე ფასდაკლებას მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ბრენდის თავის მოვლისა და სილამაზის პროდუქტებსა და ექსკლუზიურ ბრენდებზე. მარტივ...

  • 11:12

    თიბისის განსაკუთრებული საგაზაფხულო შეთავაზება 2 და...

      2-3 მარტს, თიბისის საგაზაფხულო კვირეულის ფარგლებში, პარტნიორ ობიექტებში სასურველი ნივთების შეძენისას, მომხმარებლები მიმდინარე ფასდაკლებებთან ერთად, 30%-იანი ქეშბექ შეთავაზებით ისარგებლებენ. ახა...

  • 15:29

    28 თებერვალს, AWS კომუნა თიბისის მხარდაჭერით უკვე ...

    თიბისის მხარდაჭერით, 28 თებერვალს ტექნოლოგიური ღონისძიება  - AWS კომუნის შეკრება გაიმართება. AWS მომხმარებელთა ჯგუფი ქართველი და უცხოელი ინჟინრებისგან, ასევე, დეველოპერებისგან შემდგარი კომუნაა,...

  • 13:58

    თიბისი კონცეპტის სპეციალური შეთავაზებები მარტის კვ...

    "უკვე გაზაფხულია"- თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს გაზაფხულისთვის ტრადიციულად მასშტაბური შეთავაზებების კვირეული მოუმზადა. ბარათების მფლობელები, 1-დან 8 მარტის ჩათვლით, პარტნიორ ობიექტებში, განსაკუთრებ...

  • 12:00

    თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით UK Bridge-ს განათლები...

    თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 1 მარტს, UK Bridge-ის ყოველწლიურ ღონისძიებას „განათლების საერთაშორისო გამოფენა 2025“ უმასპინძლებს. გამოფენაზე მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ ...

  • 11:49

    თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, ცენტრალურ და აღ...

    თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ობლიგაციების გამოსაშვებად - საუკეთესო ბანკად, საქართველოში კი საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.   Global Finance-ის პირ...