0 2 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის მდგრადი განვითარების ანგარიში

თიბისიმ მდგრადი განვითარების 2022 წლის ანგარიში წარადგინა, რომელიც მდგრადობის საერთაშორისო სტანდარტებსა და პრინციპებს ეფუძნება. ღონისძიება, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, 27 ივნისს გაიმართა.

თიბისისთვის მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების ისეთი საკითხები, როგორებიცაა ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა, მომხმარებელთა და თანამშრომელთა უფლებების დაცვა, შრომითი პირობების გაუმჯობესება, სამუშაო ადგილების მრავალფეროვნება, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, ციფრული ტექნოლოგიების განვითარება, მდგრადი დაფინანსება, გარემოსდაცვითი საკითხები, ფინანსური განათლება და სხვა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ თიბისი მდგრადი განვითარების ძირითადი მიდგომები გააცნო და გასული წლის მიღწევები შეაჯამა. რისკების მართვის დირექტორმა ნინო მასურაშვილმა, კი სტუმრებს მდგრადი განვითარების ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის ფარგლებში, მან, ასევე, ისაუბრა თიბისის გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის სტრატეგიისა და თიბისის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ.

თიბისი კონცეპტში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე თიბისის სხვადასხვა პროგრამის ბენეფიციარები და თიბისის პარტნიორი - მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესების წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური განხილვა თემაზე - მდგრადი ბიზნეს მოდელები და პრაქტიკები  საქართველოში, რომელშიც კომპანიების „თეგეტას“, აგრომაქსის“, „ბრიმ თბილისის“ და „გროსვატის“ წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

პანელურ დისკუსიაზე განხილული იყო სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის ვაჭრობის, სოფლის მეურნეობასა და ტურიზმში მდგრადი ბიზნეს პრაქტიკები, განახლებადი ენერგიის მნიშვნელობა, ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობა, მრავალფეროვნების მნიშვნელობა და ქალთა გაძლიერება. აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა მდგრადი განვითარების ირგვლივ ცნობიერების ამაღლებასა და მხარდამჭერ ინიციატივებზე.

„მდგრადი ბიზნესებისა და პროექტების მხარდაჭერა თიბისისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მხრივ, საქართველოში უკვე ბევრი საინტერესო კომპანია ოპერირებს, რომელთა მხარდამჭერი თიბისია. ჩვენ, როგორც ქვეყნის წამყვან ფინანსურ და ტექნოლოგიურ კომპანიას, კარგად გვაქვს გაცნობიერებული, თუ რამდენად პოზიტიური გავლენის მოხდენა შეგვიძლია მომხმარებლებზე, გარემოსა და საზოგადოებაზე. ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მდგრადი განვითარების საქმიანობის ხელშეწყობას.“- ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

თიბისი 2019 წლიდან წარადგენს წლიურ ანგარიშს, რომელიც ასახავს თიბისის წვლილსა და გავლენას ეკონომიკაზე, გარემოსა და საზოგადოებაზე. 2022 წლის მდგრადი განვითარების ანგარიშში, რომლის სრულ ვერსიას www.tbcbankgroup.com - ზე გაეცნობით, სამომავლო გეგმებთან ერთად,  წარმოდგენილია ის შედეგები, რომლებსაც თიბისიმ გასულ წელს მიაღწია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:35

    თიბისის მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ START-UP მ...

    თიბისის მხარდაჭერით, „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო START-UP მარათონს გამართავს. თიბისი ახალი თაობისთვის უკვე მეორე წელია ამ პროექტის პარტნიორია...

  • 11:26

    PSP გილოცავთ ქალთა დღეებს და გთავაზობთ 70%-მდე ფას...

    PSP გილოცავთ ქალთა დღეებს და 28 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით გთავაზობთ 70%-მდე ფასდაკლებას მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ბრენდის თავის მოვლისა და სილამაზის პროდუქტებსა და ექსკლუზიურ ბრენდებზე. მარტივ...

  • 11:12

    თიბისის განსაკუთრებული საგაზაფხულო შეთავაზება 2 და...

      2-3 მარტს, თიბისის საგაზაფხულო კვირეულის ფარგლებში, პარტნიორ ობიექტებში სასურველი ნივთების შეძენისას, მომხმარებლები მიმდინარე ფასდაკლებებთან ერთად, 30%-იანი ქეშბექ შეთავაზებით ისარგებლებენ. ახა...

  • 15:29

    28 თებერვალს, AWS კომუნა თიბისის მხარდაჭერით უკვე ...

    თიბისის მხარდაჭერით, 28 თებერვალს ტექნოლოგიური ღონისძიება  - AWS კომუნის შეკრება გაიმართება. AWS მომხმარებელთა ჯგუფი ქართველი და უცხოელი ინჟინრებისგან, ასევე, დეველოპერებისგან შემდგარი კომუნაა,...

  • 13:58

    თიბისი კონცეპტის სპეციალური შეთავაზებები მარტის კვ...

    "უკვე გაზაფხულია"- თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს გაზაფხულისთვის ტრადიციულად მასშტაბური შეთავაზებების კვირეული მოუმზადა. ბარათების მფლობელები, 1-დან 8 მარტის ჩათვლით, პარტნიორ ობიექტებში, განსაკუთრებ...

  • 12:00

    თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით UK Bridge-ს განათლები...

    თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 1 მარტს, UK Bridge-ის ყოველწლიურ ღონისძიებას „განათლების საერთაშორისო გამოფენა 2025“ უმასპინძლებს. გამოფენაზე მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ ...

  • 11:49

    თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, ცენტრალურ და აღ...

    თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ობლიგაციების გამოსაშვებად - საუკეთესო ბანკად, საქართველოში კი საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.   Global Finance-ის პირ...