„მაზდა ცენტრი თეგეტამ“ იაპონიის იმპერატორის დაბადე...
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
|
. „თეგეტამ“ გერმანული კომპანიის, MAN-ის, ავტობუსები ერევანს საერთაშორისო ტენდერის ფარგლებში მიაწოდა
. სატრანსპორტო რეფორმა სომხეთის დედაქალაქში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით ხორციელდება
ერევნის მილიონზე მეტ მოსახლეს MAN-ის ბრენდის ავტობუსები ემსახურება. თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებები სომხეთის დედაქალაქს „თეგეტა ჰოლდინგმა“ მიაწოდა. ქართული კომპანია, რომელიც გერმანული ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორია, ერევნის მერიის მიერ გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის გამარჯვებულია. უსაფრთხოებითა და თანამედროვე ტექნიკური მახასიათებლებით გამორჩეული ავტობუსებით ერევნის მთავრობამ დედაქალაქის მცხოვრებლებს მომსახურების ახალი სტანდარტი შესთავაზა, რაც ქალაქის სატრანსპორტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. MAN Lion’s City 12C ტიპის 87 ავტობუსი ერევნის არსებული სატრანსპორტო ქსელის ძირითად მარშრუტებზე გადაადგილდება.
ვაზგენ არუთინიანი, ერევნის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელი: „მოხარულები ვართ, რომ „თეგეტასთან“ წარმატებული თანამშრომლობით ჩვენი დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიტანეთ. შედეგად, ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურობა მკვეთრად გაუმჯობესდა. ერევნის მცხოვრებლები ევროპული სტანდარტის, კომფორტული ავტობუსებით მგზავრობენ. ასევე ხაზგასასმელია, რომ MAN Lion’s City 12C ტიპის სატრანსპორტო საშუალებები, სხვა მოდელებთან შედარებით, გაცილებით უსაფრთხოა გარემოსთვის და ხელს უწყობს CO2-ის ემისიის შემცირებას. ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა, „თეგეტამ“, შემოგვთავაზა ის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა — ხარისხიანი, თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული ავტობუსები მისაღებ ფასად. კომპანიამ ტრანსპორტი გათვალისწინებულზე ექვსი თვით ადრე მოგვაწოდა, რაც ძალიან სასიამოვნოა. ერევნის მთავრობა განაგრძობს მუნიციპალური პარკის განვითარებას და იმედი გვაქვს, რომ წარმატებული თანამშრომლობა „თეგეტასთან“ მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“.
ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი აირის ძრავაზე (CNG) მომუშავე ავტობუსები 94 მგზავრზეა გათვლილი, არის თანამედროვე დიზაინის, უსაფრთხო, სრულად ადაპტირებული და კომფორტული შშმ პირებისათვის. სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად, „თეგეტასა“ და ერევნის მერიას შორის გაფორმებული სატენდერო ვალდებულების ნაწილია ავტობუსების ექსპლუატაციის შემდგომი სერვისის მიწოდებაც. ავტობუსების გამართული და შეუფერხებელი ოპერირებისათვის, „თეგეტა“ ყველა საჭირო მომსახურებას გერმანული სტანდარტის შესაბამისად ახორციელებს.
ირაკლი პაპიაშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული ბიზნეს მიმართულების დირექტორი: „საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით, ეს პირველი საერთაშორისო ტენდერია, რომლის თანახმადაც ავტობუსები ქვეყნის გარეთ მივაწოდეთ. როგორც იცით, სატრანსპორტო რეფორმა სომხეთის დედაქალაქში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელშეწყობით ხორციელდება. EBRD-ს ძალიან გამჭვირვალე და სამართლიანი შეფასება აქვს, რომელიც, ფასთან ერთად, ხარისხისა დამიწოდების კომპონენტსაც მოიცავს. „თეგეტამ“ ყველა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება შეძლო. 25 მილიონი ევროს ოდენობის ტენდერის პირობები ვადაზეადრე შევასრულეთ. ამისათვის ჩვენსპარტნიორს, MAN-ს, ლოტები ტენდერის შედეგების გამოცხადებისთანავე დავუკვეთეთ. ავტოსატრანსპორტო საშუალებებს ჯერ პოლონეთში, MAN-ის ერთ-ერთ ქარხანაში, შემდეგ კი უკვე თბილისში ჩაუტარდა ინსპექტირება. ჩვენი დედაქალაქიდან კი MAN-ის 12-მეტრიანი ტრანსპორტი უშუალოდ ერევნის მერმა დავიცე-მერმა ჩაიბარეს. ახლა კი ეს ავტობუსები მოსახლეობას წარმატებით ემსახურება. ჩვენი გამოცდილება, საერთაშორისო ბიზნესკავშირები და მნიშვნელოვან პარტნიორებთან თანამშრომლობა გვაძლევს საშუალებას, კონკურენტუნარიანები ვიყოთ რეგიონის მასშტაბით. ერევნის მუნიციპალური ტრანსპორტის ტენდერის წორედ ამის დასტურია“.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო ტენდერის გამარჯვებული, „თეგეტა“, ერევნის მუნიციპალიტეტმა 2022 წლის აპრილში გამოავლინა.
28-წლიანი საქმიანობის განმავლობაში ჰოლდინგს რეგიონის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს. 2016 წლიდან კომპანიამ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტს თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებები, MAN-ისა და სხვა ევროპული ბრენდების 500-ამდე ავტობუსი მიაწოდა. ამჯერად კი კომპანია მორიგი სატენდერო პირობების შესასრულებლად ემზადება, რომლის ფარგლებშიც „თეგეტა“ საქართველოს დედაქალაქს 160 ერთეული ევროპული წარმოების MAN-ის უახლესი 18-მეტრიანი ავტობუსებით მოამარაგებს. თბილისის მუნიციპალური პარკისთვის MAN Lion’s City 18 C-ს მიწოდება კომპანიამ უკვე დაიწყო.
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Tegeta Truck & Bus 2006 წლიდან ბავარიული კომპანიის MAN TRUCK & BUS-ის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში. ცენტრალური ფილიალის ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილების სერვისცენტრი MAN-ის მიერ არის ავტორიზებული და სრულად შეესაბამება გერმანული კომპანიის მოთხოვნებს. გარდა ამისა, მიმდინარე წელს ჰოლდინგი გეგმავს MAN-ის სტანდარტებით ახალი, მასშტაბური სერვისცენტრის მშენებლობას, რომელშიც ყველაის სერვისი იქნება ხელმისაწვდომი, რომლებსაც კომპანია მომხმარებელს სთავაზობს.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეც ტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
თიბისის მომხმარებლებს თქვენს სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული საგაზაფხულო შეთავაზებით სარგებლობა 7-8 მარტსაც შეგეძლებათ. გაზაფხულის პირველი კვირის დასასრულს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუა...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მარტის თვეში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი ტრენერებისგან მათთვის საინტერესო სა...
ტექნოლოგიებითა და ბიზნეს მიმართულებებით დაინტერესებულ უფროსკლასელებსა და სტუდენტებს, თიბისი, საგანმანათლებლო უფასო პროგრამებს სთავაზობს. მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისის ტექსკოლასა და კ...
თიბისი კონცეპტის საგაზაფხულო კვირეული მრავალფეროვანი შეთავაზებებით უწყვეტად გრძელდება. განსხვავებული კატეგორიების პარტნიორ ობიექტში ქეშბექ აქციები 8 მარტის ჩათვლით იქნება. თიბისი კონცეპტ Mastercard ...
თიბისის მხარდაჭერით, „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო START-UP მარათონს გამართავს. თიბისი ახალი თაობისთვის უკვე მეორე წელია ამ პროექტის პარტნიორია...
PSP გილოცავთ ქალთა დღეებს და 28 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით გთავაზობთ 70%-მდე ფასდაკლებას მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ბრენდის თავის მოვლისა და სილამაზის პროდუქტებსა და ექსკლუზიურ ბრენდებზე. მარტივ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები