თიბისის ESG აკადემია ბიზნესების წარმომადგენლებისთვ...
18 მარტს, თბილისში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შ...
|
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა უკვე მესამედ გაიმართა. წელს ღონისძიების მხარდამჭერი „თეგეტა ჰოლდინგი“ გახდა, რომლისთვისაც ქალთა გაძლიერება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
გამოფენაში მონაწილეობა 145 მეწარმე ქალმა მიიღო. მათ შორის იყვნენ ლტოლვილები უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან. მათ ღონისძიების სტუმრებს საკუთარი ნაწარმი — საკვები, ღვინო და სხვა სასმელები, საჩუქრები, სათამაშოები და აქსესუარები, ხელნაკეთი ნივთები და დეკორი, სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებები, საახალწლო სუვენირები და სხვა სადღესასწაულო პროდუქცია წარუდგინეს. მსურველებს მათი შეძენის შესაძლებლობა ჰქონდათ.
თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „თეგეტა“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ქალთა გაძლიერებაზე აქტიურად ზრუნავს. გვჯერა, რომ ამ მიმართულებას არსებითი მნიშვნელობა აქვს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად და სიღარიბის აღმოსაფხვრელად. ძლიერი ქალები ხელს უწყობენ ოჯახებისა და თემების კეთილდღეობასა და პროდუქტიულობას, ასევე, შემდეგი თაობის სამომავლო პერსპექტივის გაუმჯობესებას. თანასწორობისა და მდგრადი ეკონომიკისათვის უმნიშვნელოვანესია, აღმოიფხვრას განსხვავება, რომელიც დასაქმების ბაზარზე კაცებსა და ქალებს შორის არსებობს. კომპანია ცდილობს შესაბამისი პოლიტიკის შექმნითა და აქტივობების მხარდამჭერით ამ გამოწვევის მოგვარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. სწორედ ჩვენი პოლიტიკიდან გამომდინარე, მოხარულები ვართ, რომ შევუერთდით გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით გამართულ მეწარმე ქალთა გამოფენა-გაყიდვას“.
საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ პავილიონში მწვანე და მდგრადი ბიზნესებისთვის ცალკე კუთხეც გამოიყო, რომელმაც გააერთიანა პროდუქტები, რომლებსაც ქალები ნარჩენების, ეკოლოგიურად სუფთა მასალებისა და ტექნოლოგიების დახმარებით ქმნიან. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ სოციალური საწარმოების მიერ დამზადებული პროდუქციაც შეეძინათ. გამოფენა-გაყიდვის პარალელურად, მოეწყო გასართობი და შემეცნებითი კუთხე ბავშვებისთვის, ასევე, საკვები და მუსიკალური სივრცეები. გაიმართა მასტერკლასები, რომლებმაც ვიზიტორებს საშუალება მისცა, მწვანე ტექნოლოგიების გამოყენებით, საახალწლო ნივთები თავადვე დაემზადებინათ.
კაორი იშიკავა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში: „ჩვენთვის ქალ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა არ არის მხოლოდ ცალკეული ღონისძიება. ექსპო - ეს არის პლატფორმა, სადაც მრავალი დაინტერესებული მხარე ერთად მუშაობს ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და ქალთა სამეწარმეო ეკოსისტემის გაძლიერებისთვის. კერძო სექტორის როლი მხარი დაუჭიროს ქალ მეწარმეებს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ვაფასებთ კერძო სექტორის მხრიდან მუდმივ თანამშრომლობას და საერთო ღირებულებებისთვის ერთობლივ მუშაობას“.
აღსანიშნავია, რომ გამოფენის ფარგლებში სპეციალური მასტერკლასებიც გაიმართა, რომლებზეც მეწარმე ქალები გაეცნენ ბიზნესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, მდგრადი ბიზნესის სპეციფიკას, ევროკავშირში ექსპორტის შესაძლებლობებსა და ელექტრონული კომერციის უპირატესობებს. გამოფენა-გაყიდვა ხელს შეუწყობს ქალთა მეწარმეობის პოპულარიზაციას.
გამოფენის გახსნას ნორვეგიის ელჩი საქართველოში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული წარმომადგენელი კავკასიაში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულების ხელმძღვანელი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში, კერძო სექტორისა და ბიზნესგაერთიანებების წარმომადგენლები დაესწრნენ.
---
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვის ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Zeekr, Geely. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
18 მარტს, თბილისში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შ...
თიბისის გუნდმა, გაზაფხულის გამორჩეული შეთავაზებების ფარგლებში, მომხმარებლებს სპეციალური ქეშბექ აქცია განაწილებით ყიდვის შემთხვევაშიც მოუმზადა. მხოლოდ 8 მარტს, გალერია თბილისში, თიბისის პარტნიორ...
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
თიბისის მომხმარებლებს თქვენს სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული საგაზაფხულო შეთავაზებით სარგებლობა 7-8 მარტსაც შეგეძლებათ. გაზაფხულის პირველი კვირის დასასრულს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუა...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მარტის თვეში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი ტრენერებისგან მათთვის საინტერესო სა...
ტექნოლოგიებითა და ბიზნეს მიმართულებებით დაინტერესებულ უფროსკლასელებსა და სტუდენტებს, თიბისი, საგანმანათლებლო უფასო პროგრამებს სთავაზობს. მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისის ტექსკოლასა და კ...
თიბისი კონცეპტის საგაზაფხულო კვირეული მრავალფეროვანი შეთავაზებებით უწყვეტად გრძელდება. განსხვავებული კატეგორიების პარტნიორ ობიექტში ქეშბექ აქციები 8 მარტის ჩათვლით იქნება. თიბისი კონცეპტ Mastercard ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები