„თეგეტასა“ და „ეშვის“ კოლაბორაცია - როცა სამკაულ...
ავტომანქანის რეტრო მოდელი, როგორც განვითარების საწყისი - სიმბოლოებით დატვირთული და საგანგებოდ შემუშავებული კონცეფციით შექმნილი სამკაული „თეგეტამ“ ქალ თანამშრომლებს მიუძღვნა. უნიკალუ...
|
ელენე კალანდაძე იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც ახალ წელს სამსახურში ხვდება და ყველაზე მეტი სამუშაო სწორედ ახალი წლის დამდეგს აქვს. ამასთან, აუცილებლად მოღიმარი, ხალისიანი და ენერგიული უნდა იყოს, რათა სცენიდან ათასობით ადამიანისთვის სადღესასწაულო განწყობა შექმნას.
ელენე კალანდაძე, მომღერალი: „წლის ყველაზე ჯადოსნური პერიოდის მოახლოება დიდ ფუსფუსთანაა დაკავშირებული. ჩემს დიდ ოჯახში საქმე ყველა წევრზეა გადანაწილებული. აი, მე, მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო მისია დამეკისრა, რომელსაც ყოველ წელს პირნათლად ვასრულებ - ეს არის ნაძვის ხის მორთვა და, შესაბამისად, სიხარულით და დადებითი ემოციებით, სახლში საახალწლო განწყობის შექმნა.
ჩემი პროფესიიდან და ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, უკვე წლებია, ახალი წლის დადგომა, ოჯახურ სამზადისთან ერთად, გაორმაგებულ შრომასთან ასოცირდება. ამ პერიოდში უამრავი სადღესასწაულო ღონისძიება და კონცერტი იმართება და ჩემთვისაც ეს ჯადოსნური პერიოდი განსაკუთრებულად დატვირთულია. ახალი წლის ღამის გატარებაც, ტრადიციულად, სიმღერ-სიმღერით, სხვადასხვა სცენაზე მიწევს. ბოლო გაჩერება კი ყველაზე ტკბილი და თბილია, მაშინ როდესაც ჩემს მძინარე შვილს ვაკოცებ და ახალი წლის დადგომას მივულოცავ.“
პროფესიიდან გამომდინარე, ელენესთვის უცხო არ არის, რომ ახალი წლის აღნიშვნას, მხიარულებასთან ერთად, ალკოჰოლის განსაკუთრებით ჭარბი მოხმარება, შემდეგ კი ხშირად არაკეთილგონიერი ქცევა მოსდევს, მათ შორის - მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვა. როგორც ელენე ამბობს, თავადაც მჯდარა ნასვამი საჭესთან და ამას აღარასდროს გაიმეორებს. ყველაზე ცუდად კი ის შემთხვევა ახსენდება, როცა საკუთარი მანქანის მართვის ნება მთვრალ მეგობარს მისცა.
ელენე კალანდაძე, მომღერალი: „როცა მთხოვა მეგობარმა საჭესთან დამესვა, რატომღაც, ნება დავრთე, არ ვიცი, რატომ. ამ დროს მანქანაში ბევრნი ვისხედით. უეცრად სიჩქარის დამორჩილება ვერ მოახერხა, გმირთა მოედანზე მანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა და შემაღლებულზე შევარდა. სასწაულებრივად გადავრჩით და, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. მახსოვს, რამდენიმე წამი გაშეშებულები ვისხედით და ვაანალიზებდით, რაც მოხდა. ეს იყო უდიდესი გაკვეთილი ჩემთვის და გარშემო მყოფებისთვის.“
სამწუხაროდ, ზოგჯერ არც სხვების და არც საკუთარი მაგალითები საკმარისი არ აღმოჩნდება ხოლმე. სწორედ ამ მნიშვნელოვან საკითხს ეხება „თეგეტა ჰოლდინგის“ წინასაახალწლო კამპანია - „აღნიშნე, როგორც გინდა, მაგრამ არ მართო მანქანა ნასვამ მდგომარეობაში“. კამპანიის მთავარი ვიდეო ახალი წლის აღნიშვნის განსხვავებულ, მრავალფეროვან გზებს წარმოაჩენს და ხაზს უსვამს, რომ გართობას შეზღუდვები არ აქვს. ერთადერთი, რაც ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, ისაა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანა არ უნდა ვმართოთ.
კამპანიის გზავნილს ელენეც უერთდება და საზოგადოებას მეტი სიფრთხილის დაცვისკენ მოუწოდებს.
ელენე კალანდაძე, მომღერალი: „ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამ მტკივნეულ და პრობლემურ თემასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ შევუერთდი „თეგეტას“ ამ მნიშვნელოვან და დროულ კამპანიას. მინდა, თითოეულმა მძღოლმა, კარგად გააცნობიეროს ის საფრთხეები, რაც ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვას ახლავს და ისიც, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა საკუთარი და სხვისი სიცოცხლის დაცვა.
გულწრფელად მინდა ვუსურვო საზოგადოებას, უსაფრთხო, დაცულ და სამართლიან ქვეყანაში ცხოვრება. 2023 წელი სიკეთის და სიმშვიდის წელი ყოფილიყოს.“
ავტომანქანის რეტრო მოდელი, როგორც განვითარების საწყისი - სიმბოლოებით დატვირთული და საგანგებოდ შემუშავებული კონცეფციით შექმნილი სამკაული „თეგეტამ“ ქალ თანამშრომლებს მიუძღვნა. უნიკალუ...
„როგორც ჩვენს წინა განახლებაში აღვნიშნეთ, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები როგორც წინა თვესთან, აგრეთვე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. სანამ ლარზე მოქმედ შიდა ფაქტორ...
მომხმარებლის გამოცდილების მართვის კვლევითი და საკონსულტაციო სააგენტო CX Hub-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, 24 თებერვალს საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა Customer Experience (CX) Business Summ...
28 თებერვალს, საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA)-ს გამარჯვებულები გამოვლინდა. უკვე მეოთხედ, აღნიშნული ჯილდო მცირე და საშუალო კომპანიის კატეგორიაში (500-მდე დასაქმებული) თიბის...
18 მარტს, თბილისში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შ...
თიბისის გუნდმა, გაზაფხულის გამორჩეული შეთავაზებების ფარგლებში, მომხმარებლებს სპეციალური ქეშბექ აქცია განაწილებით ყიდვის შემთხვევაშიც მოუმზადა. მხოლოდ 8 მარტს, გალერია თბილისში, თიბისის პარტნიორ...
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები