0 2 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტასა“ და „ეშვის“ კოლაბორაცია - როცა სამკაული ისტორიას ჰყვება

 

ავტომანქანის რეტრო მოდელი, როგორც განვითარების საწყისი - სიმბოლოებით დატვირთული და საგანგებოდ შემუშავებული კონცეფციით შექმნილი სამკაული „თეგეტამ“ ქალ თანამშრომლებს მიუძღვნა. უნიკალური და დახვეწილი ყელსაბამის თითოეული დეტალი კონკრეტულ დატვირთვას ატარებს, სპეციალურად შერჩეული მწვანე ფერი კი ქალებს წინსვლისკენ მოუწოდებს.

ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია ტრადიციას არ ღალატობს და განსაკუთრებული ჩანაფიქრის გარეშე არც წლევანდელი მარტისათვის მზადებას ჩაუვლია. „თეგეტამ“ ქალი თანამშრომლებისათვის ამჯერად სამკაულების ქართული ბრენდი „ეშვი“ შეარჩია და გუნდის წევრებისათვის ექსკლუზიური საჩუქარი შექმნა.

თეონა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კრეატიული დირექტორი: თეგეტა“ ყოველ წელს ცდილობს, მარტში ქალ თანამშრომლებს განსაკუთრებული და საინტერესო საჩუქარი გაუკეთოს. წელს არჩევანი „ეშვზეშეჩერდა. გვინდოდა, შეგვექმნა უნიკალური და დახვეწილი სამკაული, რომელიც გამოხატავდა საერთო ხედვას – უნიკალურობას, ხარისხსა და სტილს. „ეშვმაშექმნა მაღალი ხარისხის, ნატურალური ქვებითა და მოოქრლი ელემენტებით დამზადებული სამკაული, რომელიც ორი ბრენდის სინთეზია. მისი დიზაინი მსუბუქი, ელეგანტური და ამავე დროს სიმბოლურია – ავტომობილის ფორმის პენდანტი ასახავს „თეგეტას“, ხოლო მწვანე ფერის ქვები წინსვლისა და განვითარების სიმბოლოა. გარდა ნივთის პრაქტიკული გამოყენებისა, ის არის ემოციური გზავნილი ჩვენი ქალებისთვის – მათი ძალისა და წარმატების აღსანიშნავად.

კომპანიის ძალისხმევას, სხვადასხვა პოლიტიკითა თუ ყურადღებით ქალებს მხარი დაუჭიროს, „თეგეტას“ გუნდის წევრები, თავის მხრივ, მონდომებითა და წინსვლით პასუხობენ. იმის მიუხედავად, რომ საავტომობილო სფეროში დომინანტად ისევ მამაკაცი მიიჩნევა, ჰოლდინგის თანამშრომელთა 25%-ს სწორედ ქალები წარმოადგენენ, მათ შორის წამყვან პოზიციებზე.

„ეს სამკაული სიმბოლური ჟესტია იმისა, რომ ჩვენ გვჯერა ქალების ძალისა და მათი უნიკალური როლის საავტომობილო ინდუსტრიაში. მეტიც, ვამაყობთ, რომ „თეგეტაარის ის სივრცე, სადაც ყველა თანამშრომელს აქვს შესაძლებლობა, განვითარდეს, დაიმკვიდროს თავი და წარმატებას მიაღწიოს“, - ამბობს თეონა კოხოძე.

კონცეფციაზე „თეგეტასა“ და „ეშვის“ გუნდებმა ერთობლივად იმუშავეს. ორივე კომპანიაში მიაჩნიათ, რომ იდეის გარეშე შექმნილი ნებისმიერი ნივთი უნიკალურობას კარგავს. ეს საჩუქარიც სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო - ნაფიქრი და დადებითი ენერგიით დატვირთული. გამორჩეულია საჩუქრის ილუსტრაციებიც, რომელზეც "თეგეტას" ილუსტრატორმა თამუნა კონტრიძემ იმუშავა.

„ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა სამკაული, რომელიც ორი ბრენდის ფილოსოფიასა და ესთეტიკას გააერთიანებდა. ერთობლივი მუშაობის პროცესში თითოეულ დეტალს დიდი ყურადღება დაეთმო, რათა საბოლოო პროდუქტი გამორჩეული და განსაკუთრებული გამოსულიყო. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენი კოლაბორაცია წარმატებით შედგა“, - „თეგეტა ჰოლდინგის“ კრეტიული დირექტორი.  

იდეურ თანხვედრაზე საუბრობს „ეშვის“ დამფუძნებელიც. ბრენდი, რომლისთვისაც  ინდივიდუალიზმი, ექსპერიმენტი და სითამამე მთავარი მამოძრავებელია, „თეგეტას“ შეთავაზებას ინტერესით დასთანხმდა.

ნათია ჩხარტიშვილი, „ეშვის“ კრეატიული დირექტორი: „თანამშრომლობის იდეა, ერთი მხრივ, რომანტიკული შინაარსისა და ენერგეტიკის, დახვეწილი ფორმის სამკაულის  და, მეორე მხრივ, ავტომობილის - როგორც დროის გამოწვევისა  და კომფორტის უმთავრესი გარანტის - თავმოყრას და მომხმარებლისთვის საინტერესოდ მიწოდებას გულისხმობდა. მალაქიტითა და ვინტაჟური მეტალით შევქმენით სამკაული - ავტომობილის რეტრო მოდელი, რომელიც ახლისა და ძველის, რომანტიკულისა და პრაქტიკულის საინტერესო ერთიანობა. ვფიქრობთ, ამ კოლაბორაციამ სათავე დაუდო ახალ თაამშრომლობას და, ერთი შეხედვით, სრულიად კონტრასტულ  სფეროთა შორის ინტერესთა თანხვედრას.

საჩუქარი მხოლოდ სიმბოლოა ყურადღებისა და მადლიერების. მთავარი მხარდაჭერა კი „თეგეტას“ კორპორაციულ კულტურაშია. კომპანიამ ქალთა როლის გაძლიერება დიდი ხანია ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა და მას დღემდე თანმიმდევრულად მიჰყვება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები