1 5 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თბილისის ხედები და ფერადი Volvo-ს Plug-in Hybrid აბაშიძეზე - „ვოლვო ქარ საქართველოს“ კამპანია გრძელდება

 

თბილისში, როგორც კი ახალი Street Art გამოჩნდება, მაშინვე დიდი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე, განსაკუთრებით სოციალურ ქსელში. ასე მოხდა რამდენიმე დღის წინაც, როდესაც აბაშიძის ქუჩაზე თბილისის მცხოვრებლებს დედაქალაქის  ხედები და ფერადი ავტომობილი დახვდათ.

ეს "ვოლვო ქარ საქართველოს“ საკომუნიკაციო კამპანიის ნაწილია, რომლის  ვიზუალური კონცეფცია სრულად ნიკა მაჩაიძეს ეკუთვნის. შესაბამისად, სხვა კომპონენტებთან ერთად, მან შექმნა ამ Street art-ის ვიზუალიც, რომლის ინსპირაციაც Volvo Plug-in Hybrid მოდელი იყო. ნამუშევარი კი კედელზე მხატვრებმა ირაკლი ქადეიშვილმა და ზაზა ჩიფჩიურმა გადაიტანეს.

„დიდი ხანია, ირაკლისა და ზაზას ნამუშევრებს თვალს ვადევნებთ და ვფიქრობთ, Street art-ის მიმართულებით, ნამდვილად საუკეთესოები არიან. მათ ნამუშევარს, სოციალურ ქსელში ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ადგილობრივებს იმდენად მოსწონთ, სხვა კედლების მოხატვაც გვთხოვეს. ვფიქრობთ, ამ მიმართულებას აქტიურად გავყვეთ კიდეც“, - ამბობს „ვოლვო ქარ კავკასიის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი რუსუდან გრძელიძე.

Volvo XC90 Plug-in Hybrid "ვოლვო ქარ საქართველოს“ კამპანიის მთავარი ფიგურანტია. ერთ-ერთი ყველაზე ეკო-მეგობრული ავტომობილის ინსპირაციით გაკეთდა პროექციაც, რომელიც Stockton-ისა და რეჟისორი გიორგი ზათიაშვილის შექმნილ რგოლ “Flash Forward”-შია წარმოდგენილი. საბოლოოდ კი ვოლვო თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე გამოჩნდა და თუ ჯერ ზუსტი მისამართი  ვერ გამოიცანით, გეტყვით, რომ აბაშიძის 4 ნომრის კედელი გააფერადა.

„კომპანია „ვოლვომ“ უკვე იცის, როგორი უნდა იყოს მისი წარმოება 2025 წელს, ნიკა მაჩაიძეს ვთხოვეთ, შეექმნა ანიმაცია, თუ როგორი წარმოუდგენია თბილისი 4 წლის შემდეგ. შედეგად მივიღეთ ძალიან ფერადი ვიზუალები, სადაც „ვოლვოს“ ჰიბრიდი სხვადასხვა ღირსშესანიშნაობის ფონზე დედაქალაქის ქუჩებში მოძრაობს. Nikakoi-ს ამ ნამუშევრით მოიხატა კედელი, ამასთან მიმდებარე ტერიტორიაზეც ავიღეთ პასუხისმგებლობა და კედლის წინ არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩავუტარეთ. დამეთანხმებით, ირაკლისა და ზაზას ნამუშევარმა ძალიან გაალამაზა ეს ადგილი. მათ, უმოკლეს ვადაში შეძლეს, 100%-იანი სიზუსტით გადაეტანათ „ნიკაკოის“ შექმნილი ვიზუალი და ნამდვილად მოახერხეს, ჩვენი, თუ ადგილობრივებისა და გამვლელების გაოცება“, - რუსუდან გრძელიძე, "ვოლვო ქარ კავკასიის” მარკეტინგის ხელმძღვანელი.

სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შთაბეჭდილებების გაზიარება ირაკლი ქადეიშვილსაც ვთხოვეთ.

„თავიდანვე ძალიან მოგვეწონა კამპანიისთვის შექმნილი ვიზუალი - თბილისის ხედები - „გაბრიაძის თეატრი“, ფუნიკულიორი - ყველაფერი ის, რაც ასე ამშვენებს ჩვენს დედაქალაქს. მუშაობის პროცესში ზოგიერთი ფერი ოდნავ შევცვალეთ, ვეცადეთ, უფრო დაგვეახლოებინა ძველი თბილისისთვის დამახასიათებელ, სადა ტონებთან. ამავე დროს, მაგალითად, მწვანე ფერი დავტოვეთ ისეთივე ჟღერადი, როგორიც ვიზუალში თავიდანვე იყო მოცემული“.

ამ პროექტზე მუშაობა, თავად არტისტებისთვისაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა - კოლაბორაციით კმაყოფილები არიან და მოსწონთ, რომ თბილისს კიდევ ერთი ფერადი და მხიარული კედელი შეემატა.

„ყოფილა შემთხვევა, პროექტი დაგვისრულებია და ადამიანებს ბოლომდე ვერ გაუგიათ მისი არსი, ან არ მოსწონებიათ. ამ შემთხვევაში, უკმაყოფილო არავინ მინახავს, ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა „ვოლვოს“ კამპანიისთვის შექმნილ ნამუშევარს. ეს ძალიან გვახარებს. ზოგადად, ჩვენთვის, როგორც არტისტებისთვის საიტერესოა მსგავს პროექტებზე მუშაობა და სხვა ხელოვანებთან კოლაბორაცია“, - ამბობს ირაკლი ქადეიშვილი.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...