1 4 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით DataFest Tbilisi 2021 ბრუნდება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 7-11 დეკემბერს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე დიდი მონაცემთა ფესტივალი, DataFest Tbilisi 2021 გაიმართება. უკვე მეხუთედ, ღონისძიება მსოფლიოს მასშტაბით ასობით მონაცემებზე მომუშავე პროფესიონალს გააერთიანებს ერთმანეთისთვის გამოცდილების გასაზიარებლად და მნიშვნელოვანი კავშირების დასამყარებლად.

ფესტივალი ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება და სტუმრებს დასწრება როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურად შეეძლებათ. ტრადიციული 3 დღის ნაცვლად, წელს ღონისძიება 5 დღეს გაგრძელდება. DataFest Tbilisi 2021 ინსპირაციულ გამოსვლებს, ვორქშოპებს და დატატონებს გააერთიანებს, თემებზე, როგორიცაა: ბიზნესი და სტარტაპები, მონაცემთა მეცნიერება და AI, მონაცემთა ვიზუალიზაცია, მონაცემთა აქტივიზმი და ღია მმართველობა. ფესტივალის ყოველი დღე  თითოეულ თემას სრულად დაეთმობა. 

ღონისძიება ისეთ გამორჩეულ სპიკერებსა და ტრენერებს უმასპინძლებს, როგორებიც არიან: ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემთა ჟურნალისტი - შანა ჯონსი, Microsoft-ის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის კონტრაქტორი - შოთა ელკანიშვილი, საქართველოს ბანკის წამყვანი მონაცემთა მეცნიერი - ნიკოლოზ მამისაშვილი, ნეიროინფორმატიკის ინსტიტუტის მკვლევარი - არსლან გაბდულხაკოვი და მრავალი სხვა.

„მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთხელ გვეძლევა შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ყველაზე პრესტიჟულ მონაცემთა ფესტივალს. DataFest Tbilisi 2021 არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა მონაცემებით დაინტერესებული ადამიანებისათვის, გაიცნონ სფეროს წამყვანი პროფესიონალები, დაამყარონ მნიშვნელოვანი კავშირები და მოისმინონ საინტერესო და ინსპირაციული გამოსვლები. აღსანიშნავია, რომ  წლევანდელი ღონისძიება 5 დღეს გაგრძელდება და დამსწრეები სიღრმისეულ ინფორმაციას მიიღებენ ფესტივალის 5 მთავარ თემაზე. საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას. ჩვენი მიზანია, მეტმა ადამიანმა შეძლოს საკუთარი პოტენციალის უკეთ ათვისება და ახალი შესაძლებლობების პოვნა“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მონაცემთა კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, ირაკლი გოგატიშვილმა.

 

ღონისძიება რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება. რეგულაციებიდან გამომდინარე, მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის სტუმრები შეძლებენ ფესტივალზე დასწრებას ფიზიკურ სივრცეში. დანარჩენი მონაწილეები კი ფესტივალს ონლაინ შეუერთდებიან. ბილეთების შესაძენად, ეწვიეთ ბმულს: tkt.ge/DataFest

ინფორმაციისთვის, DataFest Tbilisi 2021 მონაცემთა ვიზუალიზაციის ორგანიზაცია ForSet-ის ორგანიზებით ხორციელდება. ღონისძიების პარტნიორები არიან: საქართველოს ბანკი, გრანთ თორნთონი, ევროკავშირი საქართველოსთვის და Eastern Partnership Civil Society Facility. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი, ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA). ფესტივალის მთავარი მედია პარტნიორია NEXT.On.ge. სხვა მედია პარტნიორები: Forbes Woman Georgia, Marketer.ge, Entrepreneur Georgia.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...