1 3 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. საქსტატის წინასწარი მონაცემების მიხედვით, სექტემბერში ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა. მართალია, წლიური ზრდის მაჩვენებელი წინა თვეებთან შედარებით შემცირებულია, თუმცა აღნიშნული გასული წლის მაღალ საბაზო ეფექტს ასახავს. ეკონომიკის აღდგენის ტემპი კვლავ ძლიერი იყო და 2019-ის დონესთან შედარებით, ზრდამ დაახლოებით 6.2% შეადგინა.  

 

წლიურ ზრდაში ფისკალური კომპონენტის უარყოფითი კონტრიბუცია, რაც მიმდინარე წლის ივნისიდან შეინიშნება, სექტემბერშიც გაგრძელდა. თუმცა, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენა აღნიშნული ეფექტის დასაბალანსებლად კვლავ საკმარისი აღმოჩნდა.  სექტემბერში ექსპორტის, 

იმპორტისა და ფულადი გზავნილების წლიური ზრდაც ნორმალიზებაზე მიუთითებდა, თუმცა ამ 

შემთხვევაშიც ძლიერი საბაზო ეფექტის გამო, რადგანაც შესაბამისი მაჩვენებლები 2019 წლის 

დონესთან შედარებით ძლიერი იყო. საგარეო სექტორის მსგავსად, მაღალმა საკრედიტო აქტივობამ

ზრდაზე დადებითად იმოქმედა.

 

სექტორების კუთხით, ზრდა გასული თვის მსგავსი იყო, იმ განსხვავებით, რომ ამჯერად  

მშენებლობაშიც ზრდა დაფიქსირდა და შესაბამისად, შემცირებული აქტივობა მხოლოდ სამთო-მოპოვებით სექტორში შეინიშნებოდა.

 

მთლიანობაში, მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის შემთხვევების მატება, შენელებული ვაქცინაციის პროცესი და არჩევნებთან დაკავშირებული 

გაურკვევლობა ეკონომიკური აქტივობისთვის რისკს წარმოადგენს, როგორც ჩანს, საბაზო სცენარით 2021-ის ზრდა დაახლოებით 1 პროცენტული პუნქტით უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ამას თიბისი კაპიტალის ადრინდელი, 10.5%-იანი სცენარი ითვალისწინებდა.

 

სებ-მა 27 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე, თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 10%-ზე შეინარჩუნა. კომიტეტის გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობისა 

და სურსათის გაძვირების გარდა, ინფლაციის მატება საერთაშორისო სატრანსპორტო ხარჯების 

ზრდითაა გამოწვეული. ასევე, სებ-ის მიხედვით, მაღალი ინფლაციური მოლოდინების საფრთხე კვლავ აქტუალურია და პოლიტიკა 

გამკაცრებულ ფაზაში დარჩა. ეკონომიკის ზრდის მხრივ კი, აღინიშნა, რომ მთლიანი მოთხოვნა კვლავ ძლიერია და სებ-მა 2021 წლისთვის პროგნოზი 8.5%-დან 10.0%-მდე გაზარდა.

 

სექტემბრის სტატისტიკა ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებზე შემოსავლიანობის 

დიფერენციალის დამატებით გაფართოებაზე მიუთითებს, რაც ლარზე განაკვეთების ზრდამ 

განაპირობა. უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე განაკვეთები კი ფაქტობრივად უცვლელი დარჩა. 

თიბისი კაპიტალის ინარჩუებს შეხედულებას რომ, საერთაშორისო განაკვეთების მოსალოდნელი 

ნორმალიზაციისვმიუხედავად, საქართველოში სავალუტო დეპოზიტებზე დაბალი განაკვეთები 

დიდ ხანს შენარჩუნდება.

 

ბანკების მიერ ლარის დეპოზიტების გაზრდილ ფასში მოზიდვასთან ერთად, საშუალო საბაზრო და

 რეფინანსირების განაკვეთებს შორის დიფერენციალი დამატებით გაიზარდა, რაც სებ-ის რესურსს უფრო მიმზიდველს ხდის. ამას ეროვნული ბანკიდან კომერციული ბანკების სესხების 

მოცულობის ზრდაც მოწმობს, მაშინაც კი, როდესაც ცენტრალური ბანკი სახაზინო ფასიანი 

ქაღალდების შეძენით ბაზარს ეროვნულ ვალუტას დამატებით აწვდის, რაც გარკვეულწილად 

რეფინანსირების სესხების ჩამნაცვლებელია.

 

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ M2-ით გამოხატული ლარის მიწოდება გარკვეულწილად აღდგა, ის მაინც ზომიერი რჩება. ბაზარზე

 ლარის დაფინანსების საჭიროება ვალუტების მიხედვით კომერციული ბანკების ლიკვიდურობის 

მაჩვენებლებიდანაც ჩანს.

 

ამის ძირითადი მიზეზი არჩევნების შემდგომი გაუფასურების მოლოდინი და მასთან დაკავშირებული ეროვნულიდან უცხოურ ვალუტაში კონვერტაციებია. იმ დაშვებით, რომ არჩევნების შემდეგ ლარი 

შედარებით სტაბილურობას შეინარჩუნებს, სავარაუდოა, რომ კონვერტაციები უკვე საპირისპირო 

მიმართულებით განხორციელდება. ამან, ოქტომბერში გაძლიერებულ სავალუტო ნაკადებთან ერთად, როგორც ეს თიბისის მონაცემებიდან ჩანს, შეიძლება ლარის კურსის გამყარებისკენ ზეწოლა

 გამოიწვიოს. გამომდინარე იქიდან, თიბისი კაპიტალი არც ლარის მკვეთრი გამყარების და არც გაუფასურების აპეტიტს არ ხედავს, გუდი არ გამოირცხავს, რომ ეროვნული ბანკი რეზერვებს შეისყიდის.


თიბისის მთავარი ეკონომისტის 1 ნოემბრის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: https://static.tbccapital.ge/uploads/files/WeeklyUpdatefromtheChiefEconomist_01-11-2021_GEO.pdf

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...