1 6 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

SOLO-ს მხარდაჭერით ბავშვების მიერ შექმნილი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

SOLO-ს მხარდაჭერით 25-26 სექტემბერს ისთ ფოინთში, (ფანტანის მიმდებარე ტერიტორიაზე, 16:00 სთ-ზე) ყველაზე პატარა მეწარმეების, ბავშვების მარკეტი გაიმართება. ისინი თავიანთ შექმნილ პროდუქტებს სხვადასხვა კატეგორიაში წარმოადგენენ. ესენია: კრაფტი, კვება, სამკაული, სათამაშო და ა.შ. პატარა ანტრეპრენერები საკუთარი ხელით დამზადებული ნივთების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობასა და გაყიდვას შეძლებენ. თუ თქვენი ოჯახის წევრები, შვილები ან მათი მეგობრები ქმნიან საინტერესო პროდუქტს ხელნაკეთი ნივთების, აქსესუარების, სათამაშოების ან კვების კატეგორიიდან, მაშინ შეგიძლიათ მათთან ერთად შეავსოთ ონლაინ განაცხადი შემდეგ ბმულზე: https://solo.ge/ka/solo/lifestyle/event-details/613f6034ae3b47ff23dab6ad  რათა მათ შეძლონ მარკეტში მონაწილეობა. განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და ის 20 სექტემბერს დასრულდება.

 

მონაწილეობის მიღება 16 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ.

 

კოვიდ რეგულიაციებიდან  გამომდინარე მარკეტში მონაწილეობას  პირველი 50 აპლიკანტი შეძლებს.  პროექტის ფარგლებში დაწესებულია 2 საპრიზო ადგილი. ერთ გამარჯვებულს დაასახელებს სპეციალური ჟიური, ხოლო მეორე გამარჯვებული ადგილზე, ხმის მიცემის პრინციპით გამოვლინდება.

 

„მარკეტის გენერალური წარმდგენია SOLO და ეს ლოგიკურიცაა.  SOLO მხარს უჭერს ახალგაზრდა თაობას და ბრენდის ღირებულებების: აღმოჩენისა და გულშემატკივრობის ფარგლებში ცდილობს, ხელი შეუწყოს დამწყებ პატარა მეწარმეებს, რათა მათ შეძლონ საყვარელი ჰობის განვითარება, დასახული მიზნებისა თუ ოცნებების რეალობად ქცევა და საკუთარი შემოქმედების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა. ჩვენი ერთ-ერთი პროექტი- SOLO Sunday-ც  სწორედ ამ მიზანს ემსახურება და პატარებისთვის შემეცნებით და გასართობი სახის მასტერკლასების ჩატარებას გულისხმობს. სწორედ ამიტომ, მხარს ვუჭერთ პროექტს, რომელიც  ინსპირაცია იქნება როგორც პატარა მეწარმეებისთვის, ისე იმ ბავშვებისთვის, ვისაც ჯერ მხოლოდ იდეები აქვთ და განხორციელებისთვის წახალისება, ბიძგი სჭირდებათ. ამ საინტერესო პროექტში ველით ბავშვებს, რომლებიც არ გაჩერდნენ − წამოიწყეს საკუთარი საქმე და დღემდე დიდი მონდომებით არიან ჩართული მის განვითარებაში“,- განაცხადა SOLO Lifestyle-ის ხელმძღვანელმა, ნინი ჩიქოვანმა.

 

მარკეტის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://solo.ge/ka/solo/news/details/61406a7bae3b47ff23dab6fe

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...