1 9 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„გალტ ენდ თაგარტმა“ „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 12 მილიონი აშშ დოლარის და 3 მილიონი ევროს 2 წლიანი ობლიგაციები წარმატებით განათავსა

„გალტ & თაგარტმა" კიდევ ერთხელ უზრუნველყო „საქართველოს სალიზინგო კომპანიის" 12 მილიონი აშშ დოლარის 2 წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვება და განთავსება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ევროში დენომინირებული ობლიგაციების განთავსება - 3 მილიონი ევროს მოცულობით და 2 წლის ვადით პირველად მოხდა. ეს „საქართველოს სალიზინგო კომპანიისთვის" რიგით მეექვსე და მეშვიდე ემისიებია, რაც პანდემიის პირობებში კომპანიის სტაბილურობაზე, ინვესტორების მხრიდან ნდობის მაღალ ხარისხზე და კომპანიის მიმართ არსებულ დადებით სამომავლო მოლოდინებზე მიუთითებს.

„საქართველოს სალიზინგო კომპანია" მომხმარებელს კვლავ აძლევს შესაძლებლობას დააბანდოს თავისუფალი ფულადი სახსრები კომპანიის მიერ გამოშვებულ ობლიგაციებში. დოლარის ობლიგაციების წლიური ფიქსირებული განაკვეთი უპრეცედენტოდ დაბალია და 5.75%-ს შეადგენს; ხოლო საქართველოს კაპიტალის ბაზარზე სადებიუტო ევროს ობლიგაციების საპროცენტო სარგებელმა 4.75% შეადგინა. ორივე ობლიგაციის ვადა 2 წელია და მათი სრულად დაფარვა 2023 წლის 12 ივლისს მოხდება. აღსანიშნავია, რომ ინვესტორთა მოთხოვნამ გადააჭარბა გამოშვებული ქაღალდების მოცულობას. განთავსების აგენტი, როგორც ყველა წინა შემთხვევაში, აქაც „გალტ & თაგარტია".

„მოხარულები ვართ იმ ფაქტით, რომ "საქართველოს სალიზინგო კომპანიამ" კიდევ ერთხელ წარმატებით განათავსა ობლიგაციები ადგილობრივ ბაზარზე. ობლიგაციებზე მოთხოვნამ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა, რაც ძალიან სასიხარულოა რადგან ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი კომპანიის ძალიან მაღალ სანდოობაზე და „გალტ & თაგარტის" მაღალ პროფესიონალიზმზე მეტყველებს. გვემაყება ის ფაქტიც, რომ ჩვენი და „გალტ & თაგარტის" თანამშრომლობა უკვე წლებია ასე წარმატებულად გრძელდება" - განაცხადა საქართველოს სალიზინგო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ელდარ ახვლედიანმა.

„მოხარული ვარ აღვნიშნო „გალტ & თაგარტის" როლი „საქართველოს სალიზინგო კომპანიის" ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში. ეს განთავსება უპრეცენდენტოა ერთი მხრივ დოლარის ობლიგაციებზე დაფიქსირებული კუპონის დაბალი განაკვეთის, ხოლო მეორე მხრივ ევროში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების სადებიუტო ემისიის გამო. ობლიგაციებზე არსებული მაღალი მოთხოვნა მეტყველებს როგორც „საქართველოს სალიზინგო კომპანიის" სანდოობაზე, ისე ზოგადად საქართველოში მსგავს ტრანზაქციებზე ინვესტორების მხრიდან ნდობის ზრდაზე, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა მივულოცო „გალტ & თაგარტის" მთელ გუნდს, რომელიც საკუთარი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით, გახდა საინვესტიციო-საბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში" - განაცხადა „გალტ & თაგარტის" მმართველმა დირექტორმა - ოთარ შარიქაძემ.

შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანიის" -ის შესახებ:

შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანია" „საქართველოს ბანკის" ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელსაც 20-წლიანი გამოცდილება აქვს სალიზინგო მომსახურების სფეროში. ის იყო პირველი სალიზინგო კომპანია, რომელმაც მომხმარებლებს საქართველოში შესთავაზა ლიზინგი, როგორც დაფინანსების ალტერნატიული წყარო და ამ მისიას დღესაც წარმატებით ახორციელებს. საქართველოს სალიზინგო კომპანია ფიზიკურ პირებთან ერთად დამწყებ, მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესსაც სალიზინგო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს, მათ შორის: ფინანსურ, საოპერაციო და უკულიზინგს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.leasing.ge

სს „გალტ & თაგარტი"-ს შესახებ:
საინვესტიციო ბანკი - საქართველოში ლიცენზირებული საბროკერო კომპანია „გალტ & თაგარტი", მომხმარებელს სთავაზობს, მომსახურების სრულ სპექტრს: კორპორაციულ საკონსულტაციო მომსახურება, კერძო კაპიტალის მართვა, დარგოვილი ქონების მართვა, საბროკერო მომსახურება და კვლევა. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.gt.ge

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...