1 4 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკი მსოფლიოში საუკეთესოა

ავტორიტეტულმა ფინანსურმა გამოცემამ Global Finance-ი თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკი 2021 წელს მსოფლიოში საუკეთესოდ დაასახელა.

 

საქართველოში ბიზნეს ინტერნეტბანკი პირველად 2012 წელს სწორედ თიბისიმ შექმნა და დღემდე იგი არის საუკეთესო სერვისის მიმწოდებელი ბანკი ბიზნესისთვის. თავისი არსებობის მანძილზე ბიზნეს ინტერნეტბანკი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა სხვადასხვა კატეგორიაში.

 

„თიბისის მიზანია გაუმარტივოს ადამიანებს და ბიზნესებს ცხოვრება. სწორედ ამ მიზნის შესასრულებლად გაერთიანდა ჩვენი გუნდი, რომელსაც ამოძრავებს ამბიცია, რომ საუკეთესო და ხარისხიანი მომსახურება შევთავაზოთ მომხმარებელს. ამის დამსახურებაა, რომ ჩვენ ყოველდღიურად ვაუმჯობესებთ ინტერნეტ და მობაილ ბანკის სერვისებს და ჩვენ მიერ დანერგილი მომსახურების სტანდარტები სრულად შეესაბამება ჩვენს სტრატეგიას - ციფრულ ტრანსფორმაციას. Global Finance-ის ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თიბისიბიზნეს ინტერნეტბანკი ლიდერია არა მხოლოდ საქართველოსა და რეგიონში, არამედ ახლა უკვე მსოფლიოშიც. მადლობას ვუხდი გუნდს, რომელმაც დაუღალავი შრომით საუკეთესო შედეგები მოუტანა თიბისის,  - ვახტანგ  ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.  

 

თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია, მუდმივად იკვლევს და სწავლობს, რა მომსახურება სჭირდება ბიზნესს მათი ყოველდღიური ოპერაციების კიდევ უფრო გასამარტივებლად. ეს აღნიშნული ჯილდო ამ მუდმივი გაუმჯობესების და მომხმარებელზე ზრუნვის შედეგია.

 

წელს  თიბისიმ Global Finance-ის კიდევ რამდენიმე ჯილდო მოიპოვა,  თიბისის კორპორატიული მობაილ ბანკის აპლიკაცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში 2021 წელს საუკეთესოდ დასახელდა. თიბისი, ასევე, აღიარეს ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად და საუკეთესო ინტეგრირებულ ბანკად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში; ასევე თიბისი დასახელდა საუკეთესო ონლაინ პორტალად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

თიბისიმ 2019 წელსაც მოიპოვე მსოფლიო აღიარება, როდესაც GLobal Finance-მა თიბისის მობაილბანკი საცალო სეგმენტისთვის მსოფლიოში საუკეთესოდ დაასახელა. 

 

ჟურნალი Global Finance-ი  1987 წლიდან გამოდის და  მას  მსოფლიოს 190  ქვეყანაში კითხულობენ.  გავლენიანი გამოცემა უკვე  34  წელია მსოფლიოში სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით საუკეთესო ბანკებს ასახელებს. საერთაშორისო ჟურნალი მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა და დიდი ნდობით სარგებლობს ფინანსურ წრეებში.  Global Finance-ი  რეგულარულად აჯილდოვებს სუკეთესო შედეგების მქონე ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა მიმწოდებლებს. მსოფლიოს ფინანსური საზოგადოებისთვის კი, Global Finance-ის ჯილდოები საბანკო საქმიანობის შეფასების სანდო და ობიექტური სტანდარტია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...