1 2 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

გაიცანი თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის - „კემპის“ გამარჯვებულები

თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის - „კემპის“ მე-5 ნაკადის გამარჯვებულები ცნობილია.

 

პირველი ადგილი კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტმა - გვანცა ხახიაშვილმა და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტმა - ლუკა სოფრომაძემ, მეორე საპრიზო ადგილი კი, თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სტუდენტმა - ელენე ბეჟანიძემ და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტმა - გიგი მიშელაძემ დაიკავეს. ჟიურის რჩეულ ორივე გუნდს, სპეციალური ჯილდო - S&P 500-ის ფონდი გადაეცათ.

 

პროექტმა წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, 22 უნივერსიტეტი და III-IV კურსის 215 სტუდენტი გააერთიანა. სტუდენტებმა, პროექტის განმავლობაში, სხვადასხვა დავალებაზე იმუშავეს.  ფინალური ეტაპზე კი, ფინალისტებმა, თიბისი კაპიტალის გუნდის წევრებისგან დაკომპლექტებული ჟიურის წინაშე, ჯგუფური პროექტები წარადგინეს.

 

„პროექტის ფინალში, სულ რაღაც 4 საათში უნდა მოგვეხერხებინა მე და ჩემს მეწყვილეს ერთმანეთის გაცნობა, ერთმანეთის უნარებისა და ძლიერი მხარეების გაგება, დავალებების სწორად განაწილება და შესრულება. გამარჯვებისგან შორს არ ვიყავით, თუმცა, მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა შედეგი“, - გვანცა ხახიაშვილი, პროექტის გამარჯვებული.

 

“უნივერსიტეტში ჩაბარებიდან, მალევე გავიგე თიბისი კემპის შესახებ. მახსოვს, როგორ ელოდებოდნენ უფროსკურსელები მის დაწყებას. პროექტმა შესაძლებლობა მომცა, ჩემი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ მზად ვიყავი საინვესტიციო სფეროს მიმართულებით ნაბიჯი გადამედგა. ყველაზე საინტერესო და ყველაზე დიდი გამოწვევაც ფინალური ეტაპი იყო. 4 საათში ჩვენ არამარტო პრეზენტირებისა და ანალიტიკის, არამედ გუნდურობის, დროის განაწილების და სხვა უამრავი უნარიც უნდა გამოგვეჩინა”, - ლუკა სოფრომაძე, პროექტის გამარჯვებული.

 

“რაც ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, სულ მინდოდა, ჩემი ძალები საინვესტიციო სფეროში მომესინჯა. თუმცა, იმის გამო, რომ ეს სფერო საქართველოში ჯერ კიდევ ახლა ვითარდება, არ მეგონა, რომ ამ მიმართულებით სტუდენტურ პროგრამას ვიპოვიდი. კემპში ყველაზე საინტერესო რეალურ და აქტუალურ ქეისებზე დაფუძნებული დავალებები იყო. მუშაობის პროცესში უამრავი ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და გაანალიზება გვიწევდა, რამაც საშუალება მოგვცა თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოგვეყენებინა და ჩვენი უნარები გამოგვეცადა”, - ელენე ბეჟანიძე, პროექტის გამარჯვებული.

 

„სფეროს დინამიკურობიდან გამომდინარე, საინვესტიციო საბანკო საქმიანობით და ფინანსებით, დიდი ხანია დაინტერესებული ვარ. თიბისი კემპმა საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვის საშუალება მომცა. ყველაზე საინტერესოდ ფინალური ეტაპი მახსენდება, სადაც მთავარი ამოცანა 4 საათში უცხო ადამიანთან სინერგიის პოვნა და ისეთი გუნდის შექმნა იყო, რომელიც დამაჯერებლად წარადგენდა პრეზენტაციას”, - გიგი მიშელაძე, პროექტის გამარჯვებული.

 

„კემპი თიბისისთვის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა და განათლება. პროექტის მიზანია ახალგაზრდებმა რეალურ სამუშაო გარემოში მიიღონ საინვესტიციო, საბროკერო და კვლევითი მიმართულებით ცოდნა და გამოცდილება. გამარჯვებულები ფინანსისტების ახალი თაობაა, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, მომავალში კონკურენტუნარიანი კადრები იქნებიან. მოხარული ვართ, რომ მათი პირველი ნაბიჯებისა და წარმატების თანამონაწილეები და მხარდამჭერები სწორედ ჩვენ ვართ. აღსანიშნავია, რომ პროგრამის წინა სეზონების გამორჩეული მონაწილეები დღეს თიბისი კაპიტალის გუნდის წევრები არიან და საერთაშორისო ფინანსური ბაზრების, ფასიანი ქაღალდებისა და პუბლიკაციების მიმართულებით, წარმატებით მუშაობენ“, - მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...