ეკიპაჟი # 52 - მაია გოშაძის და მარიამ ნანობაშვილის გუნდმა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ტიტულიანი „ოფროუდერების“ რეპუტაცია დაიმკვიდრა. გასულ წელს, დედა-შვილის წყვილმა საერთაშორისო სათავგადასავლო რალი – რეიდი მოიგო. ახლა კი წლევანდელ შეჯიბრებაში ისევ მონაწილეობდნენ. დედა- შვილის ეკიპაჟის # 52 სპონსორი კომპანია აჭარაბეთია.
სათავგადასავლო რალი საქართველო საავტომობილო შეჯიბრებისა და ტურისტული ჯიპ-ტურის ნაზავია, რომელიც უკვე მესამე წელია, წარმატებით ტარდება საქართველოში.
6 დღე, 1500 კილომეტრი და ყველგანმავალი ავტომობილები, რომლებსაც ამჯერად მხოლოდ ქალბატონები მართავდნენ.
Rally Adventure Georgia-მ სტარტი 11 ოქტომბერს, თბილისში აიღო. ასპარეზობის განმავლობაში მონაწილეები საკუთარ და ავტომობილების შესაძლებლობებს გამოსცადეს სხვადასხვა ტიპის დაბრკოლებების გადალახვაში. მონაწილეებმა ფინიშის ხაზი ბათუმში, 16 ოქტომბერს გადაკვეთეს და თბილისში დაბრუნდნენ.
ექსტრემალური თავგადასავალი სულ ერთი კვირა გაგრძელდება და მასში მონაწილე, „ოფროუდერებმა“, ჯამში, 1500 კილომეტრს დაფარეს.
„რალი ედვენჩერ ჯორჯია ძააან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეჯიბრია.
პირველი,რომ საქველმოქმედო მისიით არის და მეორე, ქალთა გაძლიერების და სტერეოტიპების
ადგილებს, ცდი საკუთარ გამძლეობას, ნავიგაციის უნარებს და ძალიან საინტერესო ადამიანებს პოულობ.ვფიქრობ მომავალშიც
მივიღებმონაწილეობს ამ შეჯიბრში უცვლელი ეკიპაჟით მე და დედა, #52“- განაცხადა მარიამმა.
კომპანია “აჭარაბეთისთვის” მნიშვნელოვანი მიმართულებაა სწორედ ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა. კომპანია მუდმივად ცდილობს გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა გამოავლინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი და იასპარეზონ მნიშვნელოვან შეჯიბრებსა თუ ტურნირებში.
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მარტის თვეში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი ტრენერებისგან მათთვის საინტერესო სა...
ტექნოლოგიებითა და ბიზნეს მიმართულებებით დაინტერესებულ უფროსკლასელებსა და სტუდენტებს, თიბისი, საგანმანათლებლო უფასო პროგრამებს სთავაზობს. მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისის ტექსკოლასა და კ...
თიბისის მხარდაჭერით, „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო START-UP მარათონს გამართავს. თიბისი ახალი თაობისთვის უკვე მეორე წელია ამ პროექტის პარტნიორია...
PSP გილოცავთ ქალთა დღეებს და 28 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით გთავაზობთ 70%-მდე ფასდაკლებას მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ბრენდის თავის მოვლისა და სილამაზის პროდუქტებსა და ექსკლუზიურ ბრენდებზე. მარტივ...
კომენტარები