„მაზდა ცენტრი თეგეტამ“ იაპონიის იმპერატორის დაბადე...
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
|
ბელა ბურძენიძე მოყვარული ავტომრბოლელია, რომელიც ქალთა საერთაშორისო რალიზე, წელს, მესამედ ასპარეზობს. შეჯიბრი მათთვის არის, ვისაც ავტომობილი, „ოფროუდი“, წინაღობების გადალახვა, გზის გაკვლევა და მიუვალი ადგილების „დაპყრობა“ უყვარს. მათ შორის არის ბელაც.
ბელა ბურძენიძეს თბილისში საკუთარი სამკერვალო სალონი და რამდენიმე პატარა საცხობი აქვს. ჰყავს 3 შვილი და 2 შვილიშვილი. ავტომობილს, თითქმის, 30 წელია მართავს. ავტომრბოლელობაზე არ ფიქრობდა, სანამ ერთ დღეს ქალთა საერთაშორისო რალიში მონაწილეობა არ შესთავაზეს, რამაც ყველაფერი შეცვალა.
„ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში, მას შემდეგ, რაც პირველად გამოვედი რალიზე. დღეს, „ოფროუდიდან“ „ოფროუდამდე“ ვცხოვრობ.“
წელს 1500 კილომეტრიანი დისტანციის დასაფარად, სტარტი მონაწილეებმა თბილისიდან აიღეს. ფინიშის ხაზი კი ბათუმშია მონიშნული. გამარჯვებულები ზღვისპირა ქალაქის ბულვარში დასახელდებიან.
ამ ღონისძიებას კიდევ ერთი მისია აქვს, ჰუმანიტარული. მონაწილეები მაღალმთიან სოფლებში ჩავლენ და შემწეობამოკლებულ ოჯახებს დატვირთული მანქანებით ესტუმრებიან.
პილოტი - ბელა ბურძენიძე, შტურმანი კი ლია კავაჭაძეა. ეკიპაჟს მომზადებაში Toyota Center Tegeta დაეხმარა, სადაც ახალ მანქანასთან დაკავშირებული ყველა ნიუანსი დეტალურად შეასწავლეს. 3 თვის განმავლობაში, არაერთი ტესტ-დრაივი მოეწყო განსხვავებულ რელიეფზე თუმცა, კომპანიის ჩართულობა ამით არ სრულდება, მხარდაჭერასა და გულშემატკივრობას ტოიოტა ცენტრი თეგეტა რალის ბოლომდე აპირებს.
"ვფიქრობთ, არ არსებობს ქალისთვის შეუფერებელი პროფესია, საქმიანობა და ჰობი. რეალურად, სურვილისა და ინტერესის შემთხვევაში ქალები ავტომობილებში არანაკლებ ერკვევიან, არიან კარგი მძღოლები, წარმატებებს აღწევენ შეჯიბრებებშიც. მსგავს პროექტებში ქალებს თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება ეძლევათ - მხარს ვუჭერთ გენდერულ თანასწორობას და ვფიქრობთ, რომ ქალის ადგილი არის ყველგან, სადაც თავად მოისურვებს“, - ამბობს Toyota Center Tegeta-ს მარკეტინგის მენეჯერი, თეა მანჯავიძე.
ბელა გამარჯვებისათვის ემზადება და რთული ლოკაციების დასაძლევადაც მზად არის. თითოეული ადგილი კონკრეტული ქულით, სირთულის მიხედვით ფასდება. ირკვევა, რომ წელს დიდი კონკურენციაა, - მთელი მსოფლიოდან 40 ეკიპაჟი მონაწილეობს.
"უმეტესობა პროფესიონალია, მე კი ძალიან მოკლე დროში მოვედი აქამდე. პირველად სულ გამოუცდელი ვიყავი, მეორე წელს კი უკვე მესამე ადგილი ავიღე. მეამაყება ჩემი წარმატება. ჩემი შვილები, მეგობრები ამაყობენ ჩემით. ესეც დამატებითი სტიმულია“, - გვიყვება ბელა ბურძენიძე.
მისი ინტერესების სფერო საკმაოდ ფართოა. საცხობსა და სამკერვალოს ხომ ფლობს, თბილისში ბავშვთა გასართობი რამდენიმე ცენტრიც მოხატა, ტატუ არტისტია და მოგზაურობა უყვარს, მაგრამ ყველაზე დიდი ენთუზიაზმით რალიზე გვესაუბრება. ამბობს, რომ 2019 წლიდან, როცა შეჯიბრში პირველად მიიღო მონაწილეობა, მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო.
"იცით, ადრე, მქონია მომენტები, სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლაზე ვფიქრობდი. თუმცა რაც რალიში ვმონაწილეობ, მთელი საქართველო შემოვიარე, თითქოს ხელახლა აღმოვაჩინე და თავიდან შემიყვარდა ჩემი ქვეყანა. საერთოდ აღარ მინდა არსად წასვლა. თანაც, წარმოუდგენელია ჩემი ცხოვრება რალის გარეშე, ოქტომბერი იწყება თუ არა, სხვა აღარაფერი არსებობს ჩემთვის. ეს არის სრულიად ახალი, განსხვავებული ენერგიის წყარო ჩემს ცხოვრებაში“.
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
თიბისის მომხმარებლებს თქვენს სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული საგაზაფხულო შეთავაზებით სარგებლობა 7-8 მარტსაც შეგეძლებათ. გაზაფხულის პირველი კვირის დასასრულს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუა...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მარტის თვეში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი ტრენერებისგან მათთვის საინტერესო სა...
ტექნოლოგიებითა და ბიზნეს მიმართულებებით დაინტერესებულ უფროსკლასელებსა და სტუდენტებს, თიბისი, საგანმანათლებლო უფასო პროგრამებს სთავაზობს. მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისის ტექსკოლასა და კ...
თიბისი კონცეპტის საგაზაფხულო კვირეული მრავალფეროვანი შეთავაზებებით უწყვეტად გრძელდება. განსხვავებული კატეგორიების პარტნიორ ობიექტში ქეშბექ აქციები 8 მარტის ჩათვლით იქნება. თიბისი კონცეპტ Mastercard ...
თიბისის მხარდაჭერით, „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო START-UP მარათონს გამართავს. თიბისი ახალი თაობისთვის უკვე მეორე წელია ამ პროექტის პარტნიორია...
PSP გილოცავთ ქალთა დღეებს და 28 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით გთავაზობთ 70%-მდე ფასდაკლებას მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ბრენდის თავის მოვლისა და სილამაზის პროდუქტებსა და ექსკლუზიურ ბრენდებზე. მარტივ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები