„მაზდა ცენტრი თეგეტამ“ იაპონიის იმპერატორის დაბადე...
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
|
ჩვენი გუნდი ერთი დიდი ოჯახია, - ასე პასუხობენ "სოხუმის“ სპორტსმენები კითხვას, რა აერთიანებთ სარაგბო კლუბში. უკვე 5 წელია სავარჯიშოდაც ამ განწყობით იკრიბებიან. ზუსტად ისე როგორც ოჯახის წევრებს შეეფერებათ, ერთმანეთის გვერდით დგანან და საერთო საქმისათვის თავს არ ზოგავენ. კლუბის შექმნის დღიდან იცოდნენ, რომ ასე, მხარდამხარ, უფრო დიდ წარმატებას მიაღწევდნენ. მერე რა რომ არ ჰქონდათ გუნდის ფორმა, არც გასახდელი და სკოლიდან ვარჯიშზე მისულებს გამოცვლა ღია ცის ქვეშ უწევდათ. დღეს უკვე კლუბი ახალი აღჭურვილობით ამაყობს. "თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ დახმარებით "სოხუმის“ მორაგბეები მოედანზე შესაბამისი ნომრით და ახალი სპორტული სამოსით გამოვლენ.
"მე მგონი, ახლა უფრო ბევრ შეხვედრას მოვიგებთ. ერთი სული მაქვს თამაშები როდის დაიწყება, რომ მოწინააღმდეგეს ახალი ფორმებით დავხვდეთ“, - 14 წლის ზუზუ (ზუკა გაგუა).
ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი 30-ზე მეტი ბავშვით დაკომპლექტებული გუნდი შემოწირულობებით არსებობდა. ახალ ფორმაზე ყველა იმ კომპანიის და ადამიანის სახელია დატანილი, ვინც ამ წლების განმავლობაში კლუბს მცირედით მაინც დახმარებია, - სულ 100 შემომწირველი. წლევანდელი გენერალური სპონსორობა კი თავის თავზე „თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ აიღო.
"თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ ჩაერთვება ყველა აქტივობაში ერთი წლის განმავლობაში. ძალიან გვიხარია, რომ მოზარდების მხარდამჭერები ვართ და მათ სპორტულ განვითარებაში ჩვენი წვლილი შეგვაქვს. განსაკუთრებული შეგრძნებაა, როდესაც ამ ბავშვების გაბრწყინებულ სახეებს ხედავ“ - ამბობს „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, თამარ კიკნაძე.
საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში უნდა მოხვედრა 13 წლის გიგა გვაძაბიას და მიზნის მისაღწევად თავს არ ზოგავს. ზოგი სპორტს გაყვება, ზოგიც სხვა პროფესიის არჩევას აპირებს, თუმცა იციან, რომ რაგბის სულ ითამაშებენ. კონკრეტული მიზეზი აქვს ამ გადაწყვეტილებას და ეს ყველაზე კარგად გუგა კუკავამ ერთი წინადადებით აგვიხსნა, როდესაც გვითხრა, - ეს კლუბი ჩემი გულის ნაწილიაო. სწორედ ასე, მთელი გულით შეეჭიდნენ გასახდელის მშენებლობასაც, როდესაც "თეგეტა თრაქ ენდ ბასისგან“ დაფინანსება მიიღეს. ხელები დაიკაპიწეს და ხელოსნებთან ერთად, 10 დღეში გამოსაცვლელიც წამოჭიმეს. საჩვენებელი თამაშისთვისაც ახალი ფორმები უკვე ახალ, საკუთარი ხელით მოწყობილ სივრცეში მოირგეს.
"მოკლე, მაგრამ მტკიცე ნაბიჯებით მივდივართ წინ“, - გვიყვება კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ჯობავა. "იმის მიუხედავად, რომ კლუბის შექმნიდან დღემდე ბავშვებს ხის ქვეშ უწევდათ გამოცვლა, მოტივაცია არ დაგვიკარგავს. ახლა გუნდის ცხოვრებაში სიახლეებია, უფრო დიდი ენთუზიაზმით ვაგრძელებთ ვარჯიშსაც და თამაშებისთვის ვემზადებით,“ - კლუბ "სოხუმის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ჯობავა.
გუნდის დამფუძნებლების მთავარი იდეა ბავშვების არა მხოლოდ სპორტული განვითარება, არამედ მოზარდებისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნაა, რაც საბოლოო ჯამში ახალგაზრდების მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. წინ დიდი გეგმებია, - სარაგბო კლუბ "სოხუმის“ პატარა სპორტსმენები ახლა საფესტივალო შეხვედრებისთვის ემზადებიან.
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
თიბისის მომხმარებლებს თქვენს სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული საგაზაფხულო შეთავაზებით სარგებლობა 7-8 მარტსაც შეგეძლებათ. გაზაფხულის პირველი კვირის დასასრულს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუა...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მარტის თვეში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი ტრენერებისგან მათთვის საინტერესო სა...
ტექნოლოგიებითა და ბიზნეს მიმართულებებით დაინტერესებულ უფროსკლასელებსა და სტუდენტებს, თიბისი, საგანმანათლებლო უფასო პროგრამებს სთავაზობს. მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისის ტექსკოლასა და კ...
თიბისი კონცეპტის საგაზაფხულო კვირეული მრავალფეროვანი შეთავაზებებით უწყვეტად გრძელდება. განსხვავებული კატეგორიების პარტნიორ ობიექტში ქეშბექ აქციები 8 მარტის ჩათვლით იქნება. თიბისი კონცეპტ Mastercard ...
თიბისის მხარდაჭერით, „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო START-UP მარათონს გამართავს. თიბისი ახალი თაობისთვის უკვე მეორე წელია ამ პროექტის პარტნიორია...
PSP გილოცავთ ქალთა დღეებს და 28 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით გთავაზობთ 70%-მდე ფასდაკლებას მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ბრენდის თავის მოვლისა და სილამაზის პროდუქტებსა და ექსკლუზიურ ბრენდებზე. მარტივ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები