„მაზდა ცენტრი თეგეტამ“ იაპონიის იმპერატორის დაბადე...
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
|
16 ოქტომბერს, კახეთში, წინანდლის მამულში, რადისონ ქოლექშენში (Tsinandali Estate) რიგით მეხუთე ფესტივალი - „Jazz and Wine Kakheti“ გაიმართება.
ფესტივალში, ტრადიციულად, ცნობილი მუსიკოსები მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან - ფესტივალის ფარგლებში გაიმართება რუდი ვალენტინოსა და ბალერას (იტალია) კონცერტი; სპეციალურად „Jazz and Wine Kakheti“-სთვის ქართველმა, ამერიკელმა, პოლონელმა და იტალიელმა მუსიკოსებმა შექმნეს პროექტი სახელწოდებით “UNITED PIANIST” feat.: დენი გრისეტი / Danny Grissett (აშშ), მიხალ ტოკაი / Michal Tokaj (პოლონეთი), რობერტ ტარენზი/ Robert Tarenzi (იტალია), პაპუნა შარიქაძე /Papuna Sharikadze (საქართვლო), რომელიც მხოლოდ ფესტივალის სტუმრებისთვის შესრულდება; სტუმრების განწყობაზე ასევე იზრუნებენ დიჯეი მაესტრო და სუზან ალტ / DJ Maestro & Susanne Alt (ნიდერლანდები).
„Jazz and Wine Kakheti“-ის სტუმრებისთვის ქართული ღვინის მწარმოებელი მცირე კომპანიები, ტრადიციულად, მოაწყობენ ღვინის დეგუსტაციებს და ჯაზური მუსიკის ფონზე მათ საშუალებას მისცემენ დააგემოვნონ სხვადასხვა სახის ღვინო; იტალიელი მზარეულები მაურიციო სიცილიანო და ემანუელა კარლი კი გამართავენ კულინარიულ შოუს და სტუმრებს სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი უნიკალური რეცეპტით დამზადებულ კერძებს შესთავაზებენ.
„Jazz and Wine Kakheti“ კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება - სტუმრებისთვის კოვიდ-რეგულაციების ნორმების დაცვას ფესტივალის პარტნიორი კლინიკა რეიმანის გენეტიკურ-მოლეკულური ლაბორატორია „რეიგენი” უზრუნველყოფს. გარდა, ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლით გათვალისწინებული რეგულაციების ზედმიწევნით დაცვისა, საფესტივალო სივრცეში, დამატებითი უსაფრთხოებისთვის, დამონტაჟებული იქნება დანადგარი, „ეარსენსი“, რომელიც გამოიყენება ჰაერში კოვიდ-19-ის არსებობის დასადგენად ვირუსის ადრეულ ეტაპზევე. ეარსენსი არის უახლესი ტექნოლოგია, რომელსაც უკვე იყენებენ ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებსა და თავშეყრის ადგილებში.
რეგულაციების სრულად დაცვის მიუხედავად, იმ შემთხვევაში, თუ ვირუსი მაინც დაფიქსირდება საფესტივალო სივრცეში, ყველა დამსწრე ადამიანი დაუყოვნებლივ იქნება ინფორმირებული ამის შესახებ.
კოვიდ-ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, „Jazz and Wine Kakheti“-ის ფესტივალზე დასასწრებად, სტუმრებმა ადგილზე უნდა წარმოადგინონ, 72-24 საათის შუალედში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, ან კოვიდ პასპორტი. სპეციალურად „Jazz and Wine Kakheti“-ის ფესტივალის სტუმრებისთვის PCR ტესტის ჩატარება შესაძლებელია კლინიკა „რეიმანის” გენეტიკურ ლაბორატორიაში ექსკლუზიურ ფასად (მის.: სანდრო ეულის 7). აღსანიშნავია, რომ „რეიმანის” გენეტიკურ ლაბორატორიაში ტესტის ჩატარება შესაძლებელია როგორც ინოვაციური სპესიმაქს სალივა (SpeciMAX Saliva) მეთოდით (მხოლოდ ნერწყვის ნიმუშის გამოყენებით), ასევე სტანდარტული PCR ტესტით.
ფესტივალის ნაკრების შეძენა სტუმრებს შეუძლიათ ბმულზე: www.tkt.ge
თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის მოქმედებს 20%-იანი ქეშბექი.
16 ოქტომბერი, წინანდლის მამული რადისონ ქოლექშენი
ფესტივალის პროგრამა:
14:00 საათი, წინანდლის მამულის ამფითეატრი:
20:00 საათი, წინანდლის მამულის ამფითეატრი:
22:00 საათი, წინანდლის მამულის ამფითეატრი:
დიჯეი მაესტრო და სუზან ალტ / DJ Maestro & Susanne Alt (ნიდერლანდები)
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
თიბისის მომხმარებლებს თქვენს სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული საგაზაფხულო შეთავაზებით სარგებლობა 7-8 მარტსაც შეგეძლებათ. გაზაფხულის პირველი კვირის დასასრულს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუა...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მარტის თვეში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი ტრენერებისგან მათთვის საინტერესო სა...
ტექნოლოგიებითა და ბიზნეს მიმართულებებით დაინტერესებულ უფროსკლასელებსა და სტუდენტებს, თიბისი, საგანმანათლებლო უფასო პროგრამებს სთავაზობს. მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისის ტექსკოლასა და კ...
თიბისი კონცეპტის საგაზაფხულო კვირეული მრავალფეროვანი შეთავაზებებით უწყვეტად გრძელდება. განსხვავებული კატეგორიების პარტნიორ ობიექტში ქეშბექ აქციები 8 მარტის ჩათვლით იქნება. თიბისი კონცეპტ Mastercard ...
თიბისის მხარდაჭერით, „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო START-UP მარათონს გამართავს. თიბისი ახალი თაობისთვის უკვე მეორე წელია ამ პროექტის პარტნიორია...
PSP გილოცავთ ქალთა დღეებს და 28 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით გთავაზობთ 70%-მდე ფასდაკლებას მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ბრენდის თავის მოვლისა და სილამაზის პროდუქტებსა და ექსკლუზიურ ბრენდებზე. მარტივ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები