‘’ აჭარაბეთ არენაზე“ საქართველოს ნაკრები პირველი მატჩს გამართავს
2021-09-02 15:44:54
დღეს, 2 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველად ითამაშებს “აჭარაბეთ არენაზე“ .
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში კოსოვოს დაუპირისპირდება.
საქართველოსა და კოსოვოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 2 სექტემბერს, 20:00 საათზე “აჭარაბეთ არენაზე“ გაიმართება. ქვეყანაში არსებული კოვიდ 19-ის რეგულაციებიდან გამომდინარე, მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.
“რა თქმა უნდა, როგორც მწვრთნელებისთვის ისე მოთამაშეებისთვის ცარიელ სტადიონზე თამაში არც თუ კომფორტულია. ეს სპორტი ყველას გულშემატკივრებთან ერთად გვიყვარს. სამწუხაროდ, ახლა არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ გარკვეული რეგულაციების დაცვა გვიწევს და ამას პატივი უნდა ვცეთ.
რაც შეეხება, კოსოვოსა და ესპანეთის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრებს, ჩვენ ფეხბურთელებთან ვისაუბრეთ, რომ ამ მომენტში სრული კონცენტრაცია კოსოვოსთან მატჩზე უნდა მოვახდინოთ და ესპანეთზე ბევრი არ ვიფიქროთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება, საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და გვსურს, რომ სამი ქულა მოვიპოვოთ.
კოსოვოს ნაკრების ბევრი მოთამაშე კარგ გუნდებში და კარგ ლიგებში თამაშობს. რა თქმა უნდა, ხვალ რთული მატჩი გვექნება, მაგრამ ვთვლი, რომ ჩვენი ფეხბურთელები ამისთვის მზად არიან. დარწმუნებული ვარ, რომ მეტოქის დაუფასებლობას ადგილი არ ექნება, ასი პროცენტით დავიხარჯებით და სამი ქულისთვის ვიბრძოლებთ, რადგან ეს ჩვენი მთავარი მიზანია.“- განაცხადა ვილი სანიოლმა მატჩის წინა პრესკონფერენციაზე.
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მარტის თვეში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი ტრენერებისგან მათთვის საინტერესო სა...
ტექნოლოგიებითა და ბიზნეს მიმართულებებით დაინტერესებულ უფროსკლასელებსა და სტუდენტებს, თიბისი, საგანმანათლებლო უფასო პროგრამებს სთავაზობს. მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისის ტექსკოლასა და კ...
თიბისის მხარდაჭერით, „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო START-UP მარათონს გამართავს. თიბისი ახალი თაობისთვის უკვე მეორე წელია ამ პროექტის პარტნიორია...
PSP გილოცავთ ქალთა დღეებს და 28 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით გთავაზობთ 70%-მდე ფასდაკლებას მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ბრენდის თავის მოვლისა და სილამაზის პროდუქტებსა და ექსკლუზიურ ბრენდებზე. მარტივ...
კომენტარები