თიბისის ESG აკადემია ბიზნესების წარმომადგენლებისთვ...
18 მარტს, თბილისში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შ...
|
რუსთავის გუნდმა საქართველოს ჩემპიონობა 11-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო.
ანატოლი ბოისას მთავარი მწვრთნელობით, რომელსაც ასისტენტობას მიხეილ ბერუაშვილი და ზურა მაჭავარიანი უწევდნენ, გუნდმა ფინალური სერიის მე-3 მატჩიც მოუგო “ცხუმ-აფხაზეთს” და 2010 წლის შემდეგ, პირველად, სუპერლიგის ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონობის მომტან მატჩში რუსთაველებს სუპერლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულმა მაიკ დევისმა ულიდერა, რომელმაც 21 ქულა, 13 მოხსნა, 6 პასი და 4 ჩაჭრა დააგროვა. 30 ქულით ბომბარდირი მალი ქუაითი გახდა, ჯილან ვაშინგტონის ანგარიშზე კი 17 ქულა, 6 მოხსნადა 5 პასია ღმოჩნდა. ცხუმ-აფხაზეთში 22 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო იყო ალექსანდრე ფევაძე. 21 ქულა ჯოშუა მაკფოლმა მიითვალა, ტაილერ გრინის ანგარიშზე კი 17 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა.
დაჯილდოების ცერემონიალზე ცნობილი გახდა 2020-2021 წლების სეზონის სუპერლიგის საუკეთესო მოთამაშე – MVP. ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სუპერლიგის გუნდების მწვრთნელებმა, სპორტულმა ჟურნალისტებმა, სუპერლიგის მსაჯთა კოლეგიამ და კომისრებმა მიიღეს, გაიმარჯვა რუსთავის გუნდის მოთამაშემ, მაიკლ დევისმა.
მაიკლ დევისს MVP-ის თასი გადასცა საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა ასოციაციის თავჯდომარემ, ლაშა გამყრელიძემ.
სუპერლიგის საუკეთესო მწვრთნელი გახდა ანატოლი ბოისა, რომელსაც ცნობილი მწვრთნელის, გიორგი ავალიშვილის სახელობის თასი გადაეცა. ანატოლი ბოისა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, გიორგი ქართველიშვილმა დააჯილდოვა.
საქართველოს კალაბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა სპონსორმა, კომპანია „აჭარაბეთმა” სუპერლიგის საუკეთესო მოთამაშისთვის და სუპერლიგის საუკეთესო მწვრთნელისთვის დააწესაფულადი პრიზი,თითოეულს გადასცემს 3000 ლარს.
სუპერლიგის მე-2 ადგილის მფლობელი გახდა საკალათბურთო გუნდი „ცხუმ-აფხაზეთი“, რომელიც ვერცხლის მედლებით დააჯილდოვეს ვეტერანმა კალათბურთელებმა – გივი ბიჭიაშვილმა და ვლადიმერ ძიძიგურმა.
2020-2021 წლების სეზონის სუპერლიგის ჩემპიონი „რუსთავი” ოქროს მედლებით დააჯილდოვეს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანმა -გიორგი ქართველიშვილმა და ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა.
„ვულოცავ სუპერლიგის მონაწილე გუნდებს 2020-2021 წლების სეზონის დასრულებას. სასიხარულოა, რომ პანდემიის მიუხედავად, ჩვენ ყველამ ერთად შევძელით სირთულეებისა და გამოწვევების დაძლევა, რათა წლევანდელი საკალათბურთო სეზონი ჩატარებულიყო.
მივულოცავ სუპერლიგის გამარჯვებულ რუსთავის გუნდს, მის ხელმძღვანელობას და მოთამაშეებს. ასევე, ყველა გულშემატკივარს და სპონსორებს, რომლებიც გვერდში უდგანან ქართულ კალათბურთს. განსაკუთრებით დიდ მადლობას გადავუხდი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალურ სპონსორს, კომპანია „აჭარაბეთს“, რომელი ცჩვენი თანამშრომლობის პირველივე დღიდანვეჩაერთო კალათბურთში და მოთამაშეებთან ერთად უამრავი აქტივობა განახორციელა. ნებისმიერი ფინანსური მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი და დიდი სტიმულია მოთამაშეებისთვის და ჩვენიფედერაციისთვის, მითუფრო რომ წინ უმაღლესი რანგის ღონისძიების, ევრობასკეტ 2022-ის მასპინძლობა გველოდება.
მიუხედავად იმისა, რომ სეზონის განმავლობაში გულშემატკივარი ვერ ესწრებოდა ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს, დასაფასებელია, რომ ჩვენი სპონსორები პანდემიის პირობებშიც უჭერდნენ მხარს ქართულ კალათბურთს და მთლიანადს პორტს. იმედია, გულშემატკივრები დაბრუნდებიან დარბაზებში ეროვნულ ჩემპიონატებზე, რადგან ისინი პანდემიამდეც ძალიან აკლდნენ, როგორც კალათბურთის, ასევე სპორტის სხვადასხვა სახეობის შიდა ჩემპიონატებს და მათი მხარდაჭერა მოთამაშეებისთვის დი დიმოტივაციაა.“-განაცხადა საკალათბურთო სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ზაბახიძემ.
18 მარტს, თბილისში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შ...
თიბისის გუნდმა, გაზაფხულის გამორჩეული შეთავაზებების ფარგლებში, მომხმარებლებს სპეციალური ქეშბექ აქცია განაწილებით ყიდვის შემთხვევაშიც მოუმზადა. მხოლოდ 8 მარტს, გალერია თბილისში, თიბისის პარტნიორ...
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
თიბისის მომხმარებლებს თქვენს სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული საგაზაფხულო შეთავაზებით სარგებლობა 7-8 მარტსაც შეგეძლებათ. გაზაფხულის პირველი კვირის დასასრულს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუა...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მარტის თვეში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი ტრენერებისგან მათთვის საინტერესო სა...
ტექნოლოგიებითა და ბიზნეს მიმართულებებით დაინტერესებულ უფროსკლასელებსა და სტუდენტებს, თიბისი, საგანმანათლებლო უფასო პროგრამებს სთავაზობს. მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისის ტექსკოლასა და კ...
თიბისი კონცეპტის საგაზაფხულო კვირეული მრავალფეროვანი შეთავაზებებით უწყვეტად გრძელდება. განსხვავებული კატეგორიების პარტნიორ ობიექტში ქეშბექ აქციები 8 მარტის ჩათვლით იქნება. თიბისი კონცეპტ Mastercard ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები