“ავტომობილი, რომელიც ზრუნავს შენზე ისე, როგორც შენ ზრუნავ სხვებზე” – Volvo-მ ახალი გლობალური კამპანია დაიწყო
2020-09-15 10:29:17
Volvo-მ ახალი გლობალური კამპანია დაიწყო. კამპანიის მიზანია, მეტი ყურადღება დავუთმოთ საკუთარ თავსა და გარშემო მყოფთა უსაფრთხოებას. კამპანიის ფარგლებში ვოლვომ XC90-თან დაკავშირებული ახალი ვიდეორგოლი წარმოადგინა, რომელიც ხაზს XC90-ის უსაფრთხოების სისტემას უსვამს. ზოგჯერ საუკეთესო მშობელსაც შეიძლება გაეფანტოს ყურადღება, სწორედ ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად XC90 აღჭურვილია სპეციალური გადამკვეთი მოძრაობის განგაშის სისტემით.
ვიდეო ასახავს წყვილის ცხოვრებას, რომელთაც უჭირთ ორი აქტიური პატარა ბავშვის აღზრდასა და ყოველდღიურ სირთულეებთან გამკლავება. ჩვენ ვხედავთ მათ მაღაზიაში საყიდლებზე, სახლში თუ როგორ ფუთავენ ბასრ კუთხეებს, კეტავენ კიბეებს და დასდევენ შვილებს. ვიდეო რგოლის ბოლოს კი პარკინგიდან გასვლისას, ვოლვოს გადამკვეთი მოძრაობის განგაშის სისტემა მათ ავტოსაგზაო შემთხვევას აარიდებს, რა დროსაც ვხედავთ მესიჯს - “ავტომობილი, რომელიც ზრუნავს შენზე ისე, როგორც შენ ზრუნავ სხვებზე”.
“ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ, თუ რამდენად საუკეთესო ავტომობილია ოჯახებისთვის XC90. ჩვენ ვიცით, რამდენად რთული და გამოწვევებით სავსეა იყო მშობელი. ვოლვოს ავტომობილი კი იმისთვის არის, რომ მათ გვერდში დაუდგეს. უსაფრთხოების ელემენტები ჩვენს ავტომობილებში დაგიცვათ თქვენ და თქვენ საყვარელ ადამიანებს,”- აცხადებს ლუიზ ალსტრომი, ვოლვო ქარსის ბრენდის პროექტ მენეჯერი.
ვიდეორგოლში მამის როლს ცნობილი შვედი მსახიობი ფარეს ფარესი ასრულებს. იგი ცნობილია როლებით სერიალებიდან: ჩერნობილი, ველური დასავლეთის სამყარო (Westworld) და ვარსკვლავური ომები (Star Wars).
28 თებერვალს, საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA)-ს გამარჯვებულები გამოვლინდა. უკვე მეოთხედ, აღნიშნული ჯილდო მცირე და საშუალო კომპანიის კატეგორიაში (500-მდე დასაქმებული) თიბის...
18 მარტს, თბილისში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შ...
თიბისის გუნდმა, გაზაფხულის გამორჩეული შეთავაზებების ფარგლებში, მომხმარებლებს სპეციალური ქეშბექ აქცია განაწილებით ყიდვის შემთხვევაშიც მოუმზადა. მხოლოდ 8 მარტს, გალერია თბილისში, თიბისის პარტნიორ...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მარტის თვეში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი ტრენერებისგან მათთვის საინტერესო სა...
ტექნოლოგიებითა და ბიზნეს მიმართულებებით დაინტერესებულ უფროსკლასელებსა და სტუდენტებს, თიბისი, საგანმანათლებლო უფასო პროგრამებს სთავაზობს. მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისის ტექსკოლასა და კ...
კომენტარები